ეთაყვანება თუ არა ალასკის ხელისუფლება სატანას?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

249
VIEWS

6 მაისს Facebook ანგარიშმა Nino Gavasheli ვიდეო შემდეგი აღწერით გამოაქვეყნა: „ალიასკას მთავრობა სატანას ადიდებს თათბირის დაწყების წინ.” ვიდეოში ჩანს, რომ ადამიანები ფეხზე დგანან და სატანას მიმართავენ. 

Screenshot 3 7 ეთაყვანება თუ არა ალასკის ხელისუფლება სატანას?

ვიდეო სრული კონტექსტის გარეშე ვრელდება. რეალურად, ვიდეო კენაის ნახევარკუნძულის ასამბლეის შეკრებაზე მას შემდეგაა გადაღებული, რაც ასამბლეამ გადაწყვიტა მეტად ინკლუზიური ყოფილიყო და შეხვედრები მათი სურვილის შემთხვევაში სხვადასხვა რელიგიის  წარმომადგენლების  მიწვევით დაეწყო. “სატანისტური ტაძარი” კი რეალურად, ათეისტური ორგანიზაციაა, რომელიც სატანას არ ეთაყვანება და ადამიანის უფლებების დასაცავად იბრძვის. 

ვიდეო 2016 წლის 9 აგვისტოს კენაის ნახევარკუნძულის ოლქის ასამბლეის შეხვედრაზეა გადაღებული. ვიდეო ასმბლეის შეხვედრაზე არასამთავრობო ორგანიზაციის „სატანისტური ტაძარის“ წევრის აირის ფონტანას სიტყვით გამოსვლას ასახავს.

სამთავრობო შეხვედრების ქრისტიანული ლოცვით დაწყების გამო ასამბლეამ საჩივრები მიიღო. რის გამოც ასაბლეამ გადაწყვიტა, უფრო ინკლუზიური ყოფილიყო და სურვილის შემთხვევაში დრო სხვა სარწმუნოების წარმომადგენლებისთვისაც დაეთმო. შედეგად, ასამბლეის გახსნის სურვილი კენაის ნახევარკუნძულის კოლეჯის სტუდენტმა და ‘სატანისტური ტაძრის’ წევრმა გამოთქვა. ფონტანამ შეხვედრაზე შემდეგი სიტყვები წარმოთქვა: 

აირის ფონტანა, სატანისტური ტაძარი: “მოდით, მივიღოთ ლუციფერის იმპულსი, რათა ვჭამოთ ცოდნის ხიდან და გავფანტოთ ნეტარი ძველი ილუზიები. მოდით მოვითხოვოთ, რომ ინდივიდები განისაჯნონ თავისი კონკრეტული ქმედებებით და არა სოციალური ნორმებისა და მოჩვენებითი კატეგირიზაციის მიხედვით. მოდით, განვიხილოთ ჩვენი გადაწყვეტილებები ანტაგონიზმის მიხედვით (…) მოდით მტკიცედ დავდგეთ ნებისმიერი თვითნებური ხელისუფლების წინაამდეგ, რაც ჩვენს პირად სუვერენიტეტს ემუქრება (…) გაუმარჯოს სატანას. გმადლობთ.”

Screenshot 4 6 ეთაყვანება თუ არა ალასკის ხელისუფლება სატანას?
ფოტო შეხვედრიდან. წყარო: Associated Press

შეხვედრა ათობით დამსწრემ პროტესტის ნიშნად დატოვა. ადმინისტრაციის შენობის წინ კი 40-მდე ადამიანი მოვლენის გასაპროტესტებლად შეიკრიბა. 

ფონტანამ შემდეგ განმარტა, რომ მისი გამოსვლა ჩვეულებრივი ლოცვა კი არა, აზროვნებისკენ მოწოდება იყო. მისი თქმით, „სატანისტური ტაძარი“ საკუთარ თავს რელიგიურად მიიჩნევს, მაგრამ არ სჯერა რაიმე ზებუნებრივი ან სულიერი ძალის; მის მიხედვით, ამ შემთხვევაში სატანა სიბრძნის მეტაფორა უფროა, ვიდრე რაიმე  ძალის რწმენა.

“სატანისტური ტაძარის” შესახებ

რაც შეეხება ორგანიზაცია “სატანისტურ ტაძარს,” Politifact-ის მიხედვით, „სატანისტური ტაძარი“ 2013 წელს დაარსდა. ორგანიზაცია რეალურად სატანას არ ეთაყვანება. ის რელიგური თავისუფლებისა და თანაწორობისთვის იბრძვის. ორგანიზაციის ვებ-გვერდის “ხშირად დასმული შეკითხვების” ნაწილში მითითებულია, რომ ორგანიზაციის წევრებს სატანის ან სხვა რომელიმე ზებუნებრივი ძალის არსებობის არ სჯერათ. ხოლო სახელწოდებაში “სატანას”  არქაულ ტრადიციებზე დაფუძნებული ცრურწმენების უარსაყოფად და რაციონალურობის დასამკვიდრებლად იყენებენ და სატანისტებმა კრიტიკული აზროვნების განსავითარებლად აქტიურად უნდა იმუშავონ.

Screenshot 5 4 ეთაყვანება თუ არა ალასკის ხელისუფლება სატანას?

ჯგუფი თავის მთავარ მისიად კეთილგანწყობისა და თანაგრძნობის წახალისებას, ტირანული ავტორიტეტის უარყოფასა და უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლას ასახელებს.


მითების დეტექტორის ლაბორატორია


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: კონტექსტის გარეშე
ქვეყანა/ორგანიზაცია: კანადა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist