დუისის ხიდის 2 ისტორია

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

50
VIEWS

22 ივნისს “მთავარის” 9 საათიან საინფორმაციო გამოშვებაში გავიდა სიუჟეტი, სახელწოდებით “ხიდი წყალში”. სიუჟეტი პანკისის ხეობის ორი სოფლის, დუისისა და ქვემო ხალაწანის დამაკავშირებელ საფეხმავლო ხიდს ეხება. ვიდეოკადრებში ჩანს, რომ ხიდზე ასასვლელი კიბე მდინარეშია მოყოლილი, ხეობის მცხოვრებლები კი იმაზე საუბრობენ, რომ მათთვის ხიდზე ასვლა და მეორე სოფელში მოხვედრა საფრთხესთან არის დაკავშირებული. სიუჟეტს სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა, მდინარეში არსებული კიბის ფოტოს ფეისბუქში სხვადასხვა მომხმარებელი აზიარებდა.

“მთავარზე” გასული სიუჟეტს 23 ივნისს “იმედინიუსი” გამოეხმაურა. 23 ივნისს იმედინიუსის საიტზე გამოქვეყნდა ინფორმაცია,  სათაურით “ახმეტის მერიის ინფორმაციით, ნაცმოძრაობა სტიქიისგან დაზიანებული ხიდის ძველ ფოტოებს ავრცელებს და ახლად ასაღებს”. მასალაში ნათქვამია, რომ “ქრონიკამ” ხიდთან დაკავშირებული მდგომარეობა ადგილზე გადაამოწმა და აღმოჩნდა, რომ “ფოტოები დაახლოებით ერთი თვის წინ არის გადაღებული და დღეს ადგილზე არსებული ვითარება რადიკალურად განსხვავებულია.”

"

"

ხიდის ისტორია

ინფორმაცია და ფოტოები ადიდებული ალაზნის მიერ ხიდის დაზიანების შესახებ პირველად ადგილობრივმა სამოქალაქო აქტივისტმა რამზან გორგიშვილმა პირად ფეისბუქზე გამოაქვეყნა. 8 ივნისის პოსტში მან აღნიშნა, რომ ხიდამდე მისასვლელი გზა ადიდებულმა ალაზანმა 11 მაისს წაიღო. გორგიშვილის პოსტიდან რამდენიმე დღეში, 12 ივნისს ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიამ ოფიციალურ გვერდზე ფოტოები გამოაქვეყნა. პოსტში ნათქვამი იყო, რომ მაისში ალაზანმა კალაპოტი შეიცვალა და მერიამ ხიდთან მისასვლელი გზის მოწყობის სამუშაოები დაიწყო.

""

“მთავარის” ვერსია

ადგილობრივების თქმით, “მთავარის” გადამღები ჯგუფი ხიდთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ სიუჟეტის მოსამზადებლად პანკისის ხეობაში 12 ივნისს ჩავიდა. სიუჟეტი კი არხის ეთერში 22 ივნისს გავიდა, თუმცა სიუჟეტში არ იყო აღნიშნული ის გარემობა, რომ ახმეტის მერიამ გზის აღდგენითი სამუშაოები 12 ივნისს დაიწყო და  22 ივნისისთვის ხიდადმე მისასვლელი გზა უკვე გასწორებული იყო.

“მითების დეტექტორი” წყლის დონეს სატელიტურ გამოსახულებებზე დააკვირდა. მათზე მკაფიოდ ჩანს, რომ მაისის შუა პერიოდში ალაზანი ადიდეული, ხოლო სიუჟეტის გასვლის დღეს, 22 ივნისისთვის, წყლის დონე მაისთან შედარებით დაწეული იყო.

ქვემოთ მოცემულ ვიდეოში მარცხენა მხარეს ხიდისა და მდინარის 16 მაისის, ხოლო მარჯვენა მხარეს 20 ივნისის გამოსახულებებია მოცემული. სწორი ხაზით კი მონიშნულია ხიდი, ხაზი კი სოფელ ქვემო ხალაწანის მხრიდან ხიდის კიბეებთან ჩერდება. 16 მაისის გამოსახულებაში კარგად ჩანს, რომ წყლის დონე აწეულია და სცდება ხიდის კიბეს, ხოლო 20 ივნისს წყლის დონე დაწეულია. ახმეტის მერიის განცხადებით, 20 ივნისისთვის ხიდამდე მისასვლელი გზაც უკვე მოწესრიგებული იყო.


Imedinews-ის ვერსია

ცალმხრივი იყო იმედინიუსის გაშუქებაც, რომლის მთავარი მიზანიც “მთავარის” პასუხი და არა რეალური პრობლემის საზოგადოებამდე მიტანა იყო. მიუხედავად იმისა, რომ “მთავარში” 10 დღის კადრები აჩვენეს, სხვა სატელიტური გამოსახულებებიდან კიდევ უფრო მკაფიოდ ჩანს, რომ ხიდი ალაზნის კალაპოტს სრულად არ ფარავს და სოფელ ქვემო ხალაწანის მხრიდან სწორედ კალაპოტში სრულდება. ამ პრობლემის შესახებ ინფორმაცია “იმედინიუსს” არ გაუშუქებია. ადგილობრივი მცხოვრებლები ამბობენ, რომ მდინარე ალაზანი სეზონურად დიდდება და წლევანდელი ადიდება პირველი შემთხვევა არ ყოფილა, შესაბამისად ორი სოფლის დამაკავშირებელი ხიდის არასაკმარისი სიგრძე პანკისელებისთვის კვლავ პრობლემურია.

ხიდი და ალაზნის კალაპოტი

"

 

თემატიკა: მედია
დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist