დონალდ ტრამპის მიერ ტვიტერზე გაზიარებული ანტი-მუსლიმური ვიდეო ყალბია

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

345
108
VIEWS

2017 წლის 29 ნოემბერს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საკუთარ ტვიტერზე ულტრა-ნაციონალისტური პოლიტიკური ორგანიზაციის Britain’s First ლიდერის ჯაიდა ფრანსენის 3 ანტი-მუსლიმური ვიდეო გააზიარა. სამივე ვიდეო Twitter-მა “სენსიტიურ მასალად” მონიშნა. ტრამპის ანტი-მუსლიმური ტვიტის შესახებ ინფორმაცია 2017 წლის 29 ნოემბერს ქართულმა ონლაინ გამოცემამ ალტ-ინფომ, სათაურით “ტრამპმა ტვიტერზე გააზიარა ბრიტანელი ანტი-ისლამისტი აქტივისტის პოსტები, სადაც მუსლიმების მიერ ჩადენილი სისასტიკეებია ასახული” გამოაქვეყნა, რაც სხვა ქართულმა ულტრა-ნაციონალისტურმა ფეისბუკ გვერდებმაც გააზიარეს.

ვიდეო “მუსლიმი მიგრანტი ყავარჯნიან ჰოლანდიელ ბიჭს ურტყამს” ყალბია და სინამდვილეში არა მუსლიმ მიგრანტს, არამედ ნიდერლანდების მოქალაქის დანაშაულს ასახავს, მეორე ვიდეო სათაურით “ისლამისტების ბრბომ თინეიჯერი ბიჭი სახურავიდან გადააგდო” 2014 წელს ეგვიპტეში არის გადაღებული. სასამართლომ დანაშაულში მონაწილე პირების მიმართ სიკვდილით დასჯის გადაწყვეტილება მიიღო.

ვიდეო N1

ტრამპის ანტი-მუსლიმურ ტვიტს აშშ-ში ნიდერლანდების საელჩო გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ვიდეოში გამოსახული პირი ნიდერლანდებში დაბადებული და გაზრდილი პირია, რომელმაც პასუხი ნიდერლანდების კანონის შესაბამისად აგო.
"
Snopes-ის ინფორმაციით, პირველად აღნიშნული ვიდეო 2017 წლის მაისში პოპულარული ჰოლანდიურ ვიდეოების პორტალზე Dumpert.nl-ზე გამოქვეყნდა, თუმცა პირის ეთნიკური თუ რელიგიური იდენტობა მითითებული არ ყოფილა. მოგვიანებით ვიდეო Liveleak-ზე შემდეგი სათაურით გამოქვეყნდა – “მიგრანტი ყავარჯნიან ჰოლანდიელ ბიჭს ურტყამს”. ნიდერლანდების პოლიციამ ვიდეოში მონაწილე პირი დააკავა და ის ნიდერლანდების 16 წლის მოქალაქეა.

ვიდეო N2

მეორე ვიდეო სათაურით “ისლამისტების ბრბომ თინეიჯერი ბიჭი სახურავიდან გადააგდო” 2014 წელს ეგვიპტეში არის გადაღებული. ეგვიპტური გამოცემის Egyptian Street-ს მიხედვით, ალექსანდრიის სასამართლომ ვიდეოში მონაწილე ორი პირების სიკდვილით დასჯის გადაწყვეტილება მიიღო, ხოლო ინციდენტის დროს დაკავებული 61 პირი პატიმრობაში დატოვა.

მიგრანტების საკითხით მანიპულირება

ქართულ ტაბლოიდურ და რუსულ სატელევიზიო მედიებში ევროპაში მიგრაციის კრიზისის საკითხები საქართველოში ანტიდასავლური პროპაგანდის ტირაჟირების მიზნით გამოიყენება, რომელიც ძირითადად აზიისა და აფრიკის ქვეყნებიდან საქართველოში შემოსულ მოქალაქეების მიმართ ვრცელდება. მიგრანტების, როგორც საფრთხის ილუსტრირების მიზნით ქართული ულტრა-ნაციონალისტური ფეისბუკ გვერდები ხშირად მიგრანტების შესახებ ყალბ ვიდეოებს აზიარებენ. მაგალითად, 2017 წლის 9 ივნისს ფეისბუკ გვერდმა “ანტილიბერალური არხი” გერმანიის მიგრანტების შესახებ 13 ვიდეოსგან შემდგარი კოლაჟი გამოაქვეყნა, რომელთანაც 9 ყალბი იყო.

დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist