დეზინფორმაცია, თითქოს საქართველომ ლიეტუვას დაწუნებული ასტრაზენეკა მიიღო

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

31
VIEWS

19 მარტს შოთა აფხაიძემ ფეისბუკის პირად პროფილზე გამოაქვეყნა პოსტი, რომლის მიხედვითაც საქართველო საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ “დაბრაკული” “ასტრაზენეკას” საცდელ პოლიგონად იქცა, რასაც რამდენიმე მიზეზი აქვს. აფხაიძის მიხედვით,  კომპანია “ასტრაზენეკას” იმიჯის აღდგნა სურს, ქართული ჯანდაცვის სიტემის მოქრთამვით კი საქართველოს, როგორც “წარმატებული ვაქცინაციის” საჩვენებელ ბაზად გაქცევას ცდილობს. პოსტის ავტორი მეორე მიზეზად ლიეტუვას მიერ  3 მილიონ დოზამდე  წუნდებულ “ასტრაზენეკას” ვაქცინას ასახელებს, რომელიც თითქოს საქართველოს მთავრობამ ლიტუევისგან უფასოდ მიიღო, ბიუჯეტიდან კი 170 მილიონი დოლარი მოიპარა. 19 მარტს პოსტი იდენტური ტექსტითა და ფოტოთი ფეისბუკ გვერდზე “შენ ხარ საქართველო” გამოქვეყნდა.

;;
მტკიცება, რომლის მიხედვითაც ლიეტუვამ “ასტრაზენეკას” ვაქცინებზე უარი თქვა, დაწუნებული ვაქცინა კი შემდეგ საქართველოს ერგო წილად, მანიპულაციურია და სიმართლეს არ შეესაბამება. ლიეტუვაში, ისევე როგორც ევროპის რამდენიმე ქვეყანაში “ასტრაზენეკათი” ვაქცინაცია დროებით იყო შეჩერებული, თუმცა 18 მარტს ევროპის წამლების სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული დასკვნის შემდეგ, ქვეყნების ნაწილმა, მათ შორის ლიეტუვამ,  “ასტრაზენეკა”-თი ვაქცინაცია განაახლეს.

საიდან მიიღო საქართველომს “ასტრაზენეკას” ვაქცინა?

კორეაში წარმოებული “ასტრაზენეკას” პირველი პარტია ამსტერდამიდან საქართველოში 13 მარტს ჩამოვიდა. ბრიტანულ-შვედური ვაქცინის 43 200 დოზის შეძენაში საქართველოს მთავრობას გაეროს ბავშვთა ფონდი დაეხმარა. ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარიძის მიხედვით, ვაქცინის შესაძენად თანხა COVAX პლატფორმაზე “იუნისეფმა” და NCDC-მა პირველ მარტს გადარიცხეს. გაეროს ბავშვთა ფონდი მსოფლიოში ყოველწლიურად დაახლოებით 100 ქვეყნისთვის 2 მილიარდზე მეტ ვაქცინას შეისყიდის. ამჟამად, გაეროს ბავშვთა ფონდი მთავრობებს COVAX-ის პლატფორმის დახმარებით COVID-19-ის ვაქცინების შეძენის, საერთაშორისო მიწოდებისა და ქვეყანაში ვაქცინების გადანაწილების პროცესში ეხმარება.

COVAX პლატფორმის შესახებ

COVID-19-ის ტესტების, მკურნალობის და ვაქცინების განვითარების, წარმოების და წვდომის დასაჩქარებლად მსოფლიოში COVAX-ის პლატფორმა მოქმედებს, რომელსაც  ვაქცინების გლობალური ალიანსი (Gavi), ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) და კოალიცია ეპიდემიისთვის მზადყოფნის ინოვაციებისათვის (CEPI) ხელმძღვანელობენ.  პლატფორმა COVID-19-ის საწინააღმდეგო უსაფრთხო ვაქცინების სამართლიან განაწილებას უზრუნველყოს დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე 92 ქვეყნისთვის, რათა მათ COVID-19-ის პანდემიასთან ეფექტიანად ბრძოლა შეძლონ.

როდის და რა მიზეზით შეჩერდა ევროპის ქვეყნებში “ასტრაზენეკათი” ვაქცინაცია და როდის განახლდა?

“ასტრაზენეკას” ვაქცინის გამოყენება 16 მარტამდე გერმანიამ, საფრანგეთმა, იტალიამ, დანიამ, ესპანეთმა და ევროპის სხვა ქვეყნებმა შეაჩერეს. ვაქცინის შეჩერების მიზეზად რამდენიმე პაციენტში თრომბოემბოლიის ნიშნების გამოვლენა დასახელდა. „ასტრაზენეკას“ განცხადების მიხედვით, ევროპაში აცრილი 17 მილიონი ადამიანიდან თრომბი მხოლოდ  37 პაციენტს განუვითარდა, თუმცა არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ თრომბის გაჩენის რისკი ვაქცინაციამ გამოიწვია. ვაქცინის უსაფრთხოება ევროპის მედიკამენტების სააგენტომაც (EMA) შეისწავლა, რომელმაც 18 მარტს “ასტრაზენეკას” ვაქცინის შესახებ ჩატარებული კვლევის შედეგები გამოაქვეყნა.  კვლევის თანახმად, “ასტრაზენეკას” ვაქცინა თრომბოემბოლიის რისკს არ ზრდის, უსაფრთხოა და მისი სარგებელი რისკებს აღემატება.
ევროპის წამლების სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული დასკვნის შემდეგ  ევროპის რამდენიმე ქვეყანამ (გერმანიამ, იტალიამ, საფრანგეთმა, ესპანეთმა და ა.შ) ასტრაზენეკას ვაქცინის გამოყენება ისევ განაახლა. ვაქცინაცია განახლდა კვიპროსში, ლატვიასა და ლიეტუვაშიც.

პოსტის გავრცელება

შოთა აფხაიძის პოსტი გაზიარდა სამ ჯგუფში: ყველაზე საინტერესო ჯგუფი/yvelaze saintereso jgufiთავისუფალი ჯგუფი (თბილისი)თავისუფალი ჯგუფი (გლდანი, მუხიანი, ზღვისუბანი, ავჭალა).

;


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ლიეტუვა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist