გეგმავს თუ არა ევროკავშირი აქტივების რეესტრის შექმნას?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

აქტივების რეესტრი
129
VIEWS

24 ივლისს საინფორმაციო სააგენტოებმა Newshub.ge – ნიუსჰაბი და  INFO9-მ ევროკავშირის აქტივების რეესტრის შექმნის შესახებ  გაავრცელეს ინფორმაცია. გავრცელებული პოსტების თანახმად, ევროკავშირის აქტივების რეესტრი წარმოადგენს მონაცემთა ბაზას, რომელშიც აღრიცხული იქნება მოქალაქეთა საკუთრებაში არსებული აქტივების ფართო სპექტრი, მათ შორის უძრავი ქონება, საბანკო ანგარიშები, ფასიანი ქაღალდები, მანქანები და, შესაძლოა, მასში მოხვდეს ინფორმაცია ხელოვნების ნიმუშების ან ძვირფასი ლითონების შესახებ. რეესტრის შესახებ ინფორმაცია ამავე დღეს გაავრცელა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრმა ბონდო მძინარაშვილმა.

იდენტური ცნობები სოციალურ ქსელში რუსულენოვანმა ფეისბუკ მომხმარებლებმაც გაავრცელეს (1,2,3,4,5).

აქტივების რეესტრი

ინფორმაცია ევროკავშირის მოქალაქეების აქტივების მონაცემთა ბაზის შექმნის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება. ევროკომისია, ევროპარლამენტის მოთხოვნით, შეისწავლის არსებული აქტივების რეგისტრაციის მექანიზმების პრაქტიკას წევრ ქვეყნებში. ეს კვლევა არ გულისხმობს რაიმე დაუყოვნებელ საკანონმდებლო მოქმედებას. ევროკომისიის სპიკერმა “მითების დეტექტორთან” კომენტარში უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რეესტრის შექმნა იგეგმება.

24 ივლისს გერმანული საინფორმაციო სააგენტო  Focus.de  WirtschaftsWoche-ზე დაყრდნობით წერდა, რომ ევროკავშირის აქტივების რეესტრზე ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლა დასრულდა, რასაც, სავარაუდოდ, საკანონმდებლო პროცესი და აქტივების მონაცემთა ბაზის შექმნა მოჰყვება. სტატიის თანახმად, ტექნიკური და ბიუროკრატიული დეტალები უახლოეს თვეებში დაზუსტდება, მას შემდეგ, რაც ევროკავშირი ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის შედეგებს გამოაქვეყნებდა.

WirtschaftsWoche-ის თანახმად, ევროკავშირი აქტივების რეესტრის შემოღებას ამართლებს, პირველ რიგში, ფულის გათეთრებისა და ტერორისტული დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის აუცილებლობით და მიზეზად რუსი ოლიგარქების აქტივებზე თვალყურის დევნებასაც ასახელებს. სტატიაში ნათქვამია ისიც, რომ კრიტიკოსები შიშობენ, რომ რეესტრი შეიძლება ბოროტად იქნას გამოყენებული კრიზისის დროს. 

მოგვიანებით, ევროკომისიის სპიკერმა,  ერიკ მამერმა Focus.de-ს ცალსახად განუცხადა, რომ კომისია არ აპირებს აქტივების ცენტრალური მონაცემთა ბაზის შექმნას. მისი თქმით, კომისია, ევროპარლამენტის მოთხოვნით ამჟამად ატარებს კვლევას აქტივების რეგისტრაციის არსებული პრაქტიკის შესწავლის მიზნით ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანაში. სპიკერის თანახმად, ეს კვლევა მიზნად ისახავს პრაქტიკის აღწერას, მაგრამ არ ითვალისწინებს რაიმე გეგმებს შემდგომი ქმედებებისთვის მიღებულ დასკვნებზე დაყრდნობით.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ევროკავშირი აქტივების ცენტრალიზებული რეესტრის შექმნას არ გეგმავს, “მითების დეტექტორს” ევროკომისიის სპიკერმა, ფრანჩესკა დალბონიმაც დაუდასტურა. მისი თქმით. ევროკომისიას არ გეგმავს ევროკავშირის მოქალაქეების აქტივების შესახებ ცენტრალიზებული მონაცემთა ბაზის შექმნას. კომისიამ ევროპარლამენტის მოთხოვნით ჩაატარა კვლევა ევროკავშირის მასშტაბით აქტივების რეესტრთან დაკავშირებით, თავად კომისია კი ამ კვლევის შედეგების საფუძველზე არ აპირებს რაიმე აქტივობას. 

შესაბამისად, ამ ეტაპზე ევროკომისია არ მუშაობს ევროკავშირის აქტივების ცენტრალიზებული რეესტრის შექმნაზე და ამჟამად აქცენტი კეთდება წევრ ქვეყნებში არსებული აქტივების რეგისტრაციის პრაქტიკის კვლევაზე.

არქივი:
ბონდო მძინარიშვილი, Newshub.ge – ნიუსჰაბი, INFO9


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: მცდარი ინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ევროკავშირი, ევროკომისია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist