ევროკავშირ-საქართველოს შორის ლტოლვილთა განთავსების ვალდებულება არ განიხილება

კითხვის დრო: < 1 minute

კითხვის დრო: < 1 minute

66
VIEWS

5 მარტს, ქართულმა და რუსულმა მედია საშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში, ეგვიპტესა და დასავლეთ ბალკანეთში ევროკავშირის ლტოლვილთა ცენტრის განთავსების ინიციატივით გამოდიოდა.

ინფორმაციის პირველწყაროა გერმანულენოვანი ტაბლოიდური გამოცემა BILD.de, რომელმაც 4 მარტს გამოაქვეყნა ინტერვიუ ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრთან სებასტიან კურცთან, სადაც აღნიშნულია, რომ ახლო-აღმოსავლეთიდან და ჩრდილო აფრიკიდან იძულებით გადაადგილებული პირების განთავსების ცენტრები ევროკავშირის საზღვრებს გარეთ უნდა შეიქმნას. ადგილსამყოფელად კი დასახელებულია გვიპტე, საქართველო და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები. BILD.de-ს მასალა ინფორმაციის პირველწყაროდ გამოიყენეს მედიასაშუალებებმა საზოგადოებრივი მაუწყებელიtb24.geambebi.gesazogadoeba.geprimetime.geInfo9.genewposts.ge , „სპუტნიკ საქართველო“, Pia.ge. რუსულ მედიაში ამ თემაზე მასალები გაავრცელეს მედიასაშუალებებმა: Парламентская газетаLife.ruREN-TV , lenta.runtv.ru,რუსულენოვანი RT.

გავრცელებული ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, საქართველოს ელჩი ავსტრიაში კონსტანტინე ზალდასტანიშვილი ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. რუსთავი -2 თან კომენტარში ელჩმა აღნიშნა, რომ როგორც მას სამინისტროში განუმარტეს, სებასტიან კურცს მის საგაზეთო კომენტარში არავითარი კონკრეტული ვალდებულება არ უგულისხმია და მან საქართველო მხოლოდ მაგალითად დაასახელა. ამასთანავე ელჩმა განაცხადა, რომ მსგავსი საკითხი ქართულ მხარესთან არცერთ ორმხრივ ფორმატში, არც კურცის საქართველოში ვიზიტის დროს არ განხილულა.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის, სოზარ სუბარის განცხადებით ოფიციალური ვალდებულება ან შეთანხმება საქართველოში ევროკავშირის ლტოლვილთა ცენტრის გახსნის შესახებ არ არსებობს. საქართველოში ლტოლვილთა ბანაკების შექმნა არ იგეგმებოდა და არ იგეგმება.

სპუტნიკ საქართველომ“, პორტალმა tb24.ge და საინფორმაციო სააგენტომ GHN- მა კურცის საგაზეთო კომენტარზე თავდაცვის და უსაფრთხოების საკითხებში რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის ფრანც კლინცევიჩის კომენტარიც გამოაქვეყნეს, რომელიც რუსულ მედია საშუალება „რია ნოვოსტიში” გამოქვეყნდა. კლინცევიჩი ამცხადებს, რომ საქართველოში მიგრანტების განთავსების იდეა საერთაშორისო ტერორიზმის საფრთხის გათვალისწინებით რუსეთის ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება.

tb24-ის მასალა მანიპულაციური სათაურით „რუსეთი არ დაუშვებს საქართველოში სირიელი ლტოლვილების განთავსებას” გამოქვეყნდა, რადგან „რია ნოვოსტისთან” კომენტარისას ფრანც კლინცევიჩს სირია არ უხსენებია.

1

 

თემატიკა: მიგრაცია
დარღვევის ტიპი: შეცდომაში შემყვანი
ქვეყანა/ორგანიზაცია: ევროკავშირი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist