ეკრძალებათ თუ არა ვაქცინირებულ ორსულებს აბორტის გაკეთება?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

66
VIEWS

1 ოქტომბერს ფეისბუქი-პროფილებმა (1,2) ვაქცინაციასთან დაკავშირებით ქართული და რუსულენოვანი პოსტები გაავრცელეს. პოსტების ქართულენოვან ნაწილში ვკითხულობთ, რომ საბერძნეთსა და პოლონეთში ვაქცინირებულ ორსულებს ნაყოფის მოშორება ეკრძალებათ, მაშინაც კი, თუ ნაყოფი არის “სრული სიმახინჯე,” რადგან მეცნიერებს ორსულ ქალებზე ექსპერიმენტის შედეგების დაკვირვება სურთ. ხოლო რუსულენოვან ნაწილში ვხვდებით მტკიცებას, რომ “მეტავერსის” ბავშვები 2050 წლისთვის ნამდვილ ბავშვებს ჩაანაცვლებენ, რაც ჭარბმოსახლეობასთან გამკლავებაში დაგვეხმარება. 

Screenshot 2 3 ეკრძალებათ თუ არა ვაქცინირებულ ორსულებს აბორტის გაკეთება?

მტკიცება, რომ საბერძნეთსა და პოლონეთში ვაქცინირებულ ორსულებს აბორტის გაკეთება ეკრძალებათ, დეზინფორმაციაა. საბერძნეთში არსებული კანონმდებლობით ორსულობის შეწყვეტა მისი მიმდინარეობის პირველ ტრიმესტრში ნებისმიერი მიზეზით ნებადართულია, ხოლო პოლონეთის კანონმდებლობით, აბორტის გაკეთება იშვიათი გამონაკლისების გარდა, ყველასთვის აკრძალულია.   

პოლონეთში არ არსებობს კანონი, რომელიც მხოლოდ ვაქცინირებულ ორსულ ქალებს ეხება. ქვეყნის ახლანდელი კანონი, რომელიც ძალაში 2021 წლის იანვარში შევიდა, აბორტს მხოლოდ ორ შემთხვევაში ცნობს დასაშვებად: თუ ორსულის ჯანმრთლობას ან სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, ან თუ ორსულობა კრიმინალური აქტის შედეგია. კანონით აბორტი იმ შემთხვევაშიც შეზღუდულია თუ ულტრაბგერითი გამოკვლევა ნაყოფის განვითარების დეფექტებს გამოავლენს

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული კანონის მიღებას ქვეყნის შიგნით საპროტესტო ტალღა მოჰყვა. 2022 წლის ივნისში პოლონეთის პარლამენტში 200 000 პოლონეთის მოქალაქის მიერ ხელმოწერილი ინიციატივა შევიდა, რომელიც აბორტის შესახებ კანონის შერბილებას გულისხმობდა, თუმცა პარლამენტმა კანონი არ მიიღო

პოლონეთისგან განსხვავებით საბერძნეთში ორსულობის პირველ ტრიმესტრში (პირველი 12 კვირა) აბორტი ყველა შემთხვევაში ნებადართულია, თუმცა განსაზღვრულია პროცედურის ჩატარების რამდენიმე წესი: ორსული ქალი მისი არჩევანის ყველა შედეგის შესახებ უნდა იყოს ინფორმირებული, პროცედურამდე მისი მენტალური და ფიზიკური ჯანმრთელობა უნდა გამოიკვლიონ და 18 წლამდე ორსულს აბორტის გაკეთება მხოლოდ კანონიერი მეურვის წერილობითი თანხმობით შეუძლია. ამასთან, არსებობს სტანდარტები კლინიკებისთვის, სადაც აღნიშნული პროცედურა უნდა განხორციელდეს. 

ორსულობის მე-12 კვირის შემდეგ აბორტი რამდენიმე შემთხვევაშია ნებადართული: თუკი ორსულობა სექსუალური ძალადობის ან ინცესტის შედეგია (აბორტი დაშვებულია მე-19 კვირამდე), თუ ნაყოფს ფიზიკული ან გონებრივი განვითარების დარღვევები აღენიშნება (აბორტი დაშვებულია 24-ე კვირამდე), ან იმ შემთხვევებში, თუ მშობლის ფიზიკურ ან მენტალურ ჯანმრთელობას ჯანმრთელობას სერიოზული და პერმანენტული დაზიანების  საფრთხე ემუქრება (აბორტი ორსულობის ნებისმიერ მონაკვეთშია დაშვებული ორსულობამდე).

ორსულობის მიმდინარეობაზე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების გავლენის შესახებ არაერთი კვლევა ჩატარდა: 

2022 წლის მარტში “მულტიდისციპლინარული ციფრული საგამომცემლო ინსტიტუტის” (MDPI) მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, პირველ ტრიმესტრში გაკეთებული აცრები უეცარი აბორტის (მუცლის მოშლა) რისკებს არ ზრდის. 

ასევე, არაერთი კვლევა ადასტურებს (1,2,3), რომ კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილი მშობლების ახალშობილებში თანდაყოლილი დაავადებების გამოვლენის რისკი ჩვეულებრივზე მაღალი არაა. 

ინფორმაცია ორსულობაზე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების გავლენის შესახებ “მითების დეტექტორმა” ადრეც იკვლია. ვრცლად იხილეთ მასალებში:

გავრცელებული პოსტების მიხედვით, მარკ ცუკერბერგის და სხვა ხაზარების მიერ შექმნილი “მეტავერსის” ბავშვები 2050 წლისთვის ნამდვილ ბავშვებს ჩაანაცვლებენ, რაც ჭარბმოსახლეობის პრობლემასთან გამკლავებაში დაგვეხმარება. 

არსებობს პროექტი სახელწოდებით “ტამაგოჩის ბავშვები”, რაზეც ხელოვნური ინტელექტის ექსპერტი კატრიონა კემპბელი Guardian-თან ინტერვიუში აღნიშნავს, რომ მომავალში ვირტუალურ რეალობაში ბავშვის ყოლამ შესაძლოა ის პირები დააინტერესოს, რომლებსაც რაიმე მიზეზით ბავშვის გაჩენა არ სურთ. ასეთი მიზეზი შეიძლება იყოს როგორც ჭარბი მოსახლეობა, ასევე ბავშვის გაჩენისა და აღზრდის გაზრდილი ხარჯები, თუმცა მტკიცება იმის შესახებ, რომ 2050 წლისთვის რეალური ბავშვები აღარ იარსებებნ და მათ “მეტავერსის” ბავშვები ჩაანაცვლებენ, ჰიპოთეტურია.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. (online pharmacy pain medicine) შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: პოლონეთი, საბერძნეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist