დეზინფორმაცია, თითქოს ვოლოდიმირ ზელენსკის ქალიშვილი მამამისს ნაცისტს უწოდებს

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

33.7k
VIEWS

23 აპრილს სოციალურ ქსელის ქართულმა და რუსულენოვანმა ანგარიშებმა (1, 2, 3) გაავრცელეს ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ქალიშვილი, ალექსანდრა პოლონეთში გაიქცა, მამამისს კი ნაცისტი და უკრაინელი ერის მკვლელი უწოდა. პოსტებს თან ერთვის ახალგაზრდა ქალის ფოტო, რომელიც ავტომობილში ზის და ტირის. გავრცელებულ სქრინში ასევე მითითებულია ბმული, რომელზეც ნათქვამია, რომ ის “ექსკლუზიურ კადრებს” ასახავს. 

Screenshot 1 12 დეზინფორმაცია, თითქოს ვოლოდიმირ ზელენსკის ქალიშვილი მამამისს ნაცისტს უწოდებს

მტკიცება იმის შესახებ, თითქოს ზელენსკის ქალიშვილი ალექსანდრა მამამისს ნაცისტს უწოდებს, დეზინფორმაციაა. ფოტოზე გამოსახული პიროვნება ალექსანდრა ზელენსკა არ არის, ხოლო კადრი 2017 წელს გავრცელებული ვიდეოდან არის ამოჭრილი.

ფოტო ამოჭრილია 2017 წელს გავრცელებული ვიდეოდან, რომელშიც რუსულად მოსაუბრე ქალი იმ მიზეზით ტირის, რომ ქმარმა მას ახალი აიფონი არ უყიდა. 

Screenshot 2 19 დეზინფორმაცია, თითქოს ვოლოდიმირ ზელენსკის ქალიშვილი მამამისს ნაცისტს უწოდებს

ინფორმაცია, თითქოს ალექსანდრა ზელენსკა მამამისს ნაცისტს და ერის მკვლელს უწოდებს 21 აპრილს რუსულ ქლიქბეით საიტ 9111.ru -ზე განთავსდა. 

Screenshot 3 18 დეზინფორმაცია, თითქოს ვოლოდიმირ ზელენსკის ქალიშვილი მამამისს ნაცისტს უწოდებს

ის, რომ ფოტოზე გამოსახული პიროვნება უკრაინის პრეზიდენტის ქალიშვილი არ არის, ზელენსკის ოჯახის ფოტოებიდანაც ცხადად ჩანს.

Screenshot 4 18 დეზინფორმაცია, თითქოს ვოლოდიმირ ზელენსკის ქალიშვილი მამამისს ნაცისტს უწოდებს Screenshot 5 17 დეზინფორმაცია, თითქოს ვოლოდიმირ ზელენსკის ქალიშვილი მამამისს ნაცისტს უწოდებს

ფოტოები: რეზიდენტი ზელენსკი მეუღლესთან და შვილებთან ერთად

ვოლოდიმირ ზელენსკისა და ოლენა ზელენსკას 2 შვილი – 17 წლის ალექსანდრა და 9 წლის კირილო ჰყავთ.

ამასთანავე, არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ალექსანდრა ზელენსკა პოლონეთშია.


მითების დეტექტორის ლაბორატორია


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. (Ambien) შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist