დეზინფორმაცია, თითქოს ზელენსკიმ კიევი დატოვა

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

576
VIEWS

10 ოქტომბერს რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქებზე, მათ შორის დედაქალაქ კიევზე, სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა. რუსულენოვანმა პროპაგანდისტულმა გამოცემა Правда-მ უკრაინის რადის ყოფილ დეპუტატზე ილია კივაზე დაყრდნობით დაწერა, რომ ზელენსკიმ 10 ოქტომბერს კიევი დატოვა და პოლონეთის საზღვრისკენ გაემართა. კივამ ზელენსკის გაქცევის შესახებ ინფორმაცია თავის ტელეგრამ არხზე 10 ოქტომბრის დილის 11:06 საათზე გამოაქვეყნა, ხოლო 11:15 საათზე ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ადგილსამყოფელის შესახებ ფეისბუქზე აღნიშნა, რომ ზელენსკის ევაკუირება ლვივის ბუნკერში მოხდა. ზაქარეიშვილის პოსტს თან ერთვის ვიდეო, რომელიც მანქანიდანაა გადაღებული და ერთ-ერთი შენობის აფეთქებას ასახავს. ზაქარეიშვილმა მოგვიანებით 12:24 საათზე ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეომიმართვაც გამოაქვეყნა, აღწერის მიხედვით, ზელენსკი “დამონტაჟებულ და ფეიკ ვიდეომიმართვას ავრცელებს.” 12:27 საათზე ამავე ვიდეოს სქრინი კივამ საკუთარ ტელეგრამზე დაპოსტა და დაწერა, რომ მწვანე ფონზე გადაღებული ახალი ვიდეოების სერია იწყება.

zele zele დეზინფორმაცია, თითქოს ზელენსკიმ კიევი დატოვა

zele zele 1 დეზინფორმაცია, თითქოს ზელენსკიმ კიევი დატოვა

მტკიცება იმის შესახებ, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი დაბომბვის გამო კიევიდან გაიქცა, ყალბია. რეალურად, 10 ოქტომბერს გამოქვეყნებული ზელენსკის ამსახველი ვიდეოები, ასევე მისი შეხვედრა კიევში მყოფ აშშ-ის ელჩთან ამტკიცებს, რომ პრეზიდენტი ნამდვილად კიევში იმყოფება. ხოლო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ზელენსკის მიერ 10 ოქტომბერს კიევის პრეზიდენტის ოფისის მიმდებარედ ჩაწერილი ვიდეო ყალბი და დამონტაჟებულია, მტკიცებულებებს არ ეფუძნება. 

10 ოქტომბერს სარაკეტო თავდასხმის მიმდინარეობისას ვოლოდიმირ ზელენსკიმ საკუთარ ოფიციალურ ინსტაგრამზე კიევში პრეზიდენტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნა.

zele zele 2 დეზინფორმაცია, თითქოს ზელენსკიმ კიევი დატოვა

პრეზიდენტმა სიტუაციის სიმძიმეზე ისაუბრა, რუსეთის ქმედებებს ტერორიზმი უწოდა და დაბომბილი ქალაქები ჩამოთვალა. 

ზელენსკის ვიდეომიმართვაში ნათლად ჩანს, რომ ის არა ლვივში, არამედ კიევში მდებარე პრეზიდენტის ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფება:

zele zele 3 დეზინფორმაცია, თითქოს ზელენსკიმ კიევი დატოვა

zele zele 4 დეზინფორმაცია, თითქოს ზელენსკიმ კიევი დატოვა
ფოტო: ”სახლი ქიმერებით” კიევში პრეზიდენტის ოფისის მოპირდაპირე მხარეს

zele ekhla დეზინფორმაცია, თითქოს ზელენსკიმ კიევი დატოვა

eus123 დეზინფორმაცია, თითქოს ზელენსკიმ კიევი დატოვა
ფოტო: მონუმენტიYOUkraine პრეზიდენტის ოფისის წინ

ზელენსკისთან კიევში შეხვედრის ამსახველი ფოტოები 10 ოქტომბრის საღამოს კიევში მყოფმა აშშ-ის ელჩმა ბრიჯიტ ბრინკმაც გამოაქვეყნა.

zele zele 5 დეზინფორმაცია, თითქოს ზელენსკიმ კიევი დატოვა

ამ შეხვედრის ამსახველი ფოტოები ზელენსკის ოფიციალურ ფეისბუქ და ინსტაგრამ გვერდებზეც გამოქვეყნდა.

zele zele 6 დეზინფორმაცია, თითქოს ზელენსკიმ კიევი დატოვა

საინტერესოა, რომ აღნიშნული შეხვედრის ფოტოების გავრცელების შემდეგ ილია კივამ საკუთარ ტელეგრამ არხზე დაწერა, რომ ზელენსკი აშშ-ს ელჩთან შესახვედრად კიევში იძულებით დააბრუნეს და ეს არ ნიშნავს, რომ გაქცევას კიდევ არ ცდის.

zele zele 7 დეზინფორმაცია, თითქოს ზელენსკიმ კიევი დატოვა

10 ოქტომბრის საღამოს ზელენსკის ინსტაგრამსა და ფეისბუქზე მისი კიდევ ერთი ვიდეომიმართვა გამოქვეყნდა. ვიდეოში ზელენსკიმ სარაკეტო თავდასხმის და უკვე დაწყებული აღდგენითი სამუშაოების შესახებ ისაუბრა. ვიდეოში ჩანს, რომ ის ღია სივრცეში ღამეა ჩაწერილი, ფონზე კი სამშენებლო ტექნიკა მოძრაობს.

zele zele 8 დეზინფორმაცია, თითქოს ზელენსკიმ კიევი დატოვა

აღსანიშნავია, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის კიევიდან ლვივში ან ზოგადად უკრაინიდან ევაკუაციის შესახებ დეზინფორმაცია რუსეთ-უკრაინის ომის ადრეულ ეტაპზეც ვრცელდებოდა. თუმცა ზელენსკიმ თავის ვიდეო მიმართვებსა და გამოსვლებში არაერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ის კიევში რჩებოდა. 

“მითების დეტექტორი” აღნიშნულ დეზინფორმაციაზე ადრეც წერდა. ვრცლად იხილეთ მასალები:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist