დეზინფორმაცია, თითქოს რომპეი “სამშობლოს” და “ეროვნების” სანაგვეზე მოსროლას აპირებს

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

რეალ - Copy
222
VIEWS

2019 წლის 19 ივლისს, Facebook გვერდმა – ,,ფსევდოლიბერალების მხილება“ გამოაქვეყნა ევროკავშირის ევროპული საბჭოს ყოფილი პრეზიდენტის, ჰერმან ვან რომპეის ფოტო, რომელსაც თან ერთვოდა ციტატა:  ,,ისეთი მცნებები როგორიცაა ,,სამშობლო“ და ,,ეროვნება“ ისტორიის სანაგვეზე უნდა მოვისროლოთ“.

გვერდი “ფსევდოლიბერალების მხილება”ამტკიცებს, რომ ზემოაღნიშნული სიტყვები ჰერმან ვან რომპეის ეკუთვნის.

"

Facebook გვერდის “ფსევდოლიბერალების მხილება” მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ჰერმან ვან რომპეიმ განაცხადა, რომ ცნებები “ეროვნება” და “სამშობლო” ისტორიის სანაგვეზეა მოსასროლი, დეზინფორმაციაა. რეალურად რომპეიმ 2013 წლის 9 ნოემბერს სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ევროპა სამშობლო უნდა გახდეს  თავისი მოქალაქეებისთვის, რათა ახალი წევრები თავს ისე გრძნობდნენ, როგორც საკუთარ სახლში. გვერდი “ფსევდოლიბერალების მხილება” რუსულენოვანი მედია საშუალებების მიერ 2013-2014 წელს გავრცელებულ იდენტურ დეზინფორმაციებს იმეორებს. 

  • რას გულისხმობდა ჰერმან ვან რომპეის 2013 წლის 9 ნოემბრის მოხსენება

2013 წლის 9 ნოემბერს ევროკავშირის ევროპული საბჭოს იმდროინდელმა პრეზიდენტმა ჰერმან ვან რომპეიმ ბერლინის კედლის დანგრევის 24 წლისთავთან დაკავშორებულ სიტყვაში  გერმანიის გაერთიანების შემდეგ ევროპაში განხორციელებულ ცვილებებზე ისაუბრა. გამოსვლის დროს რომპეიმ  სამშობლოსა და ეროვნების ცნებებზე სრულიად სხვა კონტექსტში ისაუბრა და აღნიშნა, რომ ევროპა უნდა გახდეს სამშობლო თავისი წევრი სახელმწიფოების მოქალაქეებისთვის, რათა მათ ახალ კლუბში, როგორც საკუთარ სახლში იგრძნონ თავი.

დეზინფორმაცია რეალური ციტატა
ჰერმან ვან რომპეი: ,,ისეთი მცნებები როგორიცაა ,,სამშობლო“ და ,,ეროვნება“  ისტორიის სანაგვეზე უნდა მოვისროლოთ“. ჰერმან ვან რომპეი: “არსებობს კიდევ ერთი გამოწვევა:  ჩვენი ჯერ კიდევ ღია გეოგრაფია, რაც სულაც არ აადვილებს ამოცანას, რომ ევროპა აღიქმებოდეს, როგორც სამშობლო. ყოველ ჯერზე, როდესაც კავშირი ფართოვდება, ჩვენ ვთხოვთ ხალხს, რომ თავი ახალ კლუბში, როგორც საკუთარ სახლში, ისე იგრძნონ. ევროკავშირის თანმდევმა გაფართოებებმა, უდავოდ დააახლოვა ევროპის პოლიტიკური და გეოგრაფიული იდენტობები.”

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ პოპულიზმი და ნაციონალიზმი ჩვენი დროის გამოწვევებს ვერ უპასუხებს და აუცილებელია, პოლიტიკოსებმა მკაფიოდ განსაზღვრონ, თუ რა წარმოადგენს საფრთხეს და ხმამაღლა ილაპარაკონ თავიანთი ევროპული ღირებულებების შესახებ.

იდენტური რუსული წყაროები

იდენტური შინაარსის განცხადებები, თითქოს ჰერმან ვან რომპეი “ეროვნების” და “სამშობლოს” ცნებების უგულვებელყოფას ახდენდა, 2013-2014 წლებში შემდეგ რუსულ მედია საშუალებებშიც ვრცელდებოდა: politikus.ru, newsland.com, დიმიტრი ბელიავის ბლოგი dbelyaev.ru.

"

politikus.ru

"

newsland.com

"

 


“ფასევდოლიბერალების მხილების” შესახებ

Facebook გვერდი ,,ფსევდოლიბერალების მხილება“ 2018 წლის 19 მაისს შეიქმნა. ის აქტიურად ავრცელებს ანტიდასავლური პროპაგანდის შემცველ ინფორმაციას, აზიარებს ჰომოფობიურ და ქსენოფობიურ პოსტებს და თბილისში პარლამენტის წინ მიმდინარე აქციების დისკრედიტაციასაც ახდენს. ჰერმან ვან რომპეის სიტყვებთან დაკავშირებული ცრუ ინფორმაცია კი იმ ნარატივის ნაწილია, თითქოს ევროპა იდენტობასა და ეროვნულ ფასეულობებს გვართმევს.

"

"

"

თემატიკა: იდენტობა
დარღვევის ტიპი: გაყალბებული ციტატა
ქვეყანა/ორგანიზაცია: ევროკავშირი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist