“ეკლესია ლიბერასტების წინააღმდეგ” პატრიარქის გაყალბებულ ციტატას აქვეყნებს

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

57
VIEWS

22 ივნისს საჯარო ჯგუფში “გასამართლდეს ნაციონალური მოძრაობა!” ფეისბუქ მომხმარებელმა Giorgi Dzidziguri გააზიარა ილია II-ს ფოტო, რომელსაც თან ერთვის პატრიარქის ციტატა: “მე ნაცბანდას დავასრულებ.” ფოტო ფეისბუქ გვერდზე “ეკლესია ლიბერასტების წინააღმდეგ” 24 თებერვალს, მოწოდებით “გააზიარე თუ გწამს” გამოქვეყნდა. ჯგუფში “გასამართლდეს ნაციონალური მოძრაობა” აღნიშნული პოსტი 29 ივნისის მონაცემებით აღარ იძებნება.

;
პატრიარქ ილია II-ის ციტატა ყალბია, ხოლო ფეისბუქ გვერდი “ეკლესია ლიბერასტების წინააღმდეგ” სატირული გვერდია, რომელიც გამოგონილ ციტატებსა და პოსტებს შესაბამისი მითითების გარეშე ავრცელებს. 

ილია II-ის მსგვასი შინაარსის ციტატა არცერთ ღია წყაროში არ იძებნება. გვერდი “ეკლესია ლიბერასტების წინააღდმდეგ” 2020 წლის 21 მარტს შეიქმნა და თავდაპირველად “ეკლესია კორონას წინააღმდეგ” ერქვა, გვერდმა სახელი 2021 წლის 9 ივნისს შეიცვალა.
;
გვერდის “ჩვენს შესახებ” განყოფილებაში მითითებულია ერთი სიტყვა “amin” და  აღნიშნულია, რომ გვერდი რელიგიურ ორგანიზაციას ეკუთვნის, გვერდის URL მისამართია “adidegmertiufali.”

;
რაც შეეხება გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტებს,  9 ივნისს, გვერდის მიერ სახელის შეცვლის შემდეგ, ნინოწმინდის პანსიონის გარშემო მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებული რამდენიმე პოსტი გამოქვეყნდა. მათგან ერთ-ერთი “ქართულ იდეასთან” დაკავშირებულ ანტილიბერალურ ფეისბუქ გვერდს Zneoba.ge-ს ეკუთვნის და მეუფე იაკობს მოუწოდებს, ნინო ლომჯარია ნინოწმინდის პანსიონში არ შეუშვას. პოსტების დანარჩენი ნაწილი მეუფე სპირიდონისთვის მხარდაჭერის გამოცხადებისკენ მოწოდებებსა და პოსტების გაზიარებას ეხება.

;;
მიუხედავად იმისა, რომ პოსტებზე თანდართული ტექსტი ზოგიერთ შემთხვევაში სატირულ შინაარსზე მიანიშნებს, პოსტების გამოხმაურებიდან გამომდინარე ჩანს, რომ მომხმარებელთა დიდი ნაწილი მათ სერიოზულად აღიქვამს და პოსტების გაზიარების გზით მეუფე სპირიდონისადმი მხარდაჭერის გამოხატვას ცდილობს.

მაისის თვეში, სოციალურ ქსელში ნამოხვანჰესის საწინააღმდეგო პროტესტის გააქტიურების პარალელურად, გვერდზე ცრუ მხარდამჭერი პოსტებიც ქვეყნდებოდა. პოსტებში ვარლამ გოლეთიანი ბერ გაბრიელსა და ღვთიურ სასწაულს იყო შედარებული.

;

ხოლო ჯერ კიდევ მაშინ, როცა გვერდს “ეკლესია კორონას წინააღმდეგ” ერქვა, გამოქვეყნებული პოსტები კორონავირუსთან დაკავშირებულ გამოგონილ ფაქტებსა და ცრუ მკურნალობის მეთოდებს ეხებოდა, მათ შორის იყო ინფორმაციები ნაკურთხი წყლით ვირუსისგან სრულად განკურნებასა და კორონას გამო ბავშვებში გამრავლების პრობლემების შესახებ.

;


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

 

დარღვევის ტიპი: გაყალბებული ციტატა
წყარო
ასევე დაგაინტერესებს

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist