Facebook-ი კორონავირუსის შესახებ ყალბ ინფორმაციას წაშლის

კითხვის დრო: < 1 minute

კითხვის დრო: < 1 minute

ssdd
130
VIEWS

დღეს BBC-ისთან ინტერვიუში მარკ ცუკერბერგმა განაცხადა, რომ ფეისბუკი კორონავირუსთან დაკავშირებით გავრცელებულ ყალბ ინფორმაციას, რომელსაც ფიზიკური ზიანის მიყენება შეუძლია, წაშლის. მან კოვიდ-19-ის პანდემიაში ფეიქბუკის როლზეც ისაუბრა.

“იმ ინფორმაციას, რომელიც ამტკიცებს, რომ “რაღაც” ვირუსის დამტკიცებული წამალია, მაშინ როცა ის არ არის, ჩვენ წავშლით,”- განაცხადა მარკ ცუკერბერგმა.

მარკ ცუკერბერგმა კოვიდ-19-თან დაკავშირებული ყალბი ინფორმაციის ერთ-ერთ მაგალითად ბრიტანეთის შემთხვევა დაასახელა, როდესაც 5G-ის ირგვლივ გავრცელებულმა დეზინფორმაციამ, 5G-ის ინფრასტრუქტურა ფიზიკური თავდასხმის სამიზნედ აქცია. მისი განცხადებით, ფეისბუკი თუ მიიჩნევს, რომ კონკრეტულ ყალბ ინფორმაციას ფიზიკური ზიანის მოტანა შეუძლია, ის აუცილებლად წაიშლება. ფეისბუკის დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ ასეთი შინაარსობის 100 ათასობით ინფორმაციაა.

ფეისბუკის როლი კოვიდ-19-ის პანდემიაში

მარკ ცუკერბერგის განცხადებით, ფეისბუკი 3 მიმართულებაზე არის ფოკუსირებული: 1. ჯანდაცვის მწვავე კრიზისზე რეაგირება, 2. ადამიანების დახმარება კავშირი არ გაწყვიტონ მათთან, ვისზეც ზრუნავენ; 3. ეკონომიკის აღდგენა, იმის გათვალოსწინებით, რომ მცირე ბიზნესს დიდი ზიანი მიადგა.

ცუკერბერგმა აღნიშნა, რომ მცირე ბიზნესისთვის  განსაკუთრებულად რთულია მუშაობა, მაშინ როცა ბევრი ადამიანი სახლში რჩება. მისი თქმით, ეს მდგომარეობა ნიშნავს, რომ მილიონობით ადამიანი სამსაზურს კარგავს, ამიტომ მცირე ბიზნესის დახმარება განსაკუთრებიტ მნიშვნელოვანია.

(onlinepharmacyreviews.net)

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist