დეზინფორმაცია, თითქოს უკრაინა ტყვეების გაცვლაზე რუსეთთან მოლაპარაკებას არ აწარმოებს

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

245
VIEWS

10 აპრილს  რუსეთის პირველი არხის ეთერში – Новости Первого канала უკრაინელი ტყვეების შესახებ სიუჟეტი გავიდა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ისინი ძალიან კარგ პირობებში იმყოფებიან, აქვთ სამჯერადი კვება, პირადი ჰიგიენის დაცვის შესაძლებლობა და სამედიცინო მომსახურება. სიუჟეტის ბოლოს ჟურნალისტი ამბობს, რომ უკრაინის ხელისუფლება ტყვეების ბედით საერთოდ არ ინტერესდება და რუსეთთან მოლაპარაკებაზე არ მოდის.

1 2 დეზინფორმაცია, თითქოს უკრაინა ტყვეების გაცვლაზე რუსეთთან მოლაპარაკებას არ აწარმოებს

მტკიცება იმის შესახებ, რომ უკრაინის ხელისუფლება ტყვეების ბედით არ ინტერესდება და ტყვეების გაცვლის შესახებ მოლაპარაკებებს არ მართავს, სიმართლეს არ შეესაბამება. 6 მაისის მონაცემებით, რუსეთმა და უკრაინამ ტყვეები 10-ჯერ გაცვალეს, რის შემდეგაც ჯამში 331 უკრაინელი (მათ შორის სამხედროები და მშვიდობიანი მოქალაქეები) გათავისუფლდა.

უკრაინამ და რუსეთმა ბოლოს სამხედრო ტყვეები 6 მაისს გაცვალეს. ამ გაცვლის შედეგად უკრაინაში 41 ადამიანი, 28 სამხედრო და 13 მშვიდობიანი მოქალაქე დაბრუნდა. გათავისუფლებულთა შორის იყო უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ტაძრის წინამძღვარი.

რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეების გაცვლა 30 აპრილსაც განხორციელდა, რა დროსაც  14 უკრაინელი ტყვე: შვიდი ჯარისკაცი და შვიდი მშვიდობიანი მოქალაქე გათავისუფლდა. ერთ-ერთი სამხედრო ქალი 5 თვის ორსული იყო.

უფრო ადრე, 28 აპრილს, რუსეთის ტყვეობიდან 45 უკრაინელი გათავისუფლდა.

ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა და დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის მინისტრმა, ირინა ვერეშჩუკიმ განაცხადა. გათავისუფლებულებს შორის 13 ოფიცერი და 20 ჯარისკაცი (მათგან 5 დაიჭრა), 12 კი მშვიდობიანი მოქალაქე იყო.
აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის უკრაინა მოლაპარაკებებს რუსეთთან ქალაქ მარიუპოლში „აზოვსტალში“ მყოფი დაჭრილი მებრძოლების ევაკუაციის შესახებ მართავს. უკრაინის რეინტეგრაციის მინისტრის თქმით, უკრაინა პირველ რიგში მუშაობს მძიმე მდგომაროებაში მყოფი მებრძოლების  რუს ტყვეებში გაცვლაზე. 11 მაისს ირინა ვერეშჩუკმა რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეების გაცვლის მოლაპარაკებების შესახებ განაცხადა, რომ შეთანხმება ჯერ მიღწეული არ იყო და მოლაპარაკებები ისევ მიმდინარეობდა.

როდის დაიწყო ტყვეების გაცვლა და რამდენი ადამიანია უკვე გაცვლილი?

ტყვეთა პირველი სრულფასოვანი გაცვლა 24 მარტს მოხდა – მაშინ 10 უკრაინელი ჯარისკაცი 10 რუს სამხედროზე გაცვალეს. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით,  გათავისუფლებულებს შორის შავ ზღვაში, ზმეინის კუნძულზე მყოფი უკრაინელი მესაზღვრეები იყვნენ. 

1 აპრილს სამხედრო ტყვეების მეორე გაცვლა მოხდა, რის შემდეგაც 86 უკრაინელი ჯარისკაცი გაათავისუფლეს. 

9 აპრილს რუსეთმა და უკრაინამ სამხედრო ტყვეები მესამედ გაცვალეს. 26 ადამიანიდან 12 უკრაინელი სამხედრო (მათ შორის ერთი ოფიცერი ქალი) და 14 მშვიდობიანი მოქალაქე (მათ შორის 9 ქალი) სახლში დაბრუნდა.

14 აპრილს რუსეთმა და უკრაინამ სამხედრო ტყვეები მეოთხედ გაცვალეს: უკრაინაში 5 ოფიცერი, 17 სამხედრო მოსამსახურე და 8 მშვიდობიანი მოქალაქე (ერთი მათგანი ქალი იყო) დაბრუნდა.

19 აპრილს, უკრაინასა და რუსეთს შორის სამხედრო ტყვეების მეხუთე გაცვლის შედეგად 60 სამხედრო მოსამსახურე (მათგან 10 ოფიცერი) და 16 მშვიდობიანი მოქალაქე გათავისუფლდა. 

21 აპრილს ტყვეების მეექვსე გაცვლა: შედეგად  სახლში უკრაინის 19 მოქალაქე დაბრუნდა, რომელთაგან 10 სამხედრო იყო (მათ შორის ორი ოფიცერი).

ჯამში 24 მარტიდან 6 მაისის ჩათვლით პერიდში უკრაინაში 331 ტყვე დაბრუნდა, მათ შორის იყვნენ როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო პირები. 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist