“ერის” ლიდერი “მითების დეტექტორის” შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებს

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

73
VIEWS

2 სექტემბერს “მსოფლიო საოჯახო კონგრესის” ქართულ გვერდზე ჰომოფობიური და ძალადობრივი პარტია “ერის” დამფუძნებელმა ლევან ვასაძემ “უძლურის დღიურის” მე-15 ნაწილი გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ “მითების დეტექტორის” ფაქტ-ჩეკერებმა ფეისბუქს “მსოფლიო საოჯახო კონგრესის” გვერდიდან მისი წერილი “ჩემი დაავადების უცნაური გარემოებები” წააშლევინეს, რისი საფუძველიც “სიძულვილის ენა” იყო. წერილი პარტია “ერის” ოფიციალურ ფეიქბუქ გვერდზე და ვებ გვერდზეც გამოქვეყნდა.

""
ლევან ვასაძის ბრალდება სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან მისი წერილი “ჩემი დაავადების უცნაური გარემოებები” წაშლილი არ არის და ფეისბუკზე ახლაც ხელმისაწვდომია. ფეისბუქის ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაციები კი, მათ შორის “მითების დეტექტორი”, პოსტების წაშლაში საერთოდ არ მონაწილეობენ, რადგან მათი ფეისბუკთან თანამშრომლობა ყალბი ინფორმაციის გამოვლენას და ამის შესახებ ფეისბუკის მომხმარებლის ინფორმირებას გულისხმობს და არა გავრცელებული შინაარსის წაშლას.

“მითების დეტექტორი” ფეისბუქთან მესამე მხარის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში ყალბი და შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გადამოწმებაზე თანამშრომლობს. “მითების დეტექტორის” მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული ყალბი ან მანიპულაციური შინაარსის გადამოწმების შედეგად პოსტებისათვის შესაბამისი შეფასების მინიჭება ხდება, რაც ფეისბუკის მომხმარებლებს ალტერნატიული ინფორმაციაზე წვდომას აძლევს. “მითების დეტექტორი” მხოლოდ ყალბ ან სხვა ტიპის მანიპულაციურ შინაარსს ავლენს და ამის შესახებ საზოგადოების ინფორმირებას ახდენს. სიძულვილის ენის და ფეისბუქის საზოგადოებრივი სტანდარტებისათვის შეუფერებელ შინაარსზე რეაგირება თავად ფეისბუქის გუნდის დისკრეციაა და ამ პროცესში ფაქტების გადამმოწმების ორგანიზაციები, მათ შორის “მითების დეტექტორი”, არ მონაწილეობენ. გარდა ამისა, ფეისბუქის მესამე მხარის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში პოლიტიკური ორგანიზაციები და პოლიტიკოსები  არ ხვდებიან. ფაქტების გადამოწმების პროგრამა ასევე არ ითვალისწინებს მოსაზრებების მართებულობის შეფასებას.

ლევან ვასაძის წერილში ნათქვამია, რომ ფაქტ-ჩეკერები ბლოკავენ “უძლურის დღიურის” გაზიარებას და მოწონებასაც, თუმცა როგორც “მსოფლიო საოჯახო კონგრესის” გვერდზე, ასევე პარტია “ერის” ფეისბუქ გვერდზე აღნიშნული დღიურის არაერთი ნაწილია გამოქვეყნებული. დღიურის მეექვსე ნაწილში თავად ვასაძე წერს, რომ “მატრიცამ ფეისბუქის სახით” დაბლოკა მისი წერილი, რადგან ერთმა “მინიონმა “დაარეპორტა”” ის. დღიურის მეშვიდე ნაწილში ვასაძე წერს, რომ “მსოფლიო საოჯახო კონგრესის” ადმინისტრატორს გვერდზე წვდომა აქვს დაბლოკილი, მერვე ნაწილში კი ამბობს, რომ გვერდი ფეისბუქმა “გააწითლა”.

თავად წერილი “ჩემი დაავადების უცნაური გარემოებები”, რომელშიც ვასაძე ხელისუფლებისადმი კრიტიკულ არხებს “ლიბერასტულ ტელევიზიად” მოიხსენიებს, 5 ივლისს ჟურნალისტებზე მომხდარ ძალადობას “ხალხის სამართლიან რისხვას” უწოდებს, ხოლო “თბილისი პრაიდის” მემორანდუმს, რომელსაც ოპოზიციური პარტიების ნაწილმა ხელი მოაწერა – “ლჭყპტ ფირმანს”, პარტია “ერის” ფეიქბუქ გვერდზე 9 აგვისტოს გამოქვეყნდა და ამ დრომდე ხელმისაწვდომია.

"


“მითების დეტექტორის” რედაქცია


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: მედია
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

წყარო

ვას
ლევან ვასაძე

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist