დეზინფორმაცია, თითქოს საბერძნეთში ახალგაზრდების გარდაცვალება გახშირდა

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

116
VIEWS

19-22 აგვისტოს ფეიქბუქ ანგარიშებმა ნანა ქომეთიანი და  Zura, ასევე გვერდმა ww.rana.ge +995 571 210 010, საბერძნეთში სიკვდილიანობის გაზრდილი მაჩვენებლის შესახებ იდენტური პოსტები გამოაქვეყნეს. პოსტების მიხედვით, საბერძნეთში ახალგაზრდების უეცარი გარდაცვალება ძალიან გახშირდა, რისი მაგალითებიც 30 წლის სრულიად ჯანმრთელი, 4-ჯერ აცრილი ახალგაზრდის სიკვდილი და თებერვლის თვეში 5 ფეხბურთელის სტადიონზე გარდაცვალებაა.

dezinphormatsia thithqos saberdznethshi akhalgazrdebis gardatsvaleba gakhshirda დეზინფორმაცია, თითქოს საბერძნეთში ახალგაზრდების გარდაცვალება გახშირდა

dezinphormatsia thithqos saberdznethshi akhalgazrdebis gardatsvaleba gakhshirda 1 დეზინფორმაცია, თითქოს საბერძნეთში ახალგაზრდების გარდაცვალება გახშირდა

მტკიცება, რომ საბერძნეთში ახალგაზრდების უეცარი გარდაცვალების ფაქტები გახშირებულია, სტატისტიკური მონაცემებით არ დასტურდება. 30 წლის ბერძენი ახალგაზრდა გულის შეტევით გარდაიცვალა და მას კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციასთან კავშირი არ აქვს. 

გარდაცვალების არაბუნებრივად მომატებული რაოდენობა “ჭარბი სიკვდილიანობის” (Excess Mortality) მაჩვენებლით იზომება. ეს ინდიკატორი აჯამებს კრიზისულ პერიოდში (როგორიცაა პანდემია) ყველა მიზეზით გარდაცვალების რაოდენობას და ადარებს მას ბოლო სამი წლის საშუალო მონაცემებს. მიღებული მონაცემები გვაძლევს ინფორმაციას დაახლოებით რამდენი ადამიანი შეეწირა არსებულ კრიზისს.

ამჟამად ასეთი კვლევები კოვიდ-19-ის ეფექტის გასაზომად ტარდება. ევროკავშირში ჩატარებული კვლევის მიხედვით, 2020 წლის შემდეგ საბერძნეთში ყველაზე მაღალი “ჭარბი სიკვდილიანობის” დონე ბოლოს 2021 წლის აგვისტოში დაფიქსირდა. მნიშვნელოვანი მატება შეინიშნებოდა 2021 წლის დეკემბერსა და 2022 წლის მარტშიც: 

dezinphormatsia thithqos saberdznethshi akhalgazrdebis gardatsvaleba gakhshirda 2 დეზინფორმაცია, თითქოს საბერძნეთში ახალგაზრდების გარდაცვალება გახშირდა
წყარო: ec.europa.eu

როგორც ვხედავთ, “ჭარბი სიკვდილიანობის” პროცენტული მაჩვენებელი 2022 წლის მარტის თვიდან ივნისის თვემდე კლებადი იყო. სურათი არ იცვლება 0-დან 44-წლამდე პირთა შორისაც. შესაბამისად, ამ პერიოდში სტატისტიკური მონაცემები ახალგაზრდების გარდაცვალების ზრდას არ აჩვენებს. 

dezinphormatsia thithqos saberdznethshi akhalgazrdebis gardatsvaleba gakhshirda 3 დეზინფორმაცია, თითქოს საბერძნეთში ახალგაზრდების გარდაცვალება გახშირდა

“ჭარბი სიკვდილიანობის” მონაცემები ემთხვევა კოვიდ-19-ის გავრცელების სტატისტიკას – ბოლო ორი ტალღა საბერძნეთმა სწორედ 2021 წლის დეკემბრისა და 2022 წლის თებერვალსა და მარტში გადაიტანა. აღსანიშნავია, რომ კორონავირუსით გარდაცვალებათა უდიდესი ნაწილი არა ახალგაზრდებზე, არამედ ხანდაზმულებსა და იმ პირებზე მოდის, რომლებსაც თანდაყოლილი დაავადებები აქვთ. 

როგორც ზოგადი სტატისტიკა გვაჩვენებს, სიკვდილიანობის მაჩვენებელი საბერძნეთში 1960 წლიდან (ყველაზე ადრეული წელი, რომელზეც ინფორმაცია მოგვეპოვება) იზრდება. 

თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ეს მაჩვენებელი ყველა ასაკობრივ ჯგუფში ერთნაირად იზრდება. პირიქით, 15-დან 60-წლამდე კაცებშიც და ქალებშიც სიკვდილიანობის მაჩვენებელი სტაბილურად იკლებს. 

სიკვდილიანობის მაჩვენებელი 15-დან 60 წლამდე ქალებში:

dezinphormatsia thithqos saberdznethshi akhalgazrdebis gardatsvaleba gakhshirda 4 დეზინფორმაცია, თითქოს საბერძნეთში ახალგაზრდების გარდაცვალება გახშირდა
წყარო: data.worldbank.org/

სიკვდილიანობის მაჩვენებელი 15-დან 60 წლამდე კაცებში:

dezinphormatsia thithqos saberdznethshi akhalgazrdebis gardatsvaleba gakhshirda 5 დეზინფორმაცია, თითქოს საბერძნეთში ახალგაზრდების გარდაცვალება გახშირდა
წყარო: data.worldbank.org/

გავრცელებულ პოსტებს დართული ჰქონდათ ფოტო, რომელზეც ათენში მცხოვრები ხრისტოს მონოლითოსია გამოსახული. ის ბერძნული მედიის ცნობით 30 წლის ასაკში გულის შეტევით გარდაიცვალა

რაც შეეხება ცნობას თებერვალში სპორტსმენების უეცარი გარდაცვალების შესახებ, ყველაზე გახმაურებული ფაქტი ამ პერიოდიდან 21 წლის ბერძენ ფეხბურთელს – ალექსანდროს ლამპისს უკავშირდება, რომელსაც თამაშის მსვლელობის დროს გული გაუჩერდა. გულის გაჩერების შემთხვევები სპორტსმენთა შორის პანდემიამდეც ფიქსირდებოდა და არ არსებობს მტკიცებულება, რომ ვაქცინაცია სპორტსმენების გარდაცვალებას იწვევს. საფეხბურთო ასოციაციების საერთაშორისო ფედერაცია (FIFA) განმარტავს, რომ მათ არ აქვთ ინფორმაცია სპორტსმენებში გულის დაავადებების ზრდასთან დაკავშირებით და არ ჰქონიათ შემთხვევები, რომლებიც კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო აცრით იყო გამოწვეული. აღნიშნული თემა “მითების დეტექტორმა” ადრეც იკვლია:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: საბერძნეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist