ენოტები კალიფორნიის ერთ-ერთ შენობაში კვლავ შეიჭრნენ

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

6
VIEWS

Snopes-ის მასალის მიხედვით

2020 წლის 1 დეკემბერს რიჩმონდის პოლიციის განყოფილებამ გაავრცელა განცხადება, რომ პოლიციელებმა რეაგირება მოახდინეს სავარაუდო ძარცვაზე, რომელზეც შეტყობინება Corporation Yard-ის თანამშრომლისგან მიიღეს. როგორც მოქალაქე აღწერდა, მან კარზე ხმაური გაიგონა, რამაც აფიქრებინა, რომ ვიღაც შიგნით შემოღწევას ცდილობდა.

პოლიციელები შენობის პერიმეტრზე განლაგდნენ და ორი მათგანი შენობაში შეჭრილი პირების დასაკავებლად გაემზადა, თუმცა აღმოაჩინეს, რომ მათ ადამიანებთან სულაც არ ჰქონდათ საქმე. როგორც რიჩმონდის პოლიცია წერს, ისინი დანაშაულზე რეაგირებისთვის მენტალურად მომზადებული იყვნენ, მაგრამ ადგილზე მათ ათამდე ენოტი დახვდათ. პოლიციელების დანახვაზე ერთის გარდა ყველა ენოტი გაიქცა. რიჩმონდის პოლიცია ფეისბუქ გვერდზე ენოტის ფოტოს აქვეყნებს:

1

ენოტები ამერიკის შეერთებულ შტატებში თავიანთი “კრიმინალური” ქცევით არიან ცნობილი. არა მარტო ეს კონკრეტული ამბავია სიმართლე, არამედ ყოფილა სხვა შემთხვევებიც, როდესაც ეს “ნიღბიანი” და ბეწვიანი არსებები შენობებში შეჭრილან. 2020 წლის ოქტომბერში, კალიფორნიაში, ქალაქ რედვუდში ცხოველთა მიმართ სასტიკი ქმედების პრევენციის საზოგადოებამ ასევე მიიღო შეტყობინება მამაკაცისგან, რომელმაც მათ უთხრა, რომ ბანკში ენოტები შეიპარნენ. შემთხვევის ადგილზე ენოტებმა ნივთები გადააყირავეს, ბანკში მათი ყოფნა ფოტოებზეც აღიბეჭდა.

1

2

 

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist