“ძალა სიმართლეშია” და NewsWall.ge Edison Research-ის სახელით ყალბ კვლევას ავრცელებენ

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

13
VIEWS

2 ოქტომბერს ფეისბუქ-გვერდებმა ძალა სიმართლეშია და NewsWall.ge გამოაქვეყნეს ფოტო, რომელზეც კვლევითი ორგანიზაცია Edison Research-ის ლოგოა განთავსებული და წერია, რომ ორგანიზაციის 16:00 საათზე გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ქართულ ოცნებას 46%, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას 27%, საქართველოსთვის კი – 7%. ამასთანავე NewsWall.ge წერს, რომ კვლევა Edison Research-ს ტელეკომპანია ფორმულამ დაუკვეთა.

Edison Research-ის სახელით გავრცელებული კვლევა ყალბია, ორგანიზაციას ასეთი კვლევა არ გამოუქვეყნებია. გარდა ამისა, კანონმდებლობით არჩევნების დღეს საზოგადოებრივი აზრის კვლევის გაშუქება კენჭისყრის პროცედურების დასრულებამდე იკრძალება.

""
Edison Research-ს 2 ოქტომბრის 16:00 საათზე ახალი კვლევა არ გამოუქვეყნებია, მართალია ტელეკომპანია ფორმულამ ორგანიზაციას ეგზიტპოლები ნამდვილად დაუკვეთა, თუმცა შედეგები საარჩევნო პროცესის დასრულების შემდეგ, 20:00 საათზე გახდება ცნობილი.

27 სექტემბერს ტელეკომპანია ფორმულამ Edison Research-ის მიერ არჩევნებამდე ჩატარებული კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომელშიც მოცემულია გამოკითხული მოქალაქეების პასუხი კითხვაზე, თუ ვის მისცემდნენ ხმას, არჩვნები დღეს რომ ტარდებოდეს. თუმცა ამ კვლევის შედეგები გამოქვეყნებული პოსტებისგან განსხვავებულია, კვლევის მიხედვით, ქართულ ოცნებას 36% აქვს, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას 27%, პარტია საქართველოსთვის კი 11%.

"

საქართველოს საარჩევნო კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 პუნქტი კენჭისყრამდე 48 საათის განმავლობაში და კენჭისყრის დღის 20 საათამდე არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების გაშუქება იკრძალება.

“5. აკრძალულია კენჭისყრამდე 48 საათის განმავლობაში და კენჭისყრის დღის 20 საათამდე არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება, გარდა არჩევნების შესაძლო მონაწილეთა და კენჭისყრის დღეს არჩევნების მონაწილეთა რაოდენობისა. არჩევნების დანიშვნის დღიდან ცესკოს მიერ არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებამდე და ამ დღიდან 1 თვის განმავლობაში არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნებისას უნდა მიეთითოს გამოკითხვის დამკვეთი (სახელწოდება საჯარო ან საარჩევნო რეგისტრაციის მიხედვით და იურიდიული მისამართი, თუ დამკვეთი იურიდიული პირი ან სახელმწიფო ორგანოა; გვარი, სახელი და მისამართი მოქალაქის პირადობის მოწმობის მიხედვით, თუ დამკვეთი ფიზიკური პირია), გამოკითხვა ფასიანია თუ უფასო, ორგანიზაცია, რომელმაც ჩაატარა გამოკითხვა (სახელწოდება საჯარო ან საარჩევნო რეგისტრაციის მიხედვით და იურიდიული მისამართი), გამოკითხვის თარიღი, გამოკითხვის მეთოდი, გამოკითხვაში გამოყენებული კითხვების ზუსტი ფორმულირება, შესაძლო ცდომილების ფარგლები”.

გაყალბებული მონაცემების გარდა, NewsWall.ge ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს ტელეკომპანია ფორმულამ არჩევნების დღეს საზოგადოებრივი აზრის კვლევის გავრცელებით კანონმდებლობა დაარღვია.

წყაროების შესახებ

NewsWall.ge – ფეისბუქის პერსონალური ანგარიშია, რომელსაც 54 ათასი გამომწერი ყავს და 2017 წლის შემდეგ მხოლოდ ორი პოსტი აქვს გამოქვეყნებული. 2017 წლის ჩათვლით, ანგარიში აქტიურად აზიარებდა სტატიებს newswall.ge-ის დომეინიდან თუმცა აღნიშნული ვებ-გვერდი ამჟამად ხელმისაწვდომი არ არის.

ძალა სიმართლეშია 2018 წლის 14 აგვისტოს არის შექმნილი. გვერდი ძირითადად ოპოზიციის და საარჩევნო სადამკვირვებლო ორგანიზაცია ISFED-ის წინააღმდეგ მადისკრედიტირებელ პოსტებს აქვეყნებს. გვერდს 2020 წლის სექტემბერში დასპონსორებული აქვს პოსტი, რომელიც ყოფილი მმართველი პარტიის ენმ-ის  და მისი ცალკეული წევრების დისკრედიტაციას ემსახურება.

ფეისბუქ-გვერდმა ძალა სიმართლეშია არჩევნების დღეს, 2 ოქტომბერს ეკა ხერხეულიძის სახელით გაყალბებული ციტატა გაავრცელა:
ეკა ხერხეულიძის სახელით  “ძალა სიმართლეშია” გაყალბებულ ციტატას აქვეყნებს


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

წყარო

ძალა სიმართლეშია
ძალა სიმართლეშია
ასევე დაგაინტერესებს

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist