ეწვია თუ არა ბორის ჯონსონი ინდოეთს და რა მნიშვნელობას ატარებს ინდური ტრადიციული ქუდი?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

97
VIEWS

2 მაისს ფეისბუკ-მომხმარებელმა მალხაზ ხაბაზმა თავის პირად გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი, რომელსაც თან ახლავს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის ფოტო. პოსტის ავტორი თარიღს არ აკონკრეტებს, თუმცა ირწმუნება, რომ ფოტო ბორის ჯონსონის ინდოეთში ვიზიტისასაა გადაღებული. ხაბაზი ასევე აღნიშნავს, რომ ქუდი, რომელიც ფოტოზე ბორის ჯონსონს ახურავს, ვაჭრების ჩალმაა, რაც, მისი თქმით, იმის მანიშნებელია, რომ ინდოეთმა ბორის ჯონსონი დაამცირა და რუსეთის ერთგულ მხარდაჭერად რჩება.

Screenshot 10 3 ეწვია თუ არა ბორის ჯონსონი ინდოეთს და რა მნიშვნელობას ატარებს ინდური ტრადიციული ქუდი?

გავრცელებული მტკიცება, თითქოს ინდოეთმა ბორის ჯონსონი დაამცირა, რათა რუსეთის ერთგული დარჩენილიყო, დეზინფორმაციაა, პოსტი კი ფოტომანიპულაციას შეიცავს. რეალურად, ფოტო 2014 წელს ლონდონშია გადაღებული, ხოლო ტრადიციულ ქუდს ინდურ კულტურაში საპატიო მნიშვნელობა აქვს. ინდოეთი რუსეთ-უკრაინის ომზე ნეიტრალურ პოზიციას იკავებს, ჯონსონის ვიზიტი ინდოეთში აპრილში შედგა და ძირითად განსახილველ თემებს შორის უკრაინა არ ყოფილა.

რეალურად, მალხაზ ხაბაზის მიერ გამოქვეყნებული ფოტო 2014 წლის 28 მაისს ქალაქ ლონდონშია გადაღებული, როდესაც ბორის ჯონსონი, რომელიც მაშინ ლონდონის მერის თანამდებობას იკავებდა, საპატიო სტუმრის სტატუსით კინგსბურიში ინდურ კულტურულ და რელიგიურ ცენტრში მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსის გახსნას ეწვია. ლონდონის მერის ვიზიტზე დასასწრებად ასობით ადამიანი შეიკრიბა და ჯონსონს პატივით დახვდა ადგილობრივი ინდური ტაძრის ბენდიც. 

ღონისძიებაზე ბორის ჯონსონის ვიზიტისადმი მადლიერების გამოხატვის მიზნით მას ადგილობრივი თემის რელიგიურმა ლიდერმა შუბლზე ცერემონიული წითელი წერტილი, ტილაკი, გაუკეთა და თავზე ტრადიციული ქუდი დაახურა.

ადგილობრივი თემის წარმომადგენელი გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განმარტავს, რომ მსგავს ქუდს, რომელზეც პოსტის ავტორი ამტკიცებს, რომ “ვაჭრის ჩალმაა”, ტრადიციულად ინდოელი მეფეები ახვევდნენ ხოლმე თავზე პატივისცემის გამოხატვის ნიშნად. ის ასევე ამბობს, რომ მსგავსი ქუდის გადაცემა ინდურ კულტურაში ისეთივე მნიშვნელობისაა, როგორც დასავლურ კულტურაში ადამიანისათვის საპატიო წოდების მინიჭება ან მედლით დაჯილდოება.

Screenshot 11 3 ეწვია თუ არა ბორის ჯონსონი ინდოეთს და რა მნიშვნელობას ატარებს ინდური ტრადიციული ქუდი?Screenshot 12 3 ეწვია თუ არა ბორის ჯონსონი ინდოეთს და რა მნიშვნელობას ატარებს ინდური ტრადიციული ქუდი?

რაც შეეხება ინდოეთში ბორის ჯონსონის უკანასკნელ ვიზიტს, მან ოფიციალიური შეხვედრები ინდოეთში 2022 წლის 21-22 აპრილს გამართა. უკრაინის საკითხი ძირითად განსახილველ თემებს შორის არ ყოფილა, ჯონსონის განმარტებით, ის ნიუ დელის არ ‘დამოძღვრავდა’ უკრაინა-რუსეთის ომთან დაკავშირებით ნეიტრალურ პოზიციაზე, რადგან, მისი თქმით, ინდოეთს და რუსეთს ისტორიულად განსხვავებული ურთიერთობები აქვთ და ამ რეალობას უნდა შევეგუოთ. ინდოეთი გმობს ბუჩაში მომხდარ მოვლენებს, თუმცა განაგრძობს სამხედრო მარაგის იმპორტს რუსეთიდან, ხოლო მხარეებს კონფლიქტის დასრულების დიპლომატიური გზებისკენ მოუწოდებს.


მითების დეტექტორის ლაბორატორია


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: დიდი ბრიტანეთი, ინდოეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist