ევროპის ქალაქები 2022 წელს თუ მოსკოვი 2016 წელს? – სად და როდის გავრცელდა უკრაინული გერბის ფოტოები

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

257
VIEWS

26 ივნისს ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა საკუთარ ფეისბუქ-პროფილზე ფოტოკოლაჟი გამოაქვეყნა, პირველ ფოტოზე სტიკერის უკანა მხარეს დამაგრებული სამართებელი ჩანს, მეორეზე კი – განათების ბოძზე ნახევრად ჩამოხეული უკრაინის გერბის პლაკატი, რაც ქმნის შთაბეჭდილებას, რომ პირველ ფოტოზე პლაკატის ჩამოხეული ნაწილია გამოსახული. ზაქარეიშვილი წერს, რომ სტიკერებს უკრაინელები ევროპულ ქალაქებში აკრავენ, რომლის ჩამოხევის დროსაც, სამართებელი კანს გასერავს და ადამიანი შიდსით ან ჰეპატიტით დაავადდება.

Screenshot 1 7 ევროპის ქალაქები 2022 წელს თუ მოსკოვი 2016 წელს? - სად და როდის გავრცელდა უკრაინული გერბის ფოტოები

ზაქარეიშვილის პოსტი ფოტომანიპულაციაა და უკრაინელი მიგრანტების დისკრედიტაციას ისახავს მიზნად. უკრაინის გერბის სტიკერი, რომლის უკანა მხარესაც სამართებელია მიწებებული, 2022 წელს რომელიმე ევროპულ ქალაქში არ არის გადაღებული და რუსულ მედიაში 2016 წლიდან იძებნება.

ზაქარეიშვილის მიერ გამოქვეყნებული ფოტოკოლაჟი ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს პირველ ფოტოზე გამოსახული სამართებლიანი სტიკერი მეორე ფოტოზე ნაჩვენები პლაკატის ჩამოხეული ნაწილია, რაც სიმართლე არ შეესაბამება.

სტიკერის ფოტო უკრაინის გერბის გამოსახულებით, რომელსაც უკანა მხარეს სამართებელი აქვს, 2022 წელს ევროპაში გადაღებული არ არის. ფოტო რუსულენოვან ფორუმზე pikabu.ru, შემდეგ კი მედიაში ჯერ კიდევ 2016 წელს გავრცელდა. წყაროებში მითითებულია, რომ ფოტო მოსკოვშია გადაღებული და სტიკერების უკანა მხარეს დამაგრებული ბასრი სამართებლით კომუნალური სამსახურის რამდენიმა თანამშრომელმა ხელი დაიზიანა.

Screenshot 3 13 ევროპის ქალაქები 2022 წელს თუ მოსკოვი 2016 წელს? - სად და როდის გავრცელდა უკრაინული გერბის ფოტოები

2016 წლის 23 მაისს მოსკოვში სამართებლიანი სტიკერების გამოჩენაზე მასალა vesti.ru-მაც გამოაქვეყნა,  მასში აღნიშნულია, რომ პოლიციამ მოსკოვის 2 რაიონში – იასენევოსა და ჩერტანოვში 12 მსგავსი შემთხვევა დააფიქსირა.

Screenshot 4 13 ევროპის ქალაქები 2022 წელს თუ მოსკოვი 2016 წელს? - სად და როდის გავრცელდა უკრაინული გერბის ფოტოები

ზაქარეიშვილის მიერ გამოქვეყნებული ფოტოკოლაჟი 2022 წლის 24 ივნისს ტელეგრამ-არხ Тайны Ленинградского двора Z-ზეც გამოაქვეყნდა, სადაც აღნიშნული იყო, რომ სანკტ-პეტერბურგისა და ლენინგრადის რეგიონებში დივერსანტებმა სტიკერების გაკვრა დაიწყეს, რომლებსაც უკან სამართებელი აქვთ მიწებებული. 

Screenshot 5 14 ევროპის ქალაქები 2022 წელს თუ მოსკოვი 2016 წელს? - სად და როდის გავრცელდა უკრაინული გერბის ფოტოები

ფოტო, რომელზეც განათების ბოძზე გაკრული უკრაინის გერბის პლაკატი ჩანს, სხვა წყაროებშიც ივნისის ბოლოს ვრცელდება და სავარაუდოდ, ის ახალი გადაღებულია, თუმცა ფოტოებზე დაკვირვებითაც მარტივი მისახვედრია, რომ სტიკერი, რომელზეც ბასრი სამართებელია მიმაგრებული მეორე ფოტოზე გამოსახული პლაკატის ნაწილი არ არის.

სამართებელიანი სტიკერის მეორე მხარეს ჩანს, რომ მასზე უკრაინის გერბია გამოსახული, თუმცა ის პატარა ზომისაა და მუქი ფერის, ლურჯი კონტური აქვს, ხოლო ბოძზე გაკრული პლაკატი ლურჯ ფონზე ყვითელი კონტურით დახატული გერბია.

Screenshot 6 14 ევროპის ქალაქები 2022 წელს თუ მოსკოვი 2016 წელს? - სად და როდის გავრცელდა უკრაინული გერბის ფოტოები Screenshot 7 14 ევროპის ქალაქები 2022 წელს თუ მოსკოვი 2016 წელს? - სად და როდის გავრცელდა უკრაინული გერბის ფოტოები

2016 წლის 20 მაისს pikabu-ზე გამოქვეყნებულ ფოტოებში სამართებლიანი სტიკერის ორივე მხარე ჩანს და აშკარაა, რომ ის უფრო დიდი ზომის პლაკატის ნაწილი არ ყოფილა.

Screenshot 8 14 ევროპის ქალაქები 2022 წელს თუ მოსკოვი 2016 წელს? - სად და როდის გავრცელდა უკრაინული გერბის ფოტოები Screenshot 9 13 ევროპის ქალაქები 2022 წელს თუ მოსკოვი 2016 წელს? - სად და როდის გავრცელდა უკრაინული გერბის ფოტოები


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ევროპა, რუსეთი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist