დეზინფორმაციის და კოორდინირებული არაავთენტური ქმედების წინასაარჩევნო მონიტორინგი

კითხვის დრო: 8 წუთი

კითხვის დრო: 8 წუთი

33
VIEWS

2021 წლის 2 ოქტომბერს საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა, 30 ოქტომბერს კი მერის ასარჩევად მეორე ტური 5 თვითმმართველ ქალაქსა და 15 მუნიციპალიტეტში ჩატარდა. “მითების დეტექტორმა” წინასაარჩევნო პერიოდში 31 ივლისიდან 3 ნოემბრის ჩათვლით არჩევნებთან დაკავშირებით შემდეგი სახის დარღვევები გამოავლინა:

  1. დეზინფორმაცია და სხვა მანიპულაციური შინაარსი
  2. დეზინფორმაცია და ყალბი ანგარიშების საარჩევნო სადამკვირვებლო ორგანიზაციებად პოზიციონირება
  3. რეგიონული მედიის სახელით მოქმედი და პარტიების მხარდამჭერი ფეისბუკ ანგარიშები
  4. ინდივიდუალური ყალბი ანგარიშები ოპოზიციის წინააღმდეგ
  5. დეზინფორმაციის კოორდინირებული გავრცელება

მთავარი მიგნებები

მონიტორინის პერიოდში (31 ივლისი – 3 ნოემბერი) შემდეგი ტენდენცია გამოვლინდა:

  • დეზინფორმაციის და მანიპულაციური შინაარსის 53 შემთხვევა, საიდანაც ყველაზე დიდი წილი (31) მეორე ტურზე მოდის;
  • დეზინფორმაციების და მანიპულაციის ყველაზე დიდი წილი პარტიებიდან ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ (33) იყო მიმართული, საიდაც უმეტესი ნაწილი მესამე პრეზიდენტის საქართველოში ჩამოსვლას და დაპატიმრებას უკავშირდებოდა.
  • მმართველი პარტია “ქართული ოცნების” წინააღმდეგ  4 დეზინფორმაცია და მანიპულაციური შინაარსი, მის სასარგებლოდ კი გაყალბებული კვლევის 3 შემთხვევა გამოვლინდა. გავრცელებული დეზინფორმაცია მეტწილად “ქართული ოცნების” ლიდერების მიერ ქვეყნის დატოვებას შეეხებოდა.
  • სხვა ოპოზიციური პარტიების (“საქართველოსთვის”, მესამე ძალა, ლელო, სხვა) გარდა, სადამკვირვებლო ორგანიზაციის წინააღმდეგ გავრცელებული 3 დეზინფორმაცია გამოვლინდა.
  • დეზინფორმაციის შემდეგ (17) ყველაზე დიდი წილი გაყალბებულ ციტატებზე (15) მოდის, რა დროსაც აუდიტორიის შეცდომაში შეყვანის მიზნით პოლიტიკოსების ციტატები ცალკეული მედიების გაყალბებული ვიზუალით ვრცელდებოდა.
  • წინა მმართველ პარტიასთან ოპოზიციის დაკავშირების მცდელობები პარტია “ლელოს” და ოზურგეთის დამოუკიდებელი კანდიდატის შემთხვევაში გამოვლინდა.
  • ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ გამოვლინდა შემთხვევა, როცა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სადამკვირვებლო ორგანიზაციის წინააღმდეგ ბრალდება ყალბი ფეისბუკ ანგარიშის მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციაზე დაყრდნობით გააკეთა.
  • “მითების დეტექტორმა” გავრცელებული ბრალდების გადამოწმებისას გამოავლინა, რომ “სამოქალაქო საარჩევნო კომისიის” ოფიციალური ფეისბუკ გვერდის პარალელურად იდენტური სახელწოდების 3 ყალბი გვერდი ფუნქციონირებდა.
  • მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ გავრცელებული დეზინფორმაციის შესწავლისას “მითების დეტექტორმა” გამოავლინა 10 ყალბი პროფილი, რომელთაგან ერთი ნაციონალური მოძრაობის ყალბი მხარდაჭერის გვერდის ადმინისტრატორი იყო.
  • გამოვლინდა სააკაშვილის წინააღმდეგ დეზინფორმაციის კოორდინირებულად გავრცელების რამდენიმე შემთხვევა, რომელთა ნაწილი ომის შიშებს და თურქეთის “საფრთხედ” წარმოჩენას ისახავდა მიზნად.

მეთოდოლოგია

მონიტორინგის სუბიექტების შერჩევა  Facebook-ის ანალიტიკური ხელსაწყოს CrowdTangle-ის მეშვეობით ხდებოდა, სადაც დაკვირვების სუბიექტი 300-მდე ფეისბუკ გვერდი და ჯგუფი იყო. “მითების დეტექტორს” ფეისბუქთან ფაქტების გადამოწმების მესამე მხარის პროგრამის ფარგლებში ასევე წვდომა ჰქონდა ვირუსულად გავრცელებულ და საქართველოდან დარეპორტებული პოსტებზე. ფაქტების გადამოწმება, ისევე როგორც არაავთენტური ანგარიშების და კოორდინირებული არაავთენტური ქმედებების იდენტიფიცირება “მითების დეტექტორის” მეთოდოლოგიას ეფუძნება, რომელიც ღია წყაროების ინსტრუმენტებით (OSINT) კვლევების საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობითაა შემუშავებული. კვლევის და ფაქტების გადამოწმების პროცესში “მითების დეტექტორი IFCN-ის სარედაქციო ქცევის კოდექსით დადგენილი სტანდარტებით ხელმძღვანელობს.

  1. დეზინფორმაცია და სხვა მანიპულაციური შინაარსი

მონიტორინის პერიოდში (31 ივლისი – 3 ნოემბერი) “მითების დეტექტორმა”

დეზინფორმაციის და მანიპულაციური შინაარსის 53 შემთხვევა გამოავლინა, აქედან 22 პირველ ტურამდე და უშუალოდ 2 ოქტომბერს, ხოლო 3 ოქტომბრიდან 3 ნოემბრის ჩათვლით – 31.

დეზინფორმაციის სამიზნეს საარჩევნო სუბიექტები და პოლიტიკური ლიდერები, სადამკვირვებლო და კვლევითი ორგანიზაციები წარმოადგენენ. მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი დეზინფორმაციის უმეტესობა პარტია “ნაციონალური მოძრაობის” წინააღმდეგ იყო მიმართული, მათგან ყველაზე დიდი წილი პარტიის ლიდერსი სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლას და დაპტიმრებას შეეხებოდა:

  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წინააღმდეგ – 32
  • “ქართული ოცნების” წინააღმდეგ – 4
  • სადამკვირვებლო ორგანიზაციების წინააღმდეგ – 3
  • “ქართული ოცნების” სასარგებლოდ გაყალბებული კვლევა – 3
  • “საქართველოსთვის” წინააღმდეგ – 2
  • “მესამე ძალის” წინააღმდეგ – 2
  • პარტია “საქართველოსთვის” სასარგებლოდ გაყალბებული კვლევა – 1
  • ნაციონალური მოძრაობის სასარგებლოდ – 1
  • “ლელოს” წინააღმდეგ – 1
  • ოპოზიციის ჩრდილოვანი კაბინეტის წინააღმდეგ – 1
  • ოზურგეთის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის, კონსტანტინე შარაშენიძის წინააღმდეგ – 1
  • ცენტრალური საარჩევნო კომისიის საახელით გაყალბებული ციტატა – 1
  • კვლევითი კომპანია ANOVA-ს და მთავარი არხის წინააღმდეგ – 1

საარჩევნო მონიტორინგი დროს გამოიკვეთა დარღვევის რამდენიმე ტიპი, მათ შორის ყველაზე ხშირი იყო დეზინფორმაციის და ყალბი ციტატების გავრცელება:

  • დეზინფორმაცია – 17
  • ყალბი ციტატა – 15
  • მანიპულაციური და შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია – 9
  • ფოტო და ვიდეო მანიპულაცია – 8
  • ყალბი კვლევა – 4
  • სატირა – 2

1.1. დეზინფორმაცია 

ენმ. გავრცელებული დეზინფორმაციიდან ყველაზე მეტი მიმართული იყო ენმ-ის და მისი ლიდერის პრეზიდენტ სააკაშვილის წინააღმდეგ. ამ უკანასკნელის შემთხევაში მასალების უმეტესობა მის საქართველოჩი ჩამოსვლას, დაპატიმრებას და ნაწილობრივ პირად ცხოვრებას ეხებოდა. ამასთანავე დეზინფორმაციის დიდი წილი შიდაპარტიულ განხეთქილებაზე და ნიკა მელიას მიერ პარტიის დატოვებაზე კეთდებოდა:

  1.  ვინ ავრცელებს დეზინფორმაციას, თითქოს  სააკაშვილი საქართველოში ნატოს გემით და თურქეთის პატრონაჟით შემოვიდა?
  2.  ვინ ავრცელებს დეზინფორმაციას, თითქოს სააკაშვილი თურქეთის საკონსულოსთან დააკავეს?
  3.  დეზინფორმაცია, თითქოს ბორის ჯონსონმა სააკაშვილი კგბ-ს დავალებით მოქმედებაში დაადანაშაულა
  4.  Tabidze Tato “მთავარი არხის” სახელით მელიას მიერ პარტიის დატოვებაზე დეზინფორმაციას ავრცელებს
  5.  Tato იგივე Puplic.Enemien ტვ პირველის სახელით და ენმ-ის წინააღმდეგ ყალბ პოსტს აქვეყნებს
  6.  Samegrelo Times და ტროლები კობა ნაყოფიას უკრაინაში დასქმებაზე ყალბ ინფორმაციას ავრცელებენ

ქართული ოცნება. მმართველი პარტიის შემთხვევაში ორივე დეზინფორმაცია პარტიის ლიდერების მიერ ქვეყნის დატოვებას ეხებოდა:

  1.  ვინ “დაუჯავშნა” Аэрофлот-ის ბილეთები ღარიბაშვილსა და კობახიძეს?
  2.  საით გაფრინდა ივანიშვილის ვერტმფრენი?

საქართველოსთვის. პარტიის წინააღმდეგ დეზინფორმაცია ორივე შემთხვევაში მის ლიდერს, გიორგი გახარიას უკავშირდებოდა. ერთ შემთვხვევაში დეზინფორმაცია ყალბ საარჩევნო დაპირებებს, მეორე შემთხვევაში კი ნარკოდამოკიდებულებაზე მის წინააღმდეგ ბრალდებებს და ამ კონტექსტში პრეზიდენტ ზურაბიშვილს უკავშირდებოდა:

  1.  გახარიას სახელით ყალბი საარჩევნო დაპირებები ვრცელდება
  2.  გახარიას და ზურაბიშვილის წინააღმდეგ ტვ “იმედის” სახელით გაყალბებული პოსტი ვრცელდება

აღსანიშნავია, რომ მეორე შემთხვევაში ყალბი ინფორმაცია სახელისუფლებო ტელეკომპანი “იმედის” სახელით იყო გაყალბებული. მედიის სახელით ცნობების გაყალბება კი ყველაზე ხშირად გაყალბებული ციტატების შემთხვევაში იჩენდა თავს, რაზეც ვრცლად მაგალითები შემდეგ ნაწილშია განხილული.

ANOVA-ს და მთავარი არხის წინააღმდეგ. მას შემდეგ, რაც “მთავარმა არხმა” Ipsos-თან ეგზიტპოლების ჩატარებაზე შეთანხმება გაწყვიტა და გამოაცხადა, რომ არჩევნების მეორე ტურზე ეგზიტპოლებს კვლევითი კომპანია ANOVA ჩაატარებდა, გავრცელებული დეზინფორმაცია ANOVA-ს გამოუცდელობაზე და შესაბამისად არასანდოობაზე იყო გათვლილი:

  1. როდის დაფუძნდა რეალურად ANOVA?

1.2. გაყალბებული ციტატა

საარჩევნო მონიტორინგისას გამოვლინდა 14 შემთხვევა, როდესაც პოლიტიკოსების და მათი ოჯახის წევრების სახელით ყალბი ციტატები გავრცელდა.

ენმ. ყველაზე მეტი ციტატა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის და მისი მხარდამჭერების სახელით (10) გავრცელდა. ყველაზე ხშირად კი გაყალბება მიხეილ სააკაშვილის სახელით ხდებოდა. ამ შემთხვევაშიც გაყალბებული ციტატები ენმ-ის შიგნით პარტიულ განხეთქილებაზე იყო ფოკუსირებული:

  1.  ვლადიმერ პუტინი თუ ზვიად გამსახურდია – ვისთან აიდენტიფიცირებს თავს სააკაშვილი?
  2.  სააკაშვილის ცრუ მხარდამჭერ ჯგუფში მისი და რულოვსის გაყალბებული ციტატები ვრცელდება
  3.  ტროლები “მთავარი არხის” სახელით მიხეილ სააკაშვილის ყალბ ციტატებს ავრცელებენ
  4.  ეკა ხერხეულიძის სახელით  “ძალა სიმართლეშია” გაყალბებულ ციტატას აქვეყნებს
  5.  ტვ “პირველის” სახელით ნიკა მელიას გაყალბებული ციტატა ვრცელდება
  6.  “რეზიდენტი” საზოგადოებრივი მაუწყებლის სახელით ლევან ვარშალომიძის ციტატას აყალბებს
  7.  ედუარდ სააკაშვილის სახელით მის პოლიტიკაში მოსვლაზე გაყალბებული ციტატა ვრცელდება
  8.  თაკო ჩარკვიანის სახელით და საზოგადოებრივი მაუწყებლის ლოგოთი ყალბი ციტატა ვრცელდება
  9.  გუბაზ სანიკიძის სახელით და “პალიტრა ვიდეოს” ლოგოთი ყალბი ციტატა ვრცელდება

მესამე ძალა. მესამე ძალის ლიდერერების – გიორგი და გრიგოლ ვაშაძეების წინააღმდეგ ციტატის გაყალბების ორი შემთხვევა მოწყვლადი ჯგუფს -ლგბტქ თემს შეეხებოდა, რაც წინაასაარჩევნოდ აღნიშნული პოლიტიკოსების არაპოპულარულ თემებთან დაკავშირების მცდელობა იყო:

  1.  გაყალბებულ ციტატას გიორგი ვაშაძის სახელით “პოლიტიკური სატირა” ავრცელებს
  2.  ვინ ავრცელებს გრიგოლ და გიორგი ვაშაძეების ყალბ ციტატას?

გაყალბებული ციტატა ცენტრალური საარჩევნო კომისიის სახელით. 26 სექტემბერს ცესკოს სახელით ყალბი გვერდი შეიქმნა, რომელმაც ენმ-სთან დაკავშირებული პირის, ზვიად კუპრავას შესახებ 1 დეზინფორმაციული პოსტი გამოაქვეყნა:

  1. ყალბი ცესკო ზვიად კუპრავას სახელით დეზინფორმაციას ავრცელებს

გაყალბებული ციტატა მედიის სახელით. გამოიკვეთა ტენდენცია, როდესაც ციტატების გაყალბება ტრადიციული მედია საშუალებების სახელით ხდებოდა. აღსანიშნავია, რომ 8 შემთხვევაში ციტატები სხვადასხვა მედიის, უმეტესწილად კი მთავრობისადმი კრიტიკულად განწყობილი მედიის ლოგოთი და ვიზუალით ხდებოდა. მედიის სახელით გაყალბებული ციტატების გავრცელების მიზანი გზავნილებისთვის მეტი დამაჯერებლობის მოპოვება და მკითხველთა შეცდომაში შეყვანა იყო. ეს ტენდენცია კიდევ უფრო მკაფიო მეორე ტურის დროს გახდა, როდესაც დაპატიმრებული სააკაშვილის ციტატების გაყალბება მეტწილად ოპოზიციასთან აფელირებული მედიების სახელით ხდებოდა.

1.3. მანიპულაციური და შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია

ენმ. კონტექსტის გარეშე, მანიპულაციური და შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელების სამიზნე უმეტეს შემთხვევაში ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და მისი ლიდერები იყვნენ:

  1.  უკრაინელი თუ რუსი ჟურნალისტი – ვინ თხოვს ზელენსკის სააკაშვილის გათავისუფლებას?
  2.  რა თქვა რეალურად ჟირინოვსკიმ სააკაშვილის დაკავებაზე?
  3.  “მარშალპრესი” აშშ-ს ელჩის კომენტარს მანიპულაციურად ავრცელებს
  4.  ხატია დეკანოიძის კომენტარი არჩევნების შესახებ კონტექსტის გარეშე ვრცელდება
  5.  თქვა თუ არა ნიკა მელიამ, რომ არჩევნები არ ყალბდება?
  6.  რა თქვა სააკაშვილმა საბჭოთა პერიოდში აფხაზეთის მართვასა და სოხუმზე სიმღერებზე?

ოპოზიციის ჩრდილოვანი კაბინეტის წინააღმდეგ. სახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის მედიებმა პრო-სახელისუფლებო ექსპერტის სარკასტული პოსტი შესაბამისი მითითების გარეშე გამოაქვეყნეს, რაც რეალურ ინფორმაციად იყო აღქმული:

  1.  Imedinews და სხვები ოპოზიციის ჩრდილოვან კაბინეტზე შეცდომაში შემყვან ინფორმაციას ავრცელებენ

1.4. ფოტო და ვიდეო მანიპულაცია

ენმ. საარჩევნო პერიოდში გავრცელებული ფოტო და ვიდეო მანიპულაციის სამიზნე უმეტესწილად პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იყო:

  1.  თურქეთ-საქართველოს საზღვარი თუ გოვერლას მთა?
  2.  ესპანეთში სამეფო კარის წინ თუ რუსთავის ციხეში სააკაშვილის მოსანახულებლად?
  3.  ვინ ასპონსორებს ფოტოშოპით დამუშავებულ ეიფელის ფოტოს?
  4.  ვინ აცეკვდა კიევის ღამის კლუბში – სააკაშვილი, Голобородько თუ Клевцов-ი?
  5.  ტროლი ტასო იგივე მურმან ბათუმელი ლიზა იასკოს შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებს
  6.  2015 წლის ფოტო 2021 წლის ნაცვლად

ქართული ოცნება. ფოტო, თითქოს  თბილისის მერს კახა კალაძეს საარჩევნო შეხვედრაზე ნაციონალური მოძრაობის სიმბოლიკიანი ბავშვი შეხვდა, დამუშავებული იყო და რეალობას არ ასახავდა:

  1. კალაძესთან შეხვედრაზე ბავშვს სააკაშვილის მხარდამჭერი მაისური არ ეცვა

ლელო. პარტია “ლელოს”  ერთ-ერთი ლიდერის მამუკა ხაზარაძის სიმღერის სააკაშვილის შესახებ სიმღერით გადაფარვა “ლელოს” საქართველოს მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებას ისახავდა მიზნად.

  1. ვის უმღერის ხაზარაძე – “ბედის ვარსკვლავს” თუ მიშას?

ნაციონალური მოძრაობის სასარგებლოდ. მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში დასაბრუნებელი ბილეთის ფოტო გამოაქვეყნა, სოციალურ ქსელში ყალბი აღწერით გავრცელდა ფრანგი ოლიმპიელების დახვედრის ფოტო, თითქოს ის სააკაშვილის დასახვედრად მომავალ მიგრანტებს ასახავდა:

  1. მიშას თუ ფრანგი ოლიმპიელების დასახვედრად? – 2016 წლის ფოტო 2021 წლის არჩევნებისთვის

ოზურგეთის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის წინააღმდეგ. რეგიონულმა გამოცემამ “Guria Times – გურია თაიმსი” ოზურგეთის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის კონსტანტინე შარაშენიძის ყალბი საარჩევნო პლაკატის ფოტოები გამოაქვეყნა, რომელზეც ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო სიმბოლიკასთან ერთად შემდეგი სლოგანი იყო გამოსახული: “ოზურგეთში ნაციონალური მოძრაობა უნდა დავაბრუნოთ”.  სახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის “Guria Times”-ის მიერ გამოქვეყნებული ყალბი პოსტერები ქმნიდა შთაბეჭდილებას, რომ დამოუკიდებელი კანდიდატი რეალურად წინა მმართველი პარტიის დაბურნებას ცდილობდა.

  1. Guria Times ოზურგეთის დამოუკიდებელი კანდიდატის შესახებ გაყალბებულ პოსტერს აქვეყნებს

"

1.5. ყალბი კვლევა 

წინასააარჩევნოდ, ასევე არჩევნების დღეს გამოქვეყნდა 4 გაყალბებული კვლევა, რომელიც 3 შემთხვევაში მმართველი პარტია “ქართული ოცნების” უპირატესობას, ხოლო 1 შემთხვევაში ყოფილი პრემიერის  გიორგი გახარიას პარტიის “საქართველოსთვის” უპირატეოსბას ასახავდა:

  • ქართული ოცნების სასარგებლოდ: 
  1. Timer პარტიების მხარდაჭერასთან დაკავშირებულ გამოკითხვაზე ცრუ ინფორმაციას ავრცელებს
  2. Ipsos-ის სახელით გაყალბებული კვლევა ვრცელდება
  3. “ძალა სიმართლეშია” და NewsWall.ge  Edison Research-ის სახელით ყალბ კვლევას ავრცელებენ
  • “საქართველოსთვის” სასარგებლოდ: 
  1. გახარიას მხარდამჭერი გვერდი “ქართული ოცნების” კვლევის ყალბ შედეგებს ავრცელებს

1.6. სატირა

საარჩევნო პერიოდში “მითების დეტექტორმა” გამოავლინა 2 შემთხვევა, როდესაც პოლიტიკოსების შესახებ სატირული ინფორმაცია შესაბამისი მითითების გარეშე ვრცელდებოდა და მომხმარებელთა ნაწილი მას რეალურად აღიქვამდა. ერთი შემთხვევა “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატს კახი კალაძეს, მეორე კი ენმ-ის ლიდერს მიხეილ სააკაშვილს ეხებოდა:

  1.  კახი კალაძის ენმ-ის მხარდამჭერი პოსტერი სატირულ გამოცემა Chiti.ge-ს ეკუთვნის
  2.  ტვ პირველის სახელით სააკაშვილზე მორიგი ყალბი სქრინი ვრცელდება 

2. დეზინფორმაცია და ყალბი ანგარიშები სადამკვირვებლო ორგანიზაციის სახელით

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ გამოვლინდა შემთხვევა, როცა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სადამკვირვებლო ორგანიზაციის წინააღმდეგ ბრალდება ყალბი ფეისბუკ ანგარიშის მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციაზე დაყრდნობით გააკეთა. კერძოდ, ცესკოს ინფორმაციის დაცულობის ცენტრის სპიკერმა სამოქალაქო მოძრაობა “სირცხვილიას” და საზოგადოებრივი ინიციატივების ასოციაციის (PIA) მიერ დაფუძნებულ პლატფორმას – “სამოქალაქო საარჩევნო კომისიას” ბრალი ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში დასდო.

“მითების დეტექტორმა” გავრცელებული ბრალდების გადამოწმებისას გამოავლინა, რომ “სამოქალაქო საარჩევნო კომისიის” ოფიციალური ფეისბუკ გვერდის პარალელურად იდენტური სახელწოდების 3 ყალბი გვერდი ფუნქციონირებდა. მათგან ერთ-ერთი გვერდი წინასაარჩევნო პერიოდში სამოქალაქო საარჩევნო კომისიის რეალური გვერდის იდენტურ პოსტებს ავრცელებდა, ხოლო უშუალოდ არჩევნების დღეს განსხვავებული, დეზინფორმაციული პოსტების გამოქვეყნება დაიწყო. სწორედ ერთ-ერთ ასეთ ყალბ გვერდზე დაყდრნობით დასდო ცესკოს წარმომადგენელმა ბრალი არჩევნების სადამკვირვებლო ორგანიზაციას ბრალი ყალბი ცნობების გავრცელებაში.

"
გარდა არაავთენტური ანგარიშებისა, “მითების დეტექტორმა” ერთ-ერთ ყალბ გვერდზე გამოქყვეყნებული, დეზინფორმაციის შემცველი 3 პოსტი ფეისბუქზე მცდარად მონიშნა, რის შემდეგაც გვერდი სოციალურ ქსელში აღარ იძებნება.

"

  1. რეგიონული მედიის სახელით მოქმედი და პარტიების მხარდამჭერი ფეისბუკ ანგარიშები

“მითების დეტექტორმა” წინასაარჩევნო პერიოდში სოციალური მედიის მონიტორინგისას გამოავლინა11 ფეისბუქ გვერდი, რომელთაგანაც 6 რეგიონული მედიის სახელით პოზიციონირებდა, ხოლო 5 რეგიონულ მედიას წარმოადგენდა, თუმცა ამა თუ იმ პარტიის მხარდამჭერ და მათი ოპონენტების დისკრედიტაციისკენ მიმართულ მასალას, ზოგიერთ შემთხვევაში კი დეზინფორმაციას აქვეყნებდნენ. 11-დან 5 მმართველი პარტია “ქართული ოცნების” მხარდამჭერი იყო, 3 “საქართველოსთვის”, 2 – პატრიოტთა ალიანსის, 1 – “გირჩის”, 2 ოპოზიციის მხარდამჭერი და “ქართული ონცების მადიკსრედიტირებელი. გარდა ამისა გამოვლინდა რეგიონის პოპულარიზაციისთვის მოქმედი და საზოგადოებრივ-კულტურული გვერდები, რომლებიც ასევე პარტიის და ცალკეულ პოლიტიკოსთა მხარდაჭერას ეწეოდნენ.

აღსანიშნავია, რომ ფეისბუკ გვერდების ნაწილს არა აქვს მითითებული თავიანთი გამოცემის ვების მისამართი ან ადრე სხვა სახელით ოპერირებდა. ერთ-ერთმა მათგანმა, Chiatura News-მა კი არჩევნების შემდეგ, 21 ოქტომბერს სახელი შეიცვალა და “კრახმალი” გახდა. მანამდე გვერდის სახელი გიორგი კასრაძე იყო, რომელიც ტვ “ობიექტივის” წამყვანია და 2021 წლის ადილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ჭიათურაში “პატრიოტთა ალიანსის” სახელით მონაწილეობდა.

"

  1. ინდივიდუალური ყალბი ანგარიშები

მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ გავრცელებული დეზინფორმაციის შესწავლისას “მითების დეტექტორმა” გამოავლინა10 ყალბი პროფილი, რომელთაგან ერთი ნაციონალური მოძრაობის ყალბი მხარდაჭერის ჯგუფის (თავისუფლება პრეზიდენტ სააკაშვილს / Freedom to President Saakashvili) ადმინისტრატორი იყო და აქტიურად ავრცელებდა მედიების გაყალბებულ ქარდებს და ყალბ ციტატებს. აღნიშნული პროფილის პოსტების ყალბად მონიშვნის შემდეგ, იგი სოციალურ ქსელებში აღარ იძებნება, ხოლო სააკაშვილის მხარდამჭერი ჯგუფი ადმინისტრატორის გარეშეა დარჩენილი. 10 ყალბი პროფილიდან 7 სხვის იდენტობას იპარავდა და “ქართული ოცნების” ოპონენტების მადისკრედიტებელი გვერდების აქტიური გამომწერი და გამზიარებელი იყო.

კიდევ ერთი ტროლი არჩევნების დღეს, 2 ოქტომბერს ლიზა იასკოს შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებდა.

  1. დეზინფორმაციის კოორდინირებული გავრცელება

მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების და მისი დაკავების შემდეგ მის წინააღმდეგ სოციალურ ქსელში რამდენიმე დეზინფორმაციის კოორდინირებული გავრცელება გამოიკვეთა. მათ შორის:

  1. ყველაზე ფართოდ, 28 000 თურქეთის მოქალაქისთვის სააკაშვილის მიერ საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ მცდარი ინფორმაცია ვრცელდებოდა, რომელიც წლებია დეზინფორმაციული კამპანიის ნაწილია. რეალურად, 2004-2018 წლებში საქართველოს მოქალაქეობა სულ თურქეთის 3 050 მოქალაქეს მიენიჭა, აქედან 2886-ს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს. აღნიშნული დეზინფორმაცია თურქეთის საფრთხედ წარმოჩენას ასახავდა მიზნად.
  2. აღსანიშნავია, რომ არჩევნების მეორე ტურის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე სოციალურ ქსელშიკოორდინირებულად გავრცელდა ონლაინ საინფორმაციო სააგენტოს NSP.ge-ის 2020 წლის 17 აგვისტოს სტატია სათაურით “რუსი გენერლის სკანდალური განცხადება: 2008 წელს ახალგორში შესვლას არ ვაპირებდით – რაიონი კახა ლომაიას თხოვნით დავიკავეთ”. სტატია 2008 წელს სამხედრო ტყვეთა გაცვლის შესახებ დეზინფორმაციას შეიცავდა და ამტკიცებდა, რომ რუსმა გენერალმა ახალგორი საქართველოს მთავრობის თხოვნით დაიკავა. არჩევნების წინ ამ ძველი დეზინფორმაციის ხელმეორედ გავრცელება ომის შიშის განახლებად და რუსეთ-საქართველოს ომის ინიცირებაში საქართველოს დადანაშაულებას შეეხებოდა.
  3. 14 ოქტომბერს  თბილისში თავისუფლების მოედანზე სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით გამართული აქციის პარალელურად სახელისუფლებო გვერდებზე ვრცელდებოდა  სარიტუალო მანქანის ფოტო მიხეილ სააკაშვილის სურათით, რომელიც ამტკიცებდა, რომ ის სააკაშვილის მომხრეების მსვლელობას ასახავდა. რეალურად, ფოტო 2016 წლის 6 ოქტომბერსა არის გადაღებული. ის აშშ-ს საელჩოსთან ტრისტან წითელაშვილის მოქალაქეთა მოძრაობა “ჩვენი სამშობლოს”  მიერ მიხეილ სააკაშვილის იმიტირებულ დაკრძალვას ასახავს.
წყარო

წყარო

ძალა სიმართლეშია
ძალა სიმართლეშია
ასევე დაგაინტერესებს

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist