დისნეილენდის ხაშურის მუნიციპალიტეტში აშენებაზე სატირული პოსტი ვრცელდება 

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

156
VIEWS

8 სექტემბერს ფეისბუქ გვერდმა “ხაშურის მუნიციპალიტეტი” გამოაქვეყნა პოსტი, რომლის მიხედვითაც, ხაშურში, აგურის ქარხნის დასახლებაში, “დისნეილენდი” აშენდება, პროექტისთვის კი 5 მილიონი ევროს ინვესტიციაა გამოყოფილი. პოსტზე გამოხმაურებით ჩანს, რომ ფეისბუქ-მომხმარებლების ნაწილს გავრცელებული ცნობის ნამდვილობის სჯერა.

9 სექტემბერს იგივე ინფორმაცია ფეისბუქ გვერდმა “ბედნიერება” გაავრცელა.

დისნეილენდი

ხაშურში “დისნეი ლენდის” აშენების შესახებ გავრცელებული პოსტი სიმართლეს არ შეესაბამება. გვერდი, რომელიც აღნიშნულ პოსტს ავრცელებს, სატირულია და გამოგონილ ინფორმაციას ხშირად პოსტავს.

ფეისბუქ გვერდი “ხაშურის მუნიციპალიტეტი • Khashuri Municipality” 2011 წელს, სახელით “ხაშური khashuri Xashuri Хашури” არის შექმნილი. ამ პერიოდში მან რამდენჯერმე შეიცვალა დასახელება და ყველა მათგანი ხაშურს უკავშირდებოდა. გვერდზე ქალაქთან  დაკავშირებული, ძირითადად, გამოგონილი და სატირული შინაარსის ინფორმაცია ვრცელდება. 

დისნეილენდი

აღნიშნული ფეისბუქ-გვერდი “მითების დეტექტორის” 2021 წლის კვლევებში მოხვდა. კვლევების თანახმად, ის პოლიტიკური პარტია “გირჩი – მეტი თავისუფლების” მხარდამჭერი იყო. გვერდი ფეისბუქზე როგორც მედია, ისეა დარეგისტრირებული. მის შესახებ არსებულ ინფორმაციაში კი არარსებული საიტის Khashuri News-ის ვებ-გვერდი აქვს მითითებული და გიორგი ჩუბინიძის სახელით შექმნილი მეილის მისამართი. 

დისნეილენდი

ამჟამად, “ხაშურის მუნიციპალიტეტი” სატირული შინაარსის პოსტებს ავრცელებს. მაგალითად, პოსტებში წერს, რომ ხაშურში ამერიკული კომპანია Starbucks-ის ფილიალი გაიხსნება ან მადამ ტიუსოსო მუზეუმი აშენდება. ასევე მან გაავრცელა სატირული პოსტები, თითქოს ხაშური ბედნიერების მსოფლიო ინდექსით მესამე ადგილზეა და ხაშურის მოსახლეობას სამგზავრო ვერტმფრენები მოემსახურება

დისნეილენდი დისნეილენდი

ხაშურში “დისნეილენდის” ან მსგავსი ტიპის გასართობი სივრცის აშენების შესახებ ინფორმაცია მედიაში არ გამოქვეყნებულა და მის შესახებ არც ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიას გაუვრცელებია ინფორმაცია. 

სატირული შინაარსის პოსტები სოციალურ ქსელში ხშირად ვრცელდება და მცდარი ინფორმაციის წყაროც ხდება. თუ პოსტებს არ აქვს მითითება, რომ ის სატირაა, ზოგჯერ მათ სოციალური ქსელის მომხმარებლები შეცდომაში შეჰყავთ. “მითების დეტექტორმა” სატირული პოსტები, რომლებსაც სხვადასხვა აქტორები რეალურ ინფორმაციად ავრცელებდნენ, წარსულშიც არაერთხელ გადაამოწმა.

არქივის ბმული


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: სხვა
დარღვევის ტიპი: სატირა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist