დეზინფორმაცია თითქოს თხილის მოსავლის ვარდნა უცხოეთიდან შემოტანილმა გენმოდიფიცირებულმა პესტიციდებმა გამოიწვია

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

coverphoto
339
VIEWS

25 აგვისტოს ტელეკომპანია კავკასიის ეთერში, გადაცემა “სპექტრის” წამყვანმა დავით აქუბარდიამ პოლიტიკურ პარტია „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ ლიდერ გოგი თოფაძესთან ევროინტეგრაციის საკითხებზე საუბრისას  განაცხადა, რომ თხილის მოსავლის 80%-იანი კლება, თხილის ნარგავების ტოქსიკური ქიმიკატით შეწამვლამ გამოიწვია, რაც გერმანიიდან ჩამოსული ექსპერტიზის პასუხითაც დადასტურდა. გოგი თოფაძის განმარტებით კი ამგვარი შედეგები საზღვარგარეთიდან გენეტიკურად მოდიფიცირებული ქიმიკატების შემოტანითაა განპირობებული.

დავით აქუბარდია, გადაცემის წამყვანი: „ თხილში წელს კატასტროფული  ვარდნა გვაქვს, გერმანიიდან ჩამოვიდა ექსპერტიზის პასუხი და აღმოჩნდა, რომ რითიც შეწამლეს ის წამალი ტოქსიკური იყოო…“

გოგი თოფაძე, მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს:  „აგაშენა ღმერთმა! რატო ვიხმარეთ ეს?! იქიდან შემოგვთავაზეს?! თორე, გაუფუჭდა მთელი სამეგრელო მაგაზე ცხოვრობდა. მერე რატომ შემოგაქვს იქიდან გენეტიკურად მოდიფიცირებული, შენ არა გაქვს შენი?“

25 აგვისტო, ტელეკომპანია კავკასია, გადაცემა  “სპექტრი”

ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, მითების დეტექტორი საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაუკავშირდა. სამინისტრომ უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თხილის მოსავალი ტოქსიკური ქიმიკატით შეიწამლაგენმოდიფიცირებული ქიმიკატები კი ბუნებაში არ არსებობს, რადგან გენური ინჟინერიის გამოყენება მხოლოდ ცოცხალ ორგანიზმებთან მიმართებაშია შესაძლებელი, მაშინ როდესაც პესტიციდები ქიმიური სინთეზის შედეგად მიღებული ნივთიერებებია. 

ფაქტი #1. თხილის მოსავლის შეწამვლას პესტიციდით, რომელიც გერმანიიდან გამოგზავნილმა ექსპერტიზის პასუხმა ტოქსიკურად მიიჩნია –  ადგილი არ ჰქონია. 

სოფლის მეურნეობის სამინისტროს განმატებით, საქართველოში სასოფლო-სამეურნეო კულტურების შეწამვლის მიზნით, დარეგისტრირებული არ არის და არ გამოიყენება არც ერთი პესტიციდი, რომელიც ევროკავშირის, აშშ-ის და დსთ-ს ქვეყნებშია აკრძალული.

მიმდინარე წელს საქართველოში გავრცელებული მავნებლის -აზიური ფაროსანას საწინააღმდეგოდ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დასავლეთ საქართველოში 53 000 ჰექტარი თხილის ნარგავები შეიწამლა. შეწამვლისას გამოყენებულ იქნა ეფექტური  პირეტროიდული ჯგუფის ბიფენტრინის შემცველი ინსექტიციდი „ზონდერი“. აღნიშნული პრეპარატი საქართველოში რეგისტრირებულია და ის სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურების შეწამვლის მიზნით ბოლო 10 წელია გამოიყენება. პრეპარატი ასევე რეგისტრირებულია ევროკავშირში, ავსტრალიაში, ჩრდილო და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში.

ფაქტი #2. თხილის ნარგავების უცხოეთიდან შემოსული „გენეტიკურად მოდიფიცირებული მასალით“  შეწამვლა შეუძლებელია, რადგან გენური ინჟინერია მხოლოდ ცოცხალ ორგანიზმებთან მიმართებაში გამოიყენება, ხოლო პესტიციდები ქიმიური ნივთიერებებია და ქიმიური სინთეზის გზითაა მიღებული.

პესტიციდები ქიმიური ნივთიერებების კლასს მიეკუთვნება და ქიმიური სინთეზის გზით მიიღება. აღნიშნული პროცესი გამორიცხავს გენური ინჟინერიის მეთოდების გამოყენებას. გენეტიკურად მოდიფიცირებული მასალა მხოლოდ ცოცხალ ორგანიზმებს ეხება და მათი გამოყენება მცენარეთა დაცვის თვალსაზრისით მსოფლიო პრაქტიკაში ჯერ არ ხდება.

გოგი თოფაძემ მსგავსი დეზინფორმაციული განცხადება 2015 წლის 1 ივლისშიც გააკეთა, როდესაც განაცხადა, რომ ასოცირების ხელშეკრულება საქართველოს ევროკავშირში  აკრძალული გენმოდიფიცირებული პროდუქტი შემოტანას ავალდებულებს. რეალურად,  ევროკავშირთან ხელმოწერილ ასოცირების ხელშეკრულებაში, მის ეკონომიკურ ნაწილში (DCFTA) არანაირი ვალდებულება არ არსებობს, რომელიც საქართველოს გენმოდიფიცირებული (გმ) პროდუქციის იმპორტს დაავალდებულებს.  ევროკავშირს,   (გმ) პროდუქტების ევროპაში წარმოება და  იმპორტი/ექსპორტი აკრძალული არ აქვს და მის კომპეტენციაში  არც არაწევრი ქვეყნის ბაზრის რეგულაცია  შედის.

ფაქტი #3. უკანასკნელ პერიოდში თხილის ფართობების ზრდასთან ერთად, თხილის მავნებლებისა და დაავადებების გავრცელების არეალი მათ მიერ გამოწვეულ ზარალთან ერთად მნიშვნელოვნად გაიზარდა. 

დღეისათვის საქართველოში თხილი  დაახლოებით 60 000 ჰექტარზეა გაშენებული. თხილის ფართობების ზრდასთან ერთად მეთხილეობის რეგიონებში, ბოლო წლებში  თხილის მავნებელ-დაავადებების გავრცელების არეალის და მათგან გამოწვეული დაავადებების მნიშვნელოვანი ზრდა აღინიშნება.

გავრცელებულია შემდეგი მავნებელ-დაავადებები: თხილის შავი ხარაბუზა, ამბროზიის ხოჭო, თხილის ცხვირგრძელა, კვირტის ტკიპა და დაავადება თხილის ნაცარი. აღნიშნულ მავნე ორგანიზმებს მასობრივი გამრავლება-გავრცელების პერიოდში თხილის ნარგავების სერიოზული დაზიანება და მოსავლის 50-80 პროცენტით შემცირება შეუძლიათ. ამგვარი პრობლემები არა მხოლოდ საქართველოში, არამედ იმ ქვეყნებშიცაა გავრცელებული, სადაც თხილის წარმოება ხდება.  თხილში გავრცელებული ძირითადი მავნებლების წინააღმდეგ მეტწილად ქიმიური პრეპარატების გამოყენება და ასევე მექანიკური ღონისძიებების გატარება ხდება (დაზიანებული ნაწილების მოჭრა, გამოხშირვა და განადგურება). იმის გამო, რომ საქართველოში თხილის მავნებელ-დაავადებების საწინააღმდეგოდ მცენარეთა დაცვის სამუშაოები მთლიანი ფართობის მხოლოდ 20% -ზე ტარდება, მავნე ორგანიზმების მარაგი და მათგან გამოწვეული ეკონომიკური ზიანი ყოველწლიურად იზრდება. 2017 წელს მაის-ივნისის თვეებში დასავლეთ საქართველოში საშუალო წლიურ მაჩვენებელზე 250%-ით მეტი ნალექი მოვიდა, რამაც სოკოვანი და ბაქტერიული დაავადებების მასობრივი გავრცელება გამოიწვია.

საქსტატის მონაცემებით 2016 წელს საქართველოში 29, 500 ტონა თხილი აწარმოეს, 2015 წელს 35, 300 ტონა, ხოლო 2014 წელს 33, 000 ტონა (იხ. ცხრილი 1).

ცხრილი 1. თხილის წარმოება საქართველოში  (ათასი ტონა) 

2014 2015 2016
33.8 35.3 29.5

ამასთან, 2016 წელს ექსპორტზე 27, 008 ტონა თხილი იქნა გატანილი,  2015 წელს 19, 335 ტონა, ხოლო 2014 წელს 19, 900 ტონა. 2017 წლის 6 თვის მონაცემებით, საქართველოდან სულ 4, 895 ტონა თხილის ექსპორტირება მოხდა. თხილის ექსპორტში ევროკავშირის წილი მნიშვნელოვნად აღემატება სხვა ქვეყნებში გატანილი თხილის მოსავლის ექსპორტის რაოდენობას (იხ. ცხრილი 2)

ცხრილი 2. თხილის ექსპორტი (ტონა) საზღვარგარეთ ქვეყნების მიხედვით. 

2014 2015 2016 2017* 6 თვე
ევროკავშირი 14 636,2 16 003,3 21 576,1 2 829,3
რუსეთი 457,0 1 391,5 1 484,2 985,1
ერაყი 910,0 489,0 813,0 123,0
თურქეთი 181,7 456,0 458,6
უკრაინა 649,2 151,8 342,9 216,2
ყაზახეთი 2 030,3 53,5 75,0
აზერბაიჯანი 220,0
დანარჩენი ქვეყნები 816,2 760,1 2 258,6 741,9
სულ 19 900,3 19 335,2 27 008,4 4 895,5

*2017 წლისთვის დათვლილია მხოლოდ 6 თვის მონაცემები.

 

მომზადებულია საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მოწოდებულ მასალებზე დაყრდნობით. 

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist