დეზინფორმაცია, თითქოს თურქეთში უკრაინელი ბავშვები საიდუმლოდ გადაიყვანეს

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

580
VIEWS

14 აგვისტოს ფეისბუქ მომხმარებელმა Μαίρη Ορθόδοξη-მა ფეისბუქ ჯგუფში ЗА ПУТИНА – ЗА РОССИЮ უკრაინელი ობოლი ბავშვების შესახებ რუსულ ენაზე პოსტი გამოაქვეყნა. აღწერის მიხედვით, უკრაინის დნიპროპეტროვსკის რეგიონიდან უკრაინელი ობლები საიდუმლოდ თურქეთში წაიყვანეს და ნათესავებს მათი ნახვისა და სახლში დაბრუნების უფლებას არ აძლევენ.  პოსტს თან ახლავს თურქეთის ერთ-ერთი სასტუმროს ფოტო, მისამართი და ვიდეო. ავტორი თურქეთში დასასვენებლად მყოფ ჯგუფის წევრებს სთხოვს, მივიდნენ ამ სასტუმროში და იქ მყოფ ობლებს ხილი და ტკბილეული მიუტანონ. 

Screenshot 12 3 დეზინფორმაცია, თითქოს თურქეთში უკრაინელი ბავშვები საიდუმლოდ გადაიყვანეს

მტკიცება იმის შესახებ, რომ უკრაინელი ობოლი ბავშვები თურქეთში საიდუმლოდ გადაიყვანეს და მათი ნახვის უფლება ნათესავებს არ აქვთ, ყალბია. რეალურად, უკრაინიდან ბავშვების თურქეთში ევაკუაცია საქველმოწმედო პროექტის Childhood Without War-ის ფარგლებში მიმდინარეობს და ბავშვებთან ერთად თურქეთის სხვადასხვა სასტუმროში მათზე მზრუნველი მშობლები და მეურვეებიც არიან განთავსებულნი. 

პოსტის ავტორი უკრაინელი ობლების ადგილსამყოფლად თურქეთში, ანტალიის პროვინციაში მდებარე ქალაქ მანავგატის ერთ-ერთ სასტუმროს Larissa Beach Club-ს უთითებს. აღნიშნული სასტუმრო ნამდვილად ამ მისამართზე მდებარეობს

Screenshot 13 4 დეზინფორმაცია, თითქოს თურქეთში უკრაინელი ბავშვები საიდუმლოდ გადაიყვანეს

“მითების დეტექტორი” Larissa Beach Club-ს დაუკავშირდა. სასტუმროს განცხადებით, აპრილის თვიდან მათთან ნამდვილად იმყოფებიან უკრაინელი ბავშვები, თუმცა მათთან ერთად სასტუმროს ლტოლვილი მასწავლებლები და მშობლებიც აფარებენ თავს. სასტუმროში ამჟამად 1600 უკრაინელი ლტოლვილი ცხოვრობს, დაახლოებით 1000 ბავშვია, ხოლო  500 მათგანი მასწავლებელი, მშობელი და ამ ბავშვების მომვლელია.  Larrisa Hotels-ის წარმომადგენელმა “მითების დეტექტორს” განუმარტა ისიც, რომ ლტოვილები 2 სასტუმროში არიან განაწილებულნი და სასტუმროებში დარჩენა უკრაინაში საომარი მდგომარეობის გაუქმებამდე შეუძლიათ. 

Larissa Beach Club-ში ასევე განაცხადეს, რომ სასტუმროებმა უკრაინელი ლტოლვილები საქველმოქმედო პროექტის Childhood Without War (ბავშვობა ომის გარეშე) ფარგლებში მიიღეს. 

პროექტის ოფიციალურ ვებ-საიტზე ვკითხულობთ, რომ ომი ბავშვებს განსაკუთრებულ ზიანს აყენებს, განსაკუთრებით კი იმ ბავშვებს, რომლებიც ობოლთა თავშესაფრებში ცხოვრობენ. პროექტი ამ ბავშვების თურქეთში გადაყვანასა და იქ მათ უსაფრთხო განთავსებას უზრუნველყოფს. პროექტის ბენეფიციარები არიან:

  • ობლები
  • მზრუნველობას მოკლებული ბავშვები
  • რთული საცხოვრებელი პირობების მქონე ბავშვები
  • ბავშვების თანმხლები პირები/მშობლები/მეურვეები და მათი სხვა შვილები

საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, პროექტის ფარგლებში უკრაინიდან თურქეთში უკვე გადაიყვანეს 1427 ბავშვი და 664 მეურვე ან მშობელი. 

Screenshot 14 6 დეზინფორმაცია, თითქოს თურქეთში უკრაინელი ბავშვები საიდუმლოდ გადაიყვანეს

პროექტის წარმატებით განხორციელებაში აქტიურად მონაწილეობენ თურქეთში უკრაინის საელჩო და ანტალიაში უკრაინის საკოსულო. დიპლომატიური მისიები ადგილობრივ ხელისუფლებასთან და საზოგადოებასთან მუშაობენ, რათა ბავშვებისა და მათ თანმხლები ადამიანების განთავსება და მათი საჭიროებების დაკმაყოფილება მოხდეს. 

Screenshot 15 6 დეზინფორმაცია, თითქოს თურქეთში უკრაინელი ბავშვები საიდუმლოდ გადაიყვანეს

პროექტს სხვადასხვა საქველმოქმედო ფონდი და კერძო კომპანია აფინანსებს. 

Screenshot 16 6 დეზინფორმაცია, თითქოს თურქეთში უკრაინელი ბავშვები საიდუმლოდ გადაიყვანეს

პროექტის ინსტაგრამის ანგარიშის მიხედვით, თურქეთში მყოფი უკრაინელი ბავშვები სხვადასხვა გასართობ და შემეცნებით აქტივობაში არიან ჩართული. 

Screenshot 19 5 დეზინფორმაცია, თითქოს თურქეთში უკრაინელი ბავშვები საიდუმლოდ გადაიყვანეს


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: მიგრაცია
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: თურქეთი, უკრაინა
წყარო

წყარო

სოლიდარობა მშვიდობისთვის
პოლიტიკური გაერთიანება „სოლიდარობა მშვიდობისთვის“

წყარო

ქართული
საზოგადოება “ქართული”

წყარო

United Neutral Georgia
საზოგადოებრივი მოძრაობა “ერთიანი ნეიტრალური საქართველო”

წყარო

Untitled-1
საქართველო უპირველეს ყოვლისა - geo-first.com

წყარო

საქართველო-თუდეი
Sakartvelo Today News

წყარო

Untitled-1
შიინ ევროპისკენ

წყარო

skoti
სკოტ რიტერი

წყარო

Untitled-1
ერმილე ნემსაძე

წყარო

Untitled-1
iNews • აინიუსი

წყარო

პროფილი
ძალა სიმართლეშია

წყარო

Untitled-1
ემი ჯგუფი

წყარო

Untitled-1
InfoAnalytical.ge

წყარო

Untitled-1
სეზონი TV

წყარო

Untitled-1
Spacesnews • სივრცეები

წყარო

ზნ
zneoba.ge

წყარო

ტჰე
The Caucasian Telegraph

წყარო

ტაო
ტაონიუსი

წყარო

ფაქ
Fაქტები

წყარო

ცარ
Царьград

წყარო

ფონდ
სტრატეგიული კულტურის ფონდი - Фонд стратегической культуры (fondsk.ru)

წყარო

ახალი
ტელეკომპანია ახალი

წყარო

დავიტ
გიორგობიანი დავითი

წყარო

ახალ
ახალგაზრდული

წყარო

isa
ისაკაძე დავით

წყარო

მმკ
მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი (მმკ)

წყარო

ბავ
ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოება

წყარო

წინ
წინააღმდეგობა / Resistance

წყარო

ილი
თავისუფალი არხი “ილიონი”

წყარო

კვ
ემზარ კვიციანი

წყარო

ირ
გოგავა ირაკლი

წყარო

ჰოტ
Hotnews.ge

წყარო

წს
wnews.ge

წყარო

სირც
სირცხვილის კორიდორი

წყარო

გ,
შენ ხარ საქართველო

წყარო

12
ტელეკომპანია TV12

წყარო

საქარ
საქართველო უპირველეს ყოვლისა

წყარო

ანტ
ანტი-პარადოქსი

წყარო

rua
შოთა აფხაიძე

წყარო

sa
News Front Georgia

წყარო

ტვ
თვალსაზრისი.გე - Tvalsazrisi.ge

წყარო

სტა
"სტალინი"

წყარო

ტიმ
Timenews.ge

წყარო

qaer
ქართული გვერდი/Georgian Page

წყარო

კა
კარდჰუ

წყარო

sd
აპოლიტიკური გაერთიანება "ლილე"

წყარო

st
TS • news

წყარო

ჯაბა - Copy
ჯაბა მუსელიანის ბლოგი

წყარო

რტ
Russia Today

წყარო

Zero Hedge
Zero Hedge

წყარო

სპუტ
სპუტნიკ საქართველო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist