ესპანელები “კოვიდ-ფაშიზმის” თუ არგენტინელები საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ? – სოციალურ ქსელში ვიდეომანიპულაცია ვრცელდება

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

24
VIEWS

2021 წლის 2 დეკემბერს ფეისბუქ მომხმარებელმა Tornike Mrevlishvili პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკების ამსახველი ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ჩანს, როგორ ესვრიან დემონსტრანტები პოლიციელებს ქვებს. პოსტში ავტორი წერს, რომ აღნიშნული ვიდეო 2021 წელს ესპანეთშია გადაღებული და იგი მსოფლიო “კოვიდ-ფაშიზმის’ საწინააღმდეგო პროტესტს ასახავს. თორნიკე მრევლიშვილის თქმით, მსგავსი სიტუაციაა ევროპის ყველა ქვეყანაში, სადაც საპროტესტო გამოსვლებზე ასობით პოლიციელი და დემონსტრანტი ხოცავს ერთმანეთს, თუმცა მედია ამ პროცესებს არ აშუქებს. პოსტში ასევე ნათქვამია, რომ მალე ვირუსთან ბრძოლის საბაბით მსოფლიო დიქტატურა დამყარდება, რომელიც 2030 წლამდე 6 მილიარდ ადამიანს დახოცავს. 12 დეკემმბრის მონაცემებით, თორნიკე მრევლიშვილის პოსტს 4200-ზე მეტი გაზიარება აქვს.

"
პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკების ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში მანიპულაციურად ვრცელდება. ვიდეოა არა – 2021 წელს “კოვიდ-ფაშიზმის” წინააღმდეგ ესპანეთში გამართული დემონსტრაციისას, არამედ 2017 წელს არგენტინაში საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებულ საპროტესტო აქციაზეა გადაღებული. ამასთანავე, ბოლო პერიოდში პანდემიასთან დაკავშირებული ფართომაშტაბიანი პროტესტი ესპანეთში არ ჩატარებულა. მტკიცება, თითქოს კორონავირუსის პანდემიის რეალური მიზანი მსოფლიო მოსახლეობის 1 მილიარდამდე შესამცირება და მსოფლიო დიქტატურის დასამყარებაა, შეთქმულების თეორიაა, რომელიც პანდემიის დაწყებიდან აქტიურად ვრცელდება. 

  • გავრცელებული ვიდეოა არგენტინაში 2017 წელს საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით გამართულ საპროტესტო აქციაზეა გადაღებული. 

თორნიკე მრევლიშვილის მიერ გავრცელებული ვიდეოს მსგავსი კადრები 2020 წლის 21 სექტემბერს Youtube არხმა Savagiere-მ გამოაქვეყნა, რომელიც ვიდეოს აღწერაში წერს, რომ კადრები 2020 წლის 20 სექტემბერს არგენტინაშია გადაღებული და დაპირსიპირების კონტექსტი უცნობია, თუმცა შესაძლოა შეტაკება პანდემიასთან დაკავშირებულ შეზღუდვებს უკავშირდებოდეს.

"
2020 წლის სექტემბერსა და ოქტომბერში არგენტინის სხვადასხვა ქალაქში მთავრობის მიერ პანდემიის მართვის სტრატეგიასა და საკარანტინო შეზღუდვებით გამოწვეულ ეკონომიკურ კრიზისთან დაკავშირებით საპროტესტო გამოსვლები მართლაც გაიმართა, თუმცა პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის ფიზიკური დაპირისპირება არ მომხდარა. არგენტინულ მედიაში აქციის მონაწილეების მიერ პოლიციისთვის ქვების სროლის შესახებ ინფორმაციის ძიებისას ირკვევა, რომ მსგავსი შემთხვევა ბუენოს-აირესში 2017 წელს საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებული აქციაზე მოხდა, როცა ბუენოს-აირესის ერთ-ერთ ცენტრალურ მოედანზე  Plaza del Congreso-ზე დემონსტრანტები ქვეყანაში მიმდინარე არაპოპულარული საპენსიო რეფორმის გასაპროტესტებლად შეიკრიბნენ, რის შემდეგაც აქციამ ძალადობრივი ხასიათი მიიღო. ფეისბუქით გავრცელებულ ვიდეოში, ცუდი ხარისხის მიუხედავად, იდენტიფიცირებადია ქუჩის განათების ოქროსფერი ბოძი, მის გვერდით მდგომი ნაგვის ურნა, შავ ბოძზე დამაგრებული აბრა და აივნიანი და ფანჯრებიანი შენობა, რომლებიც Plaza del Congreso-ის მიმდებარედ გვხვდება.

"

"
Plaza del Congreso იმავე რაკურსით, რომლითაც ვიდეოა გადაღებული. Google Maps-ის სურათი

"
ოქროსფერი ლამპიონი, აბრა და ნაგვის ურნები Plaza Del Congreso-ზე. Google Maps-ის სურათი

"
შენობა Plaza Del Congreso-ზე, რომელიც ერთ-ერთ კადრში ჩანს. Google Maps-ის სურათი

გარდა ამისა, 2017 წელს Plaza Del Congreso-ზე მომხდარი დაპირისპირების ამსახველ ვიდეოებში კონფრონტაციის კონკრეტული ეპიზოდის სხვა რაკურსით გადაღებული კადრებიც გვხვდება. მაგალითად სოციალურ ქსელში გაზიარებულ ვიდეოში 46-ე და 51-ე წამებზე ჩნდება წითელი დროშა ყვითელი, ლათინური წარწერით, რომელიც სწორედ 2017 წლის პროტესტის მონაწილეებს ეჭირათ. სხვადასხვა კადრში ჩანს, რომ დროშის ტარს დემონსტრანტები პოლიციის წინააღმდეგ იყენებდნენ.

"
კადრები ვიდეოდან, კადრში გარჩევადია დროშაზე დატანილი სიტყვის პირველი სამი PAR”

"
ფოტოები აქციიდან, წყარო Ruptly. დიდ წითელ დროშაზე იკითხება ყვითელი წარწერა “PARTIDO OBRERO” (“მშრომელთა პარტია”)

აღსანიშნავია, რომ ქართველი ფეისბუქ მომხმარებლის მიერ გავრცელებული ვიდეო შეცდომაში შემყვანი აღწერით, კორონავირუსის პანდემიის კონტექსტში Twitter-ის ესპანურენოვანმა მომხმარებლებმაც გაავრცელეს, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ ვიდეო კოსტა-რიკაში მსოფლიო სავალუტო ფონდის მიერ კოვიდ-19-ით გამოწვეულ კრიზისთან გასამკლავებლად გამოყოფილი სესხის გასაპროტესტებლად გამართულ აქციას ასახავდა.

  • ბოლო პერიოდში პანდემიასთან დაკავშირებული ფართომაშტაბიანი ძალადობრივი პროტესტი ესპანეთში არ ჩატარებულა. 

სხვა ევროპული ქვეყნების მსგავსად, პანდემიის პერიოდში დაწესებული სხვადასხვა შეზღუდვის გასაპროტესტებლად გამოსვლები ესპანეთშიც იმართებოდა, თუმცა ქართველი ფეისბუქ მომხმარებლის მტკიცებისგან განსხვავებით, გასული რამდენიმე თვის განმავლობაში ესპანეთში პანდემიასთან დაკავშირებული საპროტესტო გამოსვლები და ძალადობრივი ფორმის მქონე დემონსტრაციები არ გამართულა. აღსანიშნავია, რომ 2021 წლის აგვისტოდან ესპანეთი კორონავირუსის საწიმააღმდეგო ვაქცინების მიმართ მოსახლეობის ნდობით და ვაქცინაციის ტემპებით ევროკავშირის ქვეყნებს შორის ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა. ამჟამად, ესპანეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ესპანეთის მთელი მოსახლეობის 80% სრულად ვაქცინირებულია.

  • შეთქმულების თეორია, თითქოს კორონავირუსის პანდემიის რეალური მიზანი მსოფლიო მოსახლეობის 1 მილიარდამდე შესამცირება და მსოფლიო დიქტატურის დასამყარებაა, პანდემიის დაწყებიდან აქტიურად ვრცელდება.

კონსპირაციის თეორია, რომლის თანახმადაც, პანდემიისა და ვაქცინაციის ნამდვილი მიზანი მსოფლიო მოსახლოების 1 მილიარდამდე შემცირებაა, ადრეც ვრცელდებოდა. მსოფლიო ელიტების მიერ დაგეგმილი დეპოპულაცის შესახებ ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მიერ მომზადებული მასალები:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: არგენტინა, ესპანეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist