დეზინფორმაცია, თითქოს რასიზმში დადანაშაულების შიშით აშშ-ის პოლიცია უმოქმედოა

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

61
VIEWS

14 ივნისს ფეისბუქ მომხმარებლებმა Fantina Georgian და გიორგი კიკნაძე გამოაქვეყნეს ვიდეო, რომელშიც ჩანს, თუ როგორ ამსხვრევს შავკანიანი მამაკაცი პოლიციის მანქანის უკანა საქარე მინას. პოსტის ავტორების აღწერით, პოლიცია რასიზმში დადანაშაულების შიშით დანაშაულის აღკვეთისგან თავს იკავებს.

ვიდეო, რომელშიც ჩანს, თუ როგორ აზიანებს მამაკაცი პოლიციის მანქანას, ყალბი აღწერით ვრცელდება. აღნიშნული ინციდენტი 2014 წელს ქალაქ ლოს-ანჯელესში მოხდა და პოლიციამ მამაკაცი მალევე დააკავა. 

გავრცელებულ ვიდეოში ასახული ინციდენტი 2014 წლის 12 თებერვალს ქალაქ ლოს-ანჯელესში, ჰოლივუდის დიდების ხეივანში მოხდა და ის თვითმხილველმა დენიელ მიტჩელმა გადაიღო

ვიდეოზე ასახული პიროვნება 27 წლის ლეისტონ რაისია, რომელმაც პოლიციის მანქანის 5 მინა ლეპტოპის მოპარვის მიზნით ჩაამსხვრია. ლოს-ანჯელესის პოლიციამ ის იქამდე დააკავა, სანამ მიმალვას მოახერხებდა. 

რაისს ბრალი ვანდალიზმისა და ძარცვის მუხლებით წაუყენეს. მოგვიანებით მას 1 წლიანი პატიმრობა და 5 წლიანი პირობითი მსჯავრი შეეფარდა. გარდა ამისა, მას სიბრაზის მართვის 26 სეანსზე დასწრება და ზარალის ანაზღაურების მიზნით 4700 დოლარის გადახდა დაეკისრა


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist