დეზინფორმაცია, თითქოს ყაზახეთში უკრაინის ელჩმა ქვეყანა ყაზახეთის ხელისუფლების მოთხოვნით დატოვა

კითხვის დრო: < 1 minute

კითხვის დრო: < 1 minute

257
VIEWS

8-9 სექტემბერს ქართულენოვანმა და რუსულენოვანმა ფეისბუქ ანგარიშებმა (1,2,3,4,5,6) გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ყაზახეთში უკრაინის ელჩმა პეტრო ვრუბლევსკიმ ქვეყანა ყაზახეთის ხელისუფლების მოთხოვნით დატოვა. ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი დამატებით ამტკიცებს, რომ ელჩს მხოლოდ რამდენიმე საათი მისცეს ქვეყნის დასატოვებლად და ის პოლონეთში გადაფრინდა. 

მტკიცება,  თითქოს უკრაინის ელჩმა ყაზახეთში ქვეყანა ყაზახეთის ხელისუფლების მოთხოვნით დატოვა, მცდარია. უკრაინისა და ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტროების ინფორმაციით, პეტრო ვრუბლევსკის ქვეყნიდან გასვლის მიზეზი შვებულებაა. 

გავრცელებული ინფორმაცია უკრაინის ელჩის მიერ ყაზახეთის დატოვების შესახებ უკრაინისა და ყაზახეთის მხარეებმაც დაადასტურეს, თუმცა, ორივე მხარის მტკიცებით, ამის მიზეზი არა ყაზახეთის ხელისუფლების მოთხოვნა, არამედ ელჩის შვებულებაში გასვლაა. 

ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლმა აიბეკ სმადიაროვმა ამ თემაზე კომენტარი 5 სექტემბერს გააკეთა. სმადიაროვის თქმით, ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, პეტრო ვრუბლევსკი შვებულებაში იყო.  

ვრუბლევსკის შვებულებაში ყოფნა უკრაინულ მედიასთან უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ოლეგ ნიკოლენკომაც დაადასტურა

უკრაინის ელჩი ყაზახეთში ყურადღების ცენტრში მას შემდეგ მოექცა, რაც 21 აგვისტოს ყაზახ ბლოგერთან დიაზ კუზაიროვთან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინა ცდილობს “რაც შეიძლება მეტი რუსი დახოცოს”. 

ამ კომენტართან დაკავშირებით უკრაინის ელჩი ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს და საყვედური გამოუცხადეს. ოფიციალური უწყების განმარტებით, ვრუბლევსკის ფრაზის შინაარსი აზიანებს დაახლოების პროცესს, რაც დიპლომატიის მიზანია.  მოგვიანებით, პეტრო ვრუბლევსკიმ კომენტარის გამო ბოდიში მოიხადა და მიზეზად ომის მიმდინარეობით გამოწვეული ემოციური ფონი დაასახელა.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი, უკრაინა, ყაზახეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist