ეკა ხერხეულიძის სახელით “ძალა სიმართლეშია” გაყალბებულ ციტატას აქვეყნებს

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

40
VIEWS

ადგილობრივი არჩევნების დღეს, 2 ოქტომბერს, ფეისბუქ გვერდმა “ძალა სიმართლეშია” “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ეკა ხერხეულიძის ციტატა გამოაქვეყნა. ციტატის მიხედვით, ხერხეულიძე მოუწოდებს მოსახლეობას, საარჩევნო უბანზე საკუთარი დეოდორანტებით მივიდნენ, რადგან საარჩევნო ბიულეტენები “ბელარუსიიდან ჩამოტანილი გაურკვეველი ქაღალდით დაბეჭდეს” და 41-ის გარდა ყველაფერი წაიშლება, თუმცა დეოდორანტის დასხმის შემთხვევაში ამომრჩევლის ხმა შენარჩუნდება. ფოტოზე გამოსახულია გამოცემა “ინტერპრესნიუსის” (IPN) ლოგო, რაც ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ინფორმაცია სააგენტო IPN-ს ეკუთვნის.

"

ფეისბუქ გვერდ “ძალა სიმართლეშია”-ს მიერ გამოქვეყნებული ეკა ხერხეულიძის ციტატა ყალბია. არც IPN-ში და არც სხვა ღია წყაროში ეკა ხერხეულიძის მიერ გაკეთებული მსგავსი შინაარსის განცხადება არ იძებნება. 

არც ერთ ღია წყაროშ არ იძებნება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ეკა ხერხეულიძემ ამომრჩევლებს ხმის დაცვის მიზნით ამგვარი ტაქტიკის გამოყენება ურჩია.

აღსანიშნავია ისიც, რომ ინტერნპრესნიუსი ფეისბუქისა და ინსტაგრამის გვერდებზე ციტატების შეცველი ფოტოების გამოქვეყნებისას განსხვავებულ დიზაინს იყენებს.

"
IPN-მა პირველ ოქტომბერს ეკა ხერხეულიძის ერთი განცხადება გამოაქვეყნა. ხერხეულიძის მიხედვით, პირველი ოქტომბრის ღამეს დაკავებული ექსპრეზიდენტი სააკაშვილი საქართველოში 4 დღის განმავლობაში იმყოფებოდა.

"

“ძალა სიმართლეშია”-ს შესახებ

ფეისბუქ გვერდი “ძალა სიმართლეშია” 2018 წლის 14 აგვისტოს არის შექმნილი. გევრდი ძირითადად ოპოზიციის და საარჩევნო სადამკვირვებლო ორგანიზაცია ISFED-ის წინააღმდეგ მადისკრედიტირებელ პოსტებს აქვეყნებს. გვერდს 2020 წლის სექტემბერში დასპონსორებული აქვს პოსტი, რომელიც ყოფილი მმართველი პარტიის ენმ-ის  და მისი ცალკეული წევრების დისკრედიტაციას ემსახურება.

""


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: გაყალბებული ციტატა
წყარო

წყარო

პროფილი
ძალა სიმართლეშია

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist