დეზინფორმაცია, თითქოს უკრაინაში სკოლის მოსწავლეებს არმიისთვის სისხლის ჩაბარებას სთხოვენ

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

385
VIEWS

2-4  დეკემბერს რუსულ პროპაგანდისტულ მედიაში – news-front, politanalitika.ru, КРИМИНАЛИТЕТ, Dieta.ru გამოაქვეყნეს ინფორმაცია, რომლის მიხედვით უკრაინის ჩერკასკის ოლქის სკოლებში სისხლის ჩაბარების პუნქტები გახსნეს, დონორები კი არამხოლოდ მასწავლებლები, არამედ  6 -12 კლასის მოსწავლეები იქნებიან. იგივე ინფორმაციას Украина.ру-ც აქვეყნებს, თუმცა ლოკაციას არ უთითებს.  სტატიებს თან ფოტო ერთვის, რომელზეც აღნიშნულია, რომ სისხლის დონაცია უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის ხდება. ბოლოში კი წერია, რომ მშობლებმა დაბადების მოწმობასთან ან პასპორტთან ერთად ბოთლი წყალი და შოკოლადი უნდა იქონიონ.

ukraina დეზინფორმაცია, თითქოს უკრაინაში სკოლის მოსწავლეებს არმიისთვის სისხლის ჩაბარებას სთხოვენ
სქრინშოთი: news-front.info
ukraina siskhli დეზინფორმაცია, თითქოს უკრაინაში სკოლის მოსწავლეებს არმიისთვის სისხლის ჩაბარებას სთხოვენ
სქრინშოთი: politanalitika.ru
ukraina siskhli 1 დეზინფორმაცია, თითქოს უკრაინაში სკოლის მოსწავლეებს არმიისთვის სისხლის ჩაბარებას სთხოვენ
სქრინშოთი: dieta.ru
ukraina siskhli 3 1 დეზინფორმაცია, თითქოს უკრაინაში სკოლის მოსწავლეებს არმიისთვის სისხლის ჩაბარებას სთხოვენ
სქრინშოთი: Украина.ру

გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს უკრაინაში სკოლის მოსწავლეები უკრაინის ჯარისთვის სისხლს აბარებენ, დეზინფორმაციაა. ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით, სისხლის ჩაბარება 18 წლიდან არის დაშვებული. გარდა ამისა, სკოლაში 12- წლიანი სწავლების საპილოტე პროგრამა უკრაინაში 2017 წელს დაინერგა, შესაბამისად პირველი მე-12 კლასის გამოშვება სკოლებში 2029 წელს იქნება. აღნიშნული აჩენს ეჭვს, რომ სისხლის ჩაბარებასთან დაკავშირებით გამოკრული განცხადება გაყალბებულია. ამ თემაზე მითების დეტექტორი  უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს დაუკავშირდა, სადაც დაადასტურეს, რომ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

რუსული წყაროები არ უთითებენ, ჩერკასკის ოლქის რომელ სკოლაში გაიხსნა სისხლის ჩაბარების პუნქტები, უკრაინის კანონმდებლობის მიხედვით კი, სისხლის ჩაბარება მოხალისეობრივია და 18 წლიდანაა შესაძლებელი. გარდა ამისა, დონორი უნდა იწონიდეს მინიმუმ 50 კილოგრამს. მითების დეტექტორი გავრცელებული ინფორმაციის გადასამოწმებლად უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს დაუკავშირდა. სამინისტრომ დაადასტურა, რომ სისხლის ჩაბარება უკრაინაში 18 წლიდან ხდება და მსგავსი დეზინფორმაციის გავრცელების მიზანი  უკრაინის ხელისუფლების, ხალხისა და ჯარის დისკრედიტაციაა, რომელსაც მათივე განცხადებით, რუსეთი სისტემატურად ცდილობს. ასევე, სამინისტროს თანახმად, უკრაინაში სისხლის დონაციის დეფიციტი არ არის და ამას მოწმობს ისიც, რომ მათ დახმარებისთვის უცხო, პარტნიორი ქვეყნებისთვის არ მიუმართავთ.

ukraina siskhli 2 დეზინფორმაცია, თითქოს უკრაინაში სკოლის მოსწავლეებს არმიისთვის სისხლის ჩაბარებას სთხოვენ
პასუხი უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროდან

გარდა ამისა, რუსული მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ სისხლის გადასხმის დონორები 6-12 კლასის მოსწავლეები არიან. აღსანიშნავია, რომ უკრაინაში 12-წლიანი სასკოლო სისტემა 2017 წელს დაინერგა და და რეფორმის მიხედვით, სამიზნე ჯგუფს მე -12 კლასი 2029 წელს უწევს.  შესაბამისად, ამ ეტაპზე უკრაინაში მე-12 კლასის მოსწავლეები არ ჰყავთ. განცხადებაში აღნიშნული ხარვეზის არსებობა ქმნის საფუძვლიან ეჭვს, რომ სისხლის დონაციაზე განცხადება გაყალბებულია.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

ქვეყანა/ორგანიზაცია: უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist