დეზინფორმაცია, თითქოს საბერძნეთში ლიბერალებმა ხატები გადაღებეს

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

933
VIEWS

2018 წლის 28 მაისს ფეისბუქ გვერდმა “პოლიტიკური ნაკვალევი” გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც ხატებზე ვანდალიზმის ფაქტია ასახული. “პოლიტიკური ნაკვალევის” მტკიცებით, ქალაქ სალონიკში, წმინდა ეკატერინეს ტაძარში ხატები ლგბტ თემის წევრებმა დააზიანეს, როდესაც 17 მაისს ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავდნენ. აღნიშნულ ფოტოს 241 გაზიარება აქვს. მათ შორის არის “უფლებადამცველთა გაერთიანების” თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძეც, რომელიც ამავე დროს “ქართულ მარშსაც” წარმოადგენს. ფოტო და თანდართული ინფორმაცია გადამოწმების გარეშე გამოქვეყნდა ულტრა-ნაციონალისტური პოლიტიკური პარტია “ქართული იდეის” Facebook გვერდზეც.

""

"

იგივე ფოტო, წარწერით “სალონიკში, ერთ-ერთი სამლოცველო, ფსევდო ლიბერალების მიერ შეღებილი ხატებით. გონს მოვეგოთ, სანამ ჩვენთანაც ახალგაზრდობა ასე უღმერთო გახდა, რათა ასეთი რამ არ ჩაიდინონ ჩვენთანაც” ათონის მთაზე მოღვაწე ბერმა იერონიმე ქათამაძემაც გამოაქვეყნა. მასზე დაყრდნობით, გადამოწმების გარეშე, იგივე ინფორმაცია სათაურით “ლიბერალებმა ხატები შეურაცხყვეს” გააავრცელა ონლაინ სააგენტომ Dogma.ge, რომელიც საზოგადოებრივ-რელიგიურ ამბებს აშუქებს.

""

"

გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს  2018 წელს საბერძნეთში ხატები აიდაჰოს აღნიშვნასთან დაკავშირებით, 17 მაის ლიბერალურმა ჯგუფებმა და ლგბტ აქტივისტებმა დააზიანეს, დეზინფორმაციაა. რეალურად 2018 წელს გავრცელებული ფოტო 8 წლის წინანდელია, ის პირველად ბერძნულ ფორუმებზე 2010 წელს გამოჩნდა და ანარქისტული ჯგუფების მიერ 2010 წლის აპრილში ხატების დაზიანებას ასახავს.  ბერძენი ანარქისტული ჯგუფების მხრიდან იმავე ხატების ვანდალურ დაზიანებას 2015 წელსაც ჰქონდა ადგილი.

      1. ფოტო პირველად ბერძნულ ფორუმებსა და ბლოგებზე 2010 წელს გამოჩნდა

აღნიშული ფოტოს სხვადასხვა საძიებო სისტემაში გადამოწმების შედეგად ჩანს, რომ ის პირველად ბერძულ ფორუმებსა და ბლოგებზე 2010 წელს გამოჩნდა. პროგრამა Tineye აღნიშნული ფოტოს ყველაზე ძველ თარიღად სწორედ 2010 წლის აპრილს ასახელებს, შესაბამისად ის 2018 წლი 17 მაისის მოვლენებთან კავშირში არ არის.

"

    2. ფოტო თესალონიკში წმინდა ათანასეს ტაძრის წინ მდებარე პატარა ეკლესიაშია გადაღებული

Google Maps-ის მეშვეობით დადგინდა, რომ ფოტო სალონიკში, წმინდა ათანასეს ტაძრის წინ მდებარე წმინდა ეკატერინეს ეკლესიაშია გადაღებული.

"

   3. ვანდალიზმის ავტორები არა ლიბერალები, არამედ ანარქისტული ჯგუფები არიან

წმინდა ათანასეს ტაძარში ხატებზე თავდასხმის შესახებ ინფორმაციის ძიებისას ბერძნული ფორუმები და ბლოგები იძებნება, რომლებზეც 2010 წლის 15 აპრილს ანარქისტული ჯგუფების მიერ ხატებზე ვანდალური თავდასხმაა გაკრიტიკებული. ფაქტი, რომ თავდასხმის ავტორები ანარქისტები არიან, ხატებზე დახატული სიმბოლოდანაც ჩანს.

"

ქვემოთ მოცემულ ფოტოზე ასახულია ანარქისტების მიერ 2010 წლის 20 იანვარს ორგანიზებული მსვლელობა ათენის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ქალაქ ამფისაში. ბანერზე, რომელიც დემონსტრატს უჭირავს, სწორედ იგივე სიმბოლოა გამოსახული.
"
ფოტო: Reuters

როგორც ჩანს, წმინდა ათანასეს ტაძარი ანარქისტების თავდასხმის მსხვერპლი არაერთხელ გამხდარა. ანარქისტულმა ჯგუფებმა იგივე ხატები 2015 წელსაც დააზიანეს.

"

"

ქვეყანა/ორგანიზაცია: საბერძნეთი
წყარო

წყარო

qart
ქართული იდეა

წყარო

მჯ
მჟავანაძე ნიკოლოზ

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist