ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილება მანიპულაციურად, კონტექსტის გარეშე ვრცელდება

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

126
VIEWS

15 დეკემბერს რადიკალური ძალადობრივი მედიის, ალტ-ინფოს მიერ დაფუძნებული პარტიის “კონსერვატიული მოძრაობის” თავმჯდომარემ, ზურა მახარაძემ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც წერს, რომ ევროსასამართლო წევრობის მსურველებს “გეების ერთობის ოჯახად აღიარებას” და ბავშვის აყვანის უფლებას აუცილებელ პირობად უყენებს. 18 დეკემბერს მსგავსი შინაარსის პოსტი ფეისბუქ მომხმარებელმა ენრი ონიანმაც გამოაქვეყნა. 19 დეკემბერს იმავე თემაზე კრემლისტური ონლაინ გამოცემა “თვალსაზრისის” ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა ირაკლი ჯანყარაშვილის მასალა, სათაურით “LGBT – დირექტივები ევროკავშირიდან,” რომელშიც ის წერს, რომ ევროკავშირის უმაღლესმა სასამართლომ მოითხოვა, ევროკავშირის ყველა ქვეყანამ აღიაროს ქვიარ ოჯახები და მათი შვილები და რომ ეს ეხება იმ ქვეყნებსაც, სადაც გეი ქორწინება აკრძალულია. “ყველას შესანიშნავად უნდა გვესმოდეს, რომ ევროკავშირი არის “გარყვნილების” გაუკუღმართებული ცხოვრების წესის და სექსუალური აღრევის მთავარი შემოქმედი”,  – წერს ჯანყარაშვილი.

19 დეკემბერს მსგავსი შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა ფეისბუქ მომხმარებელმა “საქართველოს მხსნელი”-მაც.

მტკიცება, რომ ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ ევროკავშირის ყველა ქვეყანას ქვიარ ოჯახების და მათი შვილების აღიარება მოსთხოვა, კონტექსტის გარეშეა. რეალურად, სასამართლომ განაცხადა, რომ ქვეყნებს თავად შეუძლიათ გადაწყვიტონ, დაუშვებენ თუ არა ერთნაირსქესიან პირთა ქორწინებას და შვილის ყოლას, თუმცა  არ უნდა შეფერხდეს ბავშვის თავისუფალი გადაადგილების უფლება იმის გამო, რომ წევრი ქვეყნები ერთნაირსქესიანთა ქორწინებას არ ცნობენ.

14 დეკემბერს ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ განიხილა სარას შემთხვევა, რომელიც 2019 წელს ესპანეთში დაიბადა. ესპანეთში მის მშობლებად ერთნაირსქესიანი წყვილი, ბულგარეთის მოქალაქე კალინა ივანოვა და გიბრალტარში დაბადებული ბრიტანეთის მოქალაქე ჯეინ ჯონსი არიან რეგისტრირებული, თუმცა ბრიტანეთის 1981 წლის მოქალაქეობის აქტის და ესპანეთის მოქალაქეობის შესახებ კანონების მიხედვით, ვინაიდან არცერთი მშობელი ესპანეთის მოქალაქე არაა, ხოლო ჯონსი გიბრალტარშია დაბადებული, სარა ამ ქვეყნების მოქალაქე ვერ გახდება. შესაბამისად, წყვილმა მისთვის ბულგარეთის მოქალაქეობა მოითხოვა, რაზეც უარი მიიღეს, მიზეზად კი ბულგარეთმა განაცხადა, რომ ერთნაირსქესიანთა ქორწინებას არ ცნობს და ბავშვს ორი დედა ვერ ეყოლება. კალინა ივანოვამ საქმე სოფიას ადმინისტრაციულ სასამართლოში გაასაჩივრა, რომელმაც მიმდინარე წელს კონსულტაციისათვის ევროკავშირის სასამართლოს მიმართა. ევროკავშირის სასამართლოს მიხედვით, ესპანეთმა უკვე დაადგინა შვილისა და მშობლების ურთიერთობა დაბადების მოწმობით, რომელშიც მშობლებად ერთნაირსქესიანთა წყვილია მითითებული და შესაბამისად, ბულგარეთმა ბავშვზე პასპორტი ამაზე დაყდნობით უნდა გასცეს. სასამართლომ განმარტა, რომ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ევროკავშირის წევრმა ყველა ქვეყანამ უნდა ცნოს ერთნაირსქესიან წყვილთა ქორწინება საკუთარი ეროვნული კანონმდებლობით, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ არ უნდა შეფერხდეს ბავშვის თავისუფალი გადაადგილების უფლება იმის გამო, რომ წევრი ქვეყნები ერთნაირსქესიანთა ქორწინებას არ ცნობენ.

ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოზე დაყრდნობით გადაწყვეტილება ახლა სოფიას სასამართლომ უნდა მიიღოს. ამ გადაწყვეტილებამდე სარა ესპანეთის დატოვებას შესაბამისი დოკუმენტაციის არარსებობის გამო ვერ შესძლებს.

მსგავსი გადაწყვეტილება ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს წარსულშიც გამოუტანია. მაგალითისათვის, 2018 წლის 5 ივნისს სასამართლომ რუმინელი კაცის და მისი ამერიკელი პარტნიორის საქმე განიხილა. რუმინეთი, რომელიც ერთნაირსქესიან წყვილთა ქორწინებას არ ცნობს, აცხადებდა, რომ ამერიკელ კაცს, როგორც მეუღლეს ევროკავშირის მოქალაქეობის მოთხოვნის უფლება არ ჰქონდა. სასამართლომ დაადგინა, რომ წყვილს მოქალაქეობის მიღების იგივე უფლება ჰქონდა, რაც სხვა დაქორწინებულ წყვილებს ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, მიუხედავად იმისა, რომ ეს ქვეყანა ერთნაირსქესიან წყვილთა ქორწინებას არ ცნობდა. რუმინეთმა სასამართლოს გადაწყვეტილება არ გაითვალისწინა, რაც მიმდინარე წელს გამოცემულ რეზოლუციაში ევროპულმა პარლამენტმა დაგმო.

აღსანიშნავია, რომ ერთნაირსქესიან პირთა ქორწინება ევროკავშირის წევრ მხოლოდ 16 სახელმწიფოშია დაკანონებული.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: იდენტობა
ქვეყანა/ორგანიზაცია: ევროკავშირი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist