ანონიმური FB გვერდები დარეკლამებული “მიმების” გამოყენებით ევროკავშირის საწინააღმდეგო კამპანიას აგრძელებენ

კითხვის დრო: 5 წუთი

კითხვის დრო: 5 წუთი

ანონიმური FB გვერდები
55
VIEWS

2023 წელს სოციალურ ქსელში გამოჩნდა ფეისბუკ გვერდების ქსელი, რომელიც დასპონსორებული პოსტების საშუალებით ანტიდასავლურ გზავნილების გავრცელებას ცდილობდა. ფეისბუკ გვერდები, ე.წ. მიმების (memes) გამოყენებით დეზინფორმაციის მასშტაბირებისა და საზოგადოებაში სტერეოტიპული წარმოდგენების გამყარების მიზნით, იდენტური მეთოდით მოქმედებდნენ და ამტკიცებდნენ, რომ ევროკავშირის დაპირებები არასანდოა, ხოლო გაწევრიანების სანაცვლოდ საქართველოს ისეთ პირობებს უყენებს, რაც ქვეყანას სარგებელს არ მოუტანს, ტრადიციულ ღირებულებებზე უარს ათქმევინებს და ლგბტქი თემის უფლებებს გააძლიერებს. გარდა ამისა, ამ გვერდების ნაწილი მიმების გარდა, დეზინფორმაციის შემცველ პოსტებსაც ავრცელებდა.

2023 წლის ოქტომბერში გამოვლენილმა 7-ვე ფეისბუკ გვერდმა, რომლებიც ფეისბუკის რეკლამირების წესებს არღვვდნენ, ფუნქციონირება შეწყვიტა.   “მითების დეტექტორის” მონიტორინგის შედეგად, 2024 წლის ივლისის მდგომარეობით, ამავე ტაქტიკითა და მეთოდებით მოქმედი დამატებით 3 ფეისბუკ გვერდი გამოვლინდა, რომლებიც 2023 წლის აპრილსა და სექტემბერშია შექმნილი და  კატეგორიების ველში სუპერმარკეტი და სოციალური მედიის სააგენტო აქვთ მითითებული. გვერდების მიერ საზოგადოებრივ აზრზე ზეგავლენის მოსახდენად გამოყენებული იდენტური ტექნიკები და მსგავსი შინაარსის პოსტები, მათი ერთმანეთთან კავშირის შესახებ აჩენს ეჭვს. 

ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ გამოვლენილი გვერდები არ უთითებენ რეკლამის გასათავსებლად საჭირო მონაცემებს, მათ შორის არც ქვეყანას, შესაბამისად არღვევენ ფეისბუქის პოლიტიკური რეკლამების განთავსების წესს, რომლის თანახმად, საარჩევნო და პოლიტიკური რეკლამის განთავსების საშუალება მხოლოდ ავტორიზებულ მომხმარებლებს აქვთ. ეს იმას ნიშნავს, რომ რეკლამის განმთავსებელმა უნდა გაიაროს ავტორიზაცია და განათავსოს პოლიტიკური რეკლამა ისე, რომ დააფიქსიროს, თუ ვინ არის პასუხისმგებელი ყოველ დაფინანსებულ რეკლამაზე (Paid for by). გარდა ამისა, პოლიტიკური რეკლამის განმთავსებელი ავტორიზებული უნდა იყოს იმ ქვეყანაში, რომელშიც რეკლამის სამიზნე აუდიტორია ცხოვრობს. 

მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა:

  • თითოეული გვერდის რეკლამების ბიბლიოთეკაში გვხვდება დაფინანსებული მიმები (სურათისა და ტექსტის კომბინაცია), რომლებიც ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის ცრუ დაპირებას, მოთხოვნების გრძელ სიას, ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების შემთხვევაში ეროვნული და ტრადიციული ღირებულებების რღვევას ეხება;
  • ფეისბუკ გვერდების სახელწოდება და მითითებული კატეგორია შეუსაბამოა რეკლამების ბიბლიოთეკაში განთავსებული პოსტების შინაარსთან;
  • გვერდების მიერ განთავსებული პოსტების ველში (Timeline-ზე) უმეტეს შემთხვევაში არ გვხვდება ის პოსტები, რომლებიც რეკლამების ბიბლიოთეკაშია ხელმისაწვდომი;
  • ფეისბუკ გვერდებს მსგავსი შინაარსის და ვიზუალის პოსტები და მიმები ჰქონდათ გამოქვეყნებული/დასპონსორებული;
  • მიმებში ქართულისთვის არაბუნებრივი ფორმებია გამოყენებული, რაც აჩენს ეჭვს იმის შესახებ, რომ გვერდის კონტენტს ქართულენოვანი ადამიანები არ ამზადებენ.

აღსანიშნავია, რომ გამოვლენილი გვერდებიდან ორი ერთსა და იმავე დღეს არის შექმნილი. ამჟამად ორივე გვერდი დეაქტივირებულია და 2024 წლის 25 ივლისის მდგომარეობით აქტიურია მხოლოდ “L’s Magazine”, რომელსაც მითითებული აქვს მობილური ტელეფონის ნომერი, ასევე მისამართი და სხვა დეტალები, თუმცა არც ერთი მათგანი არ არის მოქმედი. 

გვერდი

შექმნის თარიღი მითითებული კატეგორია

საკონტაქტო ინფორმაცია

Beautiful wrapper
არქივი
Screenshot 2024 07 26 at 11.00.38 AM ანონიმური FB გვერდები დარეკლამებული “მიმების” გამოყენებით ევროკავშირის საწინააღმდეგო კამპანიას აგრძელებენ
18 September 2023 Social media agency
No Tension
Screenshot 2024 07 26 at 11.00.53 AM ანონიმური FB გვერდები დარეკლამებული “მიმების” გამოყენებით ევროკავშირის საწინააღმდეგო კამპანიას აგრძელებენ
18 September 2023 Social media agency
L’s Magazine
Screenshot 2024 07 26 at 11.01.02 AM ანონიმური FB გვერდები დარეკლამებული “მიმების” გამოყენებით ევროკავშირის საწინააღმდეგო კამპანიას აგრძელებენარქივი
12 April 2023 Supermarket/convenience store 555 95 62 32,
[email protected]

Beautiful wrapper-ის შესახებ

ფეისბუკ გვერდი Beautiful wrapper (დაარქივებული ბმული) 2023 წლის 18 სექტემბერს შეიქმნა. გვერდს კატეგორიაში Social media agency აქვს მითითებული.  

Beautiful wrapper-ის მიერ გავრცელებული პოსტების ველში 2023 წლის 12 ნოემბრამდე მხოლოდ პეიზაჟები და ზედხედით გადაღებული ფოტოები გვხვდება.

Screenshot 2024 07 26 at 11.02.27 AM ანონიმური FB გვერდები დარეკლამებული “მიმების” გამოყენებით ევროკავშირის საწინააღმდეგო კამპანიას აგრძელებენ

12 ნოემბერს გამოქვეყნებული ფოტო კი ევროკომისიას ეხება. საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებული წინასწარი გადაწყვეტილება ევროკომისიამ 8 ნოემბერს გაავრცელა. ამ გადაწყვეტილების თანახმად, ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა. სწორედ ამ მოვლენის შემდეგ შეეცადა ფეისბუკ გვერდი, რომ ევროკავშირის მიმართ უნდობლობა გაეღვივებინა და გაავრცელა გზავნილი, თითქოს ევროკომისიამ საქართველოსთვის შეურულებელი პირობები მოიგონა.

Screenshot 2024 07 26 at 11.04.05 AM ანონიმური FB გვერდები დარეკლამებული “მიმების” გამოყენებით ევროკავშირის საწინააღმდეგო კამპანიას აგრძელებენ

აღსანიშნავია, რომ ამ პოსტის გარდა “თაიმლაინისა” და ფოტოების სექციაში მხოლოდ პეიზაჟების ფოტოები გვხვდება, თუმცა, Ad Library-ში გადასვლით ვარკვევთ, რომ გვერდს დასპონსორებული აქვს (1,2,3,4) ანტიდასავლური შინაარსის პოსტები.  ერთ-ერთ მიმში, რომელიც რეკლამების ბიბლიოთეკაში გვხვდება, ერთმანეთს ორი კატაა შედარებული. კატას, რომელიც “საქართველოს ევროპის კავშირამდე” განასახიერებს, გულუბრყვილო გამომეტყველება და საყვარელი შესახედაობა აქვს. ამის საპირისპიროდ, მეორე კატა დაღლილი და გამხდარია, ცბიერი გამომეტყველებით და სწორედ ის აღნიშნავს საქართველოს, ევროპის კავშირში შესვლის შემდეგ.

კიდევ ერთ მიმში ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, “რომლებიც ევროპის კავშირის წესებით თამაშობენ” კლოუნივით სახემოხატული, შიშველი მამაკაცი წარმოადგენს. დანარჩენი ორი მიმი კი ევროკავშირში მიღების უსაშველოდ გაწელილ ვადებსა და ცრუ დაპირებებს ეხება: “ჩვენ ვლოდებით თუ როდის მიგვიღებს ევროპის კავშირი უკვე 15 წელია”; “ჩვენ აუცილებლად მიგიღებთ, მოითმინეთ კიდევ რამდენიმე წელი”.  

Screenshot 2024 07 26 at 11.05.26 AM ანონიმური FB გვერდები დარეკლამებული “მიმების” გამოყენებით ევროკავშირის საწინააღმდეგო კამპანიას აგრძელებენ

2024 წელს დასპონსორებულ პოსტებში გაუფასურებულია ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მნიშვნელობა, ასევე აღნიშნულია, რომ ევროკავშირი პოლიტიკურ თამაშითაა დაკავებული, არ სცემს პატივს ქართველებს და მათ ღირებულებებს, პარალელურად კი  საქართველოში ლგბტ დღის წესრიგის დამკვიდრებას ცდილობს.

No Tension-ის შესახებ

ფეისბუკ გვერდი No Tension (არქივის ბმული) Beautiful wrapper-ის მსგავსად 2023 წლის 18 სექტემბერს შეიქმნა. ამ გვერდსაც, წინა გვერდის მსგავსად კატეგორიების ნაწილში Social media agency (სოციალური მედიის სააგენტო) აქვს მითითებული. 

Screenshot 2024 07 26 at 11.08.22 AM ანონიმური FB გვერდები დარეკლამებული “მიმების” გამოყენებით ევროკავშირის საწინააღმდეგო კამპანიას აგრძელებენ

12 ნოემბერს გამოქვეყნებული პოსტი ევროკავშირში გაწევრიანების თანმდევ “პრობლემებს” წარმოაჩენს, რომელიც გვერდის თანახმად, “გეების მიღებასა და გეი აღლუმების ჩატარებას” და “უზომო შენატანების გადახდას ეხება”. მეორე დაფინანსებული პოსტი ევროკავშირის “ცრუ” დაპირებას წარმოგვიდგენს, რომლის მიხედვითაც ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ საქართველო დამოუკიდებელ ქვეყნად დარჩება. 

Screenshot 2024 07 26 at 11.09.23 AM ანონიმური FB გვერდები დარეკლამებული “მიმების” გამოყენებით ევროკავშირის საწინააღმდეგო კამპანიას აგრძელებენ

აღსანიშნავია, რომ მიმები ქართულ აუდიტორიაზეა გათვლილი, თუმცა მიმებზე დატანილი ტექსტები ქართული ენის მცოდნის დაწერილს არ ჰგავს და ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ სათარგმნი პროგრამის გამოყენებით არის უცხო ენიდან გადმოთარგმნილი.

L’s Magazine-ის შესახებ

ფეისბუკ გვერდი L’s Magazine 2023 წლის 12 აპრილს შეიქმნა და კატეგორიაში სუპერმარკეტი/სასურსათო მაღაზია (Supermarket/convenience store) აქვს მითითებული. სხვა გვერდებისგან განსხვავებით, L’s Magazine-ის “შესახებ” განყოფილებაში ტელეფონის ნომერი (555 95 62 32), ელექტრონული ფოსტის მისამართი([email protected]), ვებსაიტი (https://lsmagazine.business.site/#details) და მისამართიც (სოფელი, 4600) გვხვდება, თუმცა ვებსაიტი არ ფუნქციონირებს, მითითებული მისამართი კი არ არსებობს.

Screenshot 2024 07 26 at 11.10.46 AM ანონიმური FB გვერდები დარეკლამებული “მიმების” გამოყენებით ევროკავშირის საწინააღმდეგო კამპანიას აგრძელებენ Screenshot 2024 07 26 at 11.10.54 AM ანონიმური FB გვერდები დარეკლამებული “მიმების” გამოყენებით ევროკავშირის საწინააღმდეგო კამპანიას აგრძელებენ

პროფილის ფოტოს ცვლილების გარდა, გვერდის სიახლეების ველში გვხვდება ნიკო ფიროსმანის ნახატისა და ბოსტნეულის  ამსახველი ფოტო, დანარჩენი პოსტები კი საქართველოში მიმდინარე სხვადასხვა მოვლენას ეხება, თუმცა როგორც პოსტების ტექსტში, ასევე მათ თანმხლებ ქარდებზე შეცდომები გვხვდება. მაგალითად, 14 მაისის პოსტში ნათქვამია, რომ 17 მაისს “შემჭიდროებულობისა და სიწმინდის დღე” გაიმართება. აღსანიშნავია, რომ საქართველოს საპატრიარქომ 2014 წლის 17 მაისს “ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე” გამოაცხადა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც 2013 წელს ლგბტ ჯგუფებს ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასთან და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით თავს დაესხნენ. საპატრიარქოს მიერ გამოცხადებული დღის დასახელებაში სიტყვა “შემჭიდროებულობა” არ გვხვდება. 

Screenshot 2024 07 26 at 11.11.14 AM ანონიმური FB გვერდები დარეკლამებული “მიმების” გამოყენებით ევროკავშირის საწინააღმდეგო კამპანიას აგრძელებენ

L’s Magazine-ის კიდევ ერთ პოსტში საუბარია “ევროპული დიპლომატიის მეთაურის” საქართველოში ვიზიტზე. ამ პოსტშიც ქართულისთვის არაბუნებრივი ფორმები გვხვდება, რაც ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ავტორის მშობლიური ენა არაა ქართული: “ვარაუდობდნენ, რომ ჩვენი ქვეყნის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებების დროს გაკეთდებოდა ევროკომისიის 12 სანუკვარი რეკომენდაციის განსახორციელებლად გაწეული სამუშაოს მკაფიო შეფასება და გამოითქმებოდა რეკომენდაციები ისეთი რთული საკითხების გადაწყვეტასთან დაკავშირებით, როგორებიცაა დეოლიგარქიზაცია და ქვეყანაში პოლიტიკური პოლარიზაციის დაძლევა.”

Screenshot 2024 07 26 at 11.11.44 AM ანონიმური FB გვერდები დარეკლამებული “მიმების” გამოყენებით ევროკავშირის საწინააღმდეგო კამპანიას აგრძელებენ

აღსანიშნავია, რომ იდენტური შინაარსის სტატია გვხვდება ვებსაიტზე sakartvelo-today.org, რომლის შესახებაც “მითების დეტექტორი” წარსულშიც წერდა

Screenshot 2024 07 26 at 11.12.16 AM ანონიმური FB გვერდები დარეკლამებული “მიმების” გამოყენებით ევროკავშირის საწინააღმდეგო კამპანიას აგრძელებენ

L’s Magazine-ის რეკლამების ბიბლიოთეკაში არსებული მიმები მიხეილ სააკაშვილს და ზოგადად ოპოზიციას, უკრაინას, ამერიკას, ევროკავშირსა და ნატოს ეხება. ყველა ჩამოთვლილი აქტორი პოსტებში ნეგატიურ კონტექსტშია წარმოჩენილი. დაფინანსებული მიმების შინაარსის თანახმად, ევროკავშირი საქართველოს ეროვნულ ინტერესებსა და ფასეულობებს ანადგურებს, მისი განზრახვები კი საზიანოა.

25 ივლისის მონაცემებით, გვერდმა ბოლო ოთხი პოსტი 22 ივლისს დააფინანსა, მათ შორის ერთ-ერთი მიმი ეხებოდა ქართულ ოპოზიციას, რომელიც ფოტოს მიხედვით, დასავლეთის მითითებას ცხვრებივით უსმენს.

Screenshot 2024 07 26 at 11.14.07 AM ანონიმური FB გვერდები დარეკლამებული “მიმების” გამოყენებით ევროკავშირის საწინააღმდეგო კამპანიას აგრძელებენ

კვლევიდან გამოჩნდა, რომ გამოვლენილი ფეისბუკ გვერდები, რომლებიც ანტიდასავლურ გზავნილებს ავრცელებენ, საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მოხდენას ცდილობენ. გავლენის კამპანიის წარმოებაში მიმების გამოყენება ერთ-ერთი მეთოდია, რომელსაც მავნე აქტორები სხვა ქვეყნებშიც მიმართავენ. ამასთან დაკავშირებით იხილეთ “მითების დეტექტორის” პუბლიკაცია:

 

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist