დეზინფორმაცია, თითქოს უკრაინა რუსეთთან ომის დაწყებას თავად გეგმავდა

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

112
VIEWS

17 აგვისტოს ალტ-ინფოს გადაცემაში “დღის კომენტარი” მიწვეულმა სტუმარმა ჰამლეტ ჭიპაშვილმა დიმიტრი გორდონთან დმიტრო კულებას ინტერვიუს შესახებ ისაუბრა. ჭიპაშვილის მტკიცებით, კულებამ გორდონთან ინტერვიუში გაიხსენა, რომ 22 თებერვალს ვაშინგტონში იმყოფებოდა, სადაც თეთრ სახლში ჯო ბაიდენს შეხვდა და რომ ამ დროს უკვე გადაწყვეტილი იყო, რომ უკრაინას რუსეთთან ომი უნდა დაეწყო. ჭიპაშვილის განმარტებით, რუსეთის ფედერაციამ უკრაინას ომის დაწყება დაასწრო.  

Screenshot 1 4 დეზინფორმაცია, თითქოს უკრაინა რუსეთთან ომის დაწყებას თავად გეგმავდა

ჰამლეტ ჭიპაშვილის მტკიცება, თითქოს ვაშინგტონში კულებას სტუმრობისას გადაწყვეტილი იყო, რომ უკრაინა ომის დაწყებას გეგმავდა, მცდარია. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი 2022 წლის 22 თებერვალს მართლაც შეხვდა ჯო ბაიდენს და მისგან და შეერთებული შტატების სხვა მაღალჩინოსნებისგან მიიღო სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი საომრად ემზადებოდა. 

უკრაინელი ჟურნალისტის, დიმიტრი გორდონის ინტერვიუ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან – დმიტრო კულებასთან 15 აგვისტოს გამოქვეყნდა. ვრცელი ინტერვიუს მანძილზე კულებამ რამდენიმე საკითხის, მათ შორის საკუთარი კარიერის, ვაშინგტონში გამართული შეხვედრის და რუსეთის უკრაინაში შეჭრის პირველი დღეების შესახებ ისაუბრა. 

Screenshot 2 6 დეზინფორმაცია, თითქოს უკრაინა რუსეთთან ომის დაწყებას თავად გეგმავდა

როგორც კულება იხსენებს, 2022 წლის 22 თებერვალს ის და უკრაინის ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში – ოქსანა მარკაროვა ნამდვილად მიიწვიეს თეთრ სახლში, სადაც ისინი შეხვდნენ როგორც პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, ასევე სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს და სხვა მაღალჩინოსნებს. ბაიდენთან შეხვედრისას, კულებას თქმით, მან მიიღო ინფორმაცია, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადებოდა: 

დმიტრო კულება: “მან [ბაიდენმა] თქვა, რომ მათ აქვთ უკანასკნელი სადაზვერვო მონაცემები იმის შესახებ, რომ მალე ყველაფერი დაიწყება. შემდეგ, როდესაც ეს შეხვედრა დასრულდა, სახელმწიფო დეპარტამენტში წავედი. იქ შემიყვანეს ოფისში, სადაც სპეციალურმა პირმა მაჩვენა რიგი ფაქტებისა… წერტილები, აეროდრომები, რომლებზეც დგანან ასაფრენად გამზადებული სატვირთო თვითმფრინავები” 

საერთო ჯამში, ბაიდენთან შეხვედრას კულება იხსენებს, როგორც “ადამიანურ შეხვედრას”, სადაც მათ პოლიტიკის გარდა შვილების უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაზეც ისაუბრეს. 

მოგვიანებით კულება კვლავ აღნიშნავს, რომ თეთრ სახლში გამართული შეხვედრის შემდეგ ის დარწმუნებული იყო, რომ მდგომარეობა ომისკენ მიდიოდა, ხოლო როდის მოხდებოდა ეს – მეორე, მესამე თუ მეოთხე დღეს, მისთვის ეს მეორეხარისხოვანი იყო. 

უსაფუძვლოა იმის მტკიცება, რომ ომის დაწყებას უკრაინა გეგმავდა და მას რუსეთმა დაასწრო. მსგავსი განცხადება არც ამერიკის მხრიდან გაკეთებულა.  რუსულმა სამხედრო ძალებმა  რუსეთ-უკრაინის საზღვარისკენ აქტიური მობილიზება 2021 წლის ოქტომბრიდან დაიწყეს.  2022 წლის იანვარში უკრაინისა და ბელარუსის საზღვრებთან 120 000-ზე მეტი რუსეთის ჯარისკაცი იდგა. ომის დაწყებამდე პერიოდში სიტუაციის ესკალაციის შესახებ “მითების დეტექტორი” ადრეც წერდა, ვრცლად იხილეთ:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, რუსეთი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist