ელით თუ არა პატიმრობა FIFA-ს გულშემატკივრებს კატარში ლგბტქ+ დროშის აღმართვისთვის?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

605
VIEWS

27-28 ივნისს რუსულ ვებ-გვერდებზე (1, 2), ინდივიდუალურ ფეისბუკ-ანგარიშებზე (1, 2) და ფეისბუკ-ჯგუფში (1) ასევე ფეისბუკის ქართულენოვან ანგარიშებზე  (1, 2, 3 4,5,6,7,8, 9) გავრცელდა ინფორმაცია, რომ კატარში დაგეგმილ ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე, მათ, ვინც ლგბტქ+ დროშას აღმართავს, 7 ან 11 წლით დააპატიმრებენ. 

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, კატარის წარმომადგენელმა შემდეგი განცხადება გააკეთა: “ჩვენ აქ ვართ ისლამურ ქვეყანაში; თქვენ პატივი უნდა სცეთ ჩვენს რელიგიას, რწმენას და კულტურას“. პოსტებში არ არის აღნიშნული კატარის რომელმა წარმომადგენელმა გააკეთა ეს განცხადება, თუმცა ინფორმაციას თან ერთვის ჰასან ალ თავადის ფოტო, რომელიც კატარში დაგეგმილი ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორია.

ინფორმაცია, თითქოს კატარში დაგეგმილ მსოფლიო ჩემპიონატზე ლგბტქ+ დროშის აღმართვისთვის ადამიანებს 7 ან 11 წლით დააპატიმრებენ, სიმართლეს არ შეესაბამება. მსგავსი შინაარსის განცხადება ორგანიზატორებს არ გაუკეთებიათ და აღნიშნეს, რომ ლგბტქ+ თემის მსოფლიო ჩემპიონატზე დასწრება მისაღებია, თუმცა კატარი 2022-ის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ასევე განაცხადა, რომ ლგბტქ+ დროშის აღმართვის შემთხვევაში მათივე უსაფრთხოებისთვის შესაძლოა ეს დროშა ჩამოერთვათ.

კატარში ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი 2022 წლის 21 ნოემბრიდან 18 დეკემბრის ჩათვლით გაიმართება. ეს ღონისძიება არაბულ ქვეყანაში პირველად ტარდება. გამომდინარე იქიდან, რომ კატარში ლგბტქ+ იდენტობის გამოხატვა უკანონოა, კატარის სტადიონზე ლგბტქ+ თემის დასწრებისა და პრაიდის დროშების დაშვების შესახებ დებატები FIFA 2022-ის დაგეგმვის დაწყებიდან მიმდინარეობს. 

23 ივნისს, The Telegraph-თან ინტერვიუში კატარი 2022-ის ტურნირის აღმასრულებელმა დირექტორმა ნასერ ალ ხათერმა აღნიშნა, რომ ჩემპიონატზე ყველა გულშემატკივარი მისასალმებელია, თუმცა, მათ პატივი უნდა სცენ კატარის კულტურას. ლგბტქ+ თემის მსოფლიო ჩემპიონატზე დასწრება მისაღებია კატარის  საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტის დირექტორისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტის თავმჯდომარე, აბდულაზიზ აბდულა ალ ანსარისთვისაც, თუმცა ის ჩემპიონატზე დროშების აღმართვის წინააღმდეგია. მისი თქმით, ლგბტქ+ დროშების აღმართვისას, ადამიანები შესაძლოა თავდასხმის მსხვერპლი გახდნენ და ორგანიზატორებმა მათი დაცვა ვერ შეძლონ. ამის შესახებ მან, 2 აპრილს, საინფორმაციო სააგენტო AP-სთან ინტერვიუში განაცხადა. არც მის განცხადებაში და არც კატარი 2022 -ის გუნდის სხვა წევრების განცხადებებში, არსად არის აღნიშნული, რომ დროშების აღმართვისთვის ადამიანებს 7 ან 11 წლით პატიმრობა ელით.

„თუ მან (გულშემატკივარმა) ცისარტყელას დროშა აღმართა და მე მას ჩამოვართვი, ეს იმიტომ კი არ მოხდება, რომ ამის სურვილი მაქვს ან შეურაცხყოფის მიყენება მსურს, არამედ მისი დაცვის მიზნით… ამას თუ არ გავაკეთებ, შესაძლოა ვინმე თავს დაესხას. გარანტიას ვერავის მივცემ ყველას ქცევაზე” – განაცხადა აბდულაზიზ აბდულა ალ ანსარიმ AP-სთან ინტერვიუში.

katari 3 ელით თუ არა პატიმრობა FIFA-ს გულშემატკივრებს კატარში ლგბტქ+ დროშის აღმართვისთვის?
აბდულაზიზ აბდულა ალ ანსარი, კატარის  საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტის დირექტორი და შინაგან საქმეთა სამინისტროს ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტის თავმჯდომარე ფოტო: AP photo/Darko Bandic

რაც შეეხება, ჰასან ალ თავადის,  FIFA 2022-ის მთავარი აღმასრულებელი ოფიცრის,  განცხადებებს, რომლის ფოტოც სტატიებს ერთვის, ყველა ინტერვიუში, რომელიც ღია, სანდო წყაროებში იძებნება, ის აღნიშნავს, რომ კატარში დაგეგმილ მსოფლიო ჩემპიონატზე ყველა ადამიანის დასწრების უფლება იქნება დაცული, თუმცა მათ პატივი უნდა სცენ კატარის, როგორც კონსერვატიული ქვეყნის კულტურას. 

“ყველა ადამიანის დასწრება მისასალმებელია”,- აღნიშნა ჰასან ალ თავადიმ, 1 აპრილს, BBC-ისთან ინტერვიუში.

katari 4 ელით თუ არა პატიმრობა FIFA-ს გულშემატკივრებს კატარში ლგბტქ+ დროშის აღმართვისთვის?
ჰასან ალ თავადი, FIFA 2022-ის მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი ფოტო: Noushad Thekkayil/EPA

27 ივნისს ბრიტანული გამოცემის Telegraph-ის სტატიაში აღნიშნულია, რომ FIFA-ს  სპიკერის განცხადებით, კატარში ლგბტქ+ იდენტობის გამოხატვა უკანონოა, თუმცა, ამ თემის მხარდამჭერი სიმბოლოები დაშვებული იქნება მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობისას, როგორც სტადიონის შიდა სივრცეში, ისე მის გარეთ.

მართალია  FIFA 2022-ის სტუმრებს ეს არ ეხებათ, თუმცა კატარში ლგბტქ+ იდენტობის გამოხატვა უკანონოა და 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება. გარდა ამისა, კატარში ფუნქციონირებს შარიათის სასამართლოები, რომლის მიხედვით, ტექნიკურად შესაძლებელია ლგბტქ+ აქტივობა სიკვდილით დაისაჯოს. თუმცა, დღეის მდგომარეობით,  სიკვდილით დასჯის შემთხვევები დაფიქსირებული არ არის. 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist