რა ინფორმაცია ვრცელდება ევროპულ სესხებზე და ევროკავშირთან საქართველოს სავაჭრო ურთიერთობაზე?

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

122
VIEWS

1 მაისს პოლიტოლოგმა ირაკლი გოგავამ Postv-ის გადაცემაში “POSTV – ანალიტიკა” საქართველოსა და ევროკავშირის სავაჭრო ურთიერთობების შესახებ ისაუბრა. გოგავას მტკიცებით, 2004 წლიდან საქართველოსა და დასავლეთს შორის მეტროპოლიისა და კოლონიის მსგავსი ურთიერთობა დამყარდა. ამის საილუსტრაციოდ გოგავას რამდენიმე ფაქტი მოჰყავს: ევროპა ვაჭრობაში ყოველწლიურად 2.5 მილიარდ დოლარს გვიგებს, გარდა ამისა, ევროპამ საქართველო “ვალის კაბალაში” ჩასვა და ქვეყნის საგარეო ვალი (სახელმწიფო ვალი და კერძო კომპანიების კრებითი ვალი) 23 მილიარდი დოლარია, ამასთან, დასავლეთიდან მიღებული სესხების გამოყენება მრეწველობის ან მეცნიერების განვითარებისთვის აკრძალულია. 

საქართველოსა და ევროპის სხვა ქვეყნებს შორის ვაჭრობის თემაზე ირაკლი გოგავამ 17 აპრილს ფეისბუქ პოსტი გამოაქვეყნა. პოსტში ვკითხულობთ, რომ ორმხრივი ეკონომიკური ვაჭრობა ევროპის სასარგებლოდ მიმდინარეობს და ევროპა საგარეო ვალში საქართველოს მაღალ პროცენტებს ახდევინებს. გოგავას პოსტი 17-23 აპრილს რამდენიმე სხვა ფეისბუქ ანგარიშმაც გაავრცელა (1,2,3) ის ასევე გამოქვეყნდა ფეისბუქ ჯგუფში Levan Vasadze & Media და ფეისბუქ გვერდზე ჩვენ გვიყვარს ჩვენი სამშობლო. პოსტი უცვლელი სახით ახალი ამბების სააგენტო For.ge-მაც გაავრცელა.

ra inphormatsia vrtseldeba evropul seskhebze da evrokavshirthan saqarthvelos savatchro urthierthobaze რა ინფორმაცია ვრცელდება ევროპულ სესხებზე და ევროკავშირთან საქართველოს სავაჭრო ურთიერთობაზე?

ra inphormatsia vrtseldeba evropul seskhebze da evrokavshirthan saqarthvelos savatchro urthierthobaze1 რა ინფორმაცია ვრცელდება ევროპულ სესხებზე და ევროკავშირთან საქართველოს სავაჭრო ურთიერთობაზე?

ირაკლი გოგავას მოყვანილი ინფორმაცია საქართველოსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობის შესახებ ნაწილობრივ მცდარია: 1) ევროპიდან მიღებული სესხების გამოყენება მრეწველობისთვის არ იკრძალება, სესხები არაერთ სექტორს, მათ შორის, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას ხმარდება. 2) საქართველოს საგარეო ვალი მხოლოდ ევროპულ სუბიექტებთან არ აქვს, შესაბამისად, მანიპულაციურია მტკიცება, რომ ქვეყანას “ვალის კაბალა” ევროპამ დაადო. 3) სიმართლეა, რომ საქართველოს ვაჭრობის სალდო ევროკავშირთან უარყოფითია, თუმცა ქვეყანას ასეთივე დინამიკა აქვს როგორც გლობალურ, ისე რეგიონის მსხვილ სუბიექტებთან. 

ევროკავშირის სესხები და დაფინანსების პროგრამები წარმოებას და მეცნიერებასაც ეხება

ევროპიდან მიღებული სესხები საქართველოში სხვადასხვა სექტორს ხმარდება. მაგალითისთვის, ევროპის საინვესტიციო ბანკიდან მიღებული სესხები 4 ძირითად სექტორზეა ფოკუსირებული, ესენია: ტრანსპორტი, კლიმატი და ენერგია, კერძო სექტორის განვითარება და დიგიტალიზაცია. კერძო სექტორის განვითარებაში მცირე და საშუალო წარმოების ხელშეწყობა იგულისხმება ფინანსებთან წვდომაში. COVID-19 პანდემიის ეკონომიკური ეფექტის შესამცირებლად, ბანკმა ქართული წარმოებისთვის 160 მილიონი ევროს დაფინანსება გამოყო

ევროკავშირი, ისევე როგორც ცალკეული ევროპის ქვეყნები, საქართველოში მეცნიერების სხვადასხვა დარგის განვითარებასაც აქტიურად უჭერენ მხარს. 2016 წლიდან საქართველო პროექტ “ჰორიზონტ 2020-ში” ჩაერთო, რომელიც კვლევისა და ინოვაციების დარგში ევროკავშირის მთავარი დაფინანსების პროგრამა იყო. 2021 წლიდან ქვეყანა ახალი პროგრამიდან “ჰორიზონტი ევროპიდანაც” იღებს ბენეფიტებს

2018 წელს ევროკომისიის პოლიტიკის მხარდამჭერი ინსტრუმენტის (Policy Support Facility) ექსპერტებმა საქართველოში მეცნიერების განვითარების შესახებ სპეციალური ანგარიში მოამზადეს, რომელიც პერსპექტიული კვლევითი სფეროების იდენტიფიცირებასა და ბიზნესსა და კვლევას შორის არსებული ბარიერის დაძლევაზე იყო ფოკუსირებული

საერთაშორისო ურთიერთთანამშრომლობის პროექტებს შორისაა: პროექტი GAIN, რომელიც 2022-2025 წლებში “ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის წამყვან ხელოვნური ინტელექტის კვლევის ევროპულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობას გულისხმობს. 

კიდევ ერთი მაგალითი პროექტი Eco2Wine-ია, რომელიც 2023-2027 წლებში მეღვინეობის სფეროს განვითარებას ისახავს მიზნად

საგარეო ვალი და სესხები

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 24.2 მილიარდი აშშ დოლარი იყო, რაც 2023 წლის მთლიანი შიდა პროდუქტის 79.2 პროცენტს შეადგენს. მთლიანი საგარეო ვალი სახელმწიფო და კერძო სექტორის საგარეო ვალის დაჯამებით გამოითვლება. 

 საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემების მიხედვით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 2024 წლის 30 აპრილის მდგომარეობით, 23 მილიარდ 286 მილიონ ლარს შეადგენს.

ra inphormatsia vrtseldeba evropul seskhebze da evrokavshirthan saqarthvelos savatchro urthierthobaze2 რა ინფორმაცია ვრცელდება ევროპულ სესხებზე და ევროკავშირთან საქართველოს სავაჭრო ურთიერთობაზე?

ირაკლი გოგავას მტკიცებით, საქართველო 23 მილიარდი დოლარის ოდენობის “ვალის  კაბალაში” დასავლეთმა ჩასვა. თუმცა, როგორც ზემოთ მოცემული გრაფიკიდან ჩანს, საქართველოს კრედიტორებს შორის არიან როგორც ევროპული სუბიექტები (ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, ევროპის განვითარების ბანკი, ევროკავშირი…), ასევე აზიის განვითარების ბანკი, აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი და მსოფლიო ბანკი.

რაც შეეხება მტკიცებას, რომ საქართველოსთვის ევროპიდან სესხები მაღალი საპროცენტო განაკვეთით გაიცემა, სიმართლეს არც ის შეესაბამება. როგორც 2023 წლის ხელმოწერილი ხელშეკრულებებში ვხედავთ, საპროცენტო განაკვეთი ძირითადად EURIBOR-ს დამატებული 1% ან ნაკლებია.   

ra inphormatsia vrtseldeba evropul seskhebze da evrokavshirthan saqarthvelos savatchro urthierthobaze3 რა ინფორმაცია ვრცელდება ევროპულ სესხებზე და ევროკავშირთან საქართველოს სავაჭრო ურთიერთობაზე?

EURIBOR (ევრიბორი), ევროპულ ბანკებს შორის არსებული საპროცენტო განაკვეთია. ის ყოველდღიურად გამოითვლება და ქვეყნდება. ევრიბორის 5 სხვადასხვა განაკვეთი არსებობს, იმის მიხედვით, თუ რა პერიოდს ვიღებთ მის გამოსათვლელად (1 კვირიდან 1 წლამდე). 

საქართველო ამ მხრივ გამონაკლისი არაა. ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) მსესხებელი ქვეყნებისთვის სწორედ დაბალი საპროცენტო განაკვეთის გამოა მიმზიდველი, რაც განპირობებულია იმით, რომ ბანკი ინვერსტორებში მაღალი ნდობით სარგებლობს. როგორც წესი, EIB სესხს მცირე მარჟას ამატებს, კონკრეტულ პროექტთან დაკავშირებული რისკებისა და ადმინისტრაციული ხარჯების დასაფარად. ბანკი ქვეყნებს, რომლებზეც სესხებს გასცემს, რამდენიმე ჯგუფად ყოფს. საქართველო ორი ჯგუფის ნაწილია, ესენია “გაფართოების ქვეყნები” (ქვეყნები, რომლებთანაც ევროკავშირში გაწევრების შესახებ მოლაპარაკებები გახსნილია, ევროკავშირის კანდიდატი და პოტენციური კანდიდატი ქვეყნები) და “აღმოსავლეთ სამეზობლოს ქვეყნები”.  

საქართველოს ვაჭრობის სალდო ევროკავშირთან

გოგავა ასევე ამტკიცებს, რომ ევროპა საქართველოს ვაჭრობაში ყოველწლიურად 2.5 მილიარდ დოლარს უგებს. საქართველოს ვაჭრობის სალდო ევროკავშირთან ნამდვილად უარყოფითია, მაგალითისთვის, 2022 წელს ევროკავშირიდან საქართველოში იმპორტმა 3.2 მილიარდი ევრო შეადგინა, მაშინ, როდესაც საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტზე 1 მილიარდი ევროს ღირებულების საქონელი გავიდა. თუმცა, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველოს ასეთივე სავაჭრო დინამიკა აქვს სხვა ყველა მსხვილ მოთამაშესთან როგორც რეგიონში, ასევე მის გარეთ. 2022 წელს ჩინეთიდან იმპორტის მაჩვენებელი 1.24 მილიარდი დოლარი იყო, მაშინ, როდესაც საქართველოდან ჩინეთში ექსპორტით მხოლოდ 759 მილიონის ღირებულების პროდუქტი გავიდა. ასეთივეა დინამიკა რუსეთთან, ირანთან და თურქეთთან.  

წყაროს შესახებ: 

ირაკლი გოგავა “საქართველოს განვითარების ლაბორატორიის” ხელმძღვანელია. 1999-2004 წლებში იგი საქართველოს პარლამენტში “მოქალაქეთა კავშირის” წარმომადგენელი იყო.   გოგავას მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია “მითების დეტექტორმა” წარსულშიც არაერთხელ გადაამოწმა. ვრცლად იხილეთ მასალებში: 

არქივი: 1, 2, 3, 4, 5


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: ნაწილობრივ მცდარი
ქვეყანა/ორგანიზაცია: ევროკავშირი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist