დეზინფორმაცია, თითქოს ფაშინიანი აფხაზეთის ომში ,,ბაგრამიანის ბატალიონის” მონაწილეობას ,,საბედისწერო შეცდომად” აფასებს

კითხვის დრო: 1 minute

კითხვის დრო: 1 minute

277
VIEWS

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გააქტიურებასთან ერთად ქართულ ფეისბუკ გვერდებსა და საჯარო ჯგუფებში ვრცელდება ,metronome.ge-ს 2018 წლის 5 მაისით დათარიღებული მასალა, რომელშიც სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის ციტატაა მოყვანილი. მასალის მიხედვით, ფაშინიანი ქართულ-სომხური ურთიერთობების გაფუჭებაზე საუბრობს და ამ პროცესში ,,საბედისწერო შეცდომად” აფხაზეთის ომში ,,ბაგრამიანის ბატალიონის” მონაწილეობას აფასებს.

,,სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი მიიჩნევს, რომ ”ბაგრამიანის ბატალიონი” და  მონაწილეობა  აფხაზეთის ომში საქართველოს წინააღმდეგ იყო  სომხების საბედისწერო შეცდომა,რომელმაც გააფუჭა ქართულ-სომხური ურთიერთობები. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.”

ინფორმაცია, თითქოს ნიკოლ ფაშინიანმა ბაგრამიანის სახელობის ბატალიონსა და აფხაზეთის ომში საქართველოს წინააღმდეგ მისი მონაწილეობის შესახებ ისაუბრა და მას სომხეთის ,,საბედისწერო შეცდომა” უწოდა, დეზინფორმაციაა. ფაშიანიანის პრესსპიკერმა, ტიგრან ავინიანმა ნეტგაზეთთან საუბარში ამ ციტატის ნამდვილობა უარყო და მას დეზინფორმაცია უწოდა.

2018 წლის გაშუქება

2018 წელს ონლაინ გამოცემა “ნეტგაზეთი” “მეტრონომის” მიერ ქართულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით სომხეთის პრემიერ-მინისტრის აპარატს დაუკავშირდა. პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ტიგრან ავინიანმა ასეთი კომენტარის გაკეთების ფაქტი უარყო და განაცხადა, რომ გავრცელებული ცნობები დეზინფორმაცია იყო.

მსგავსი განცხადება ინტერნეტში არც ღია საძიებო სისტემებით იძებნება.

გარდა მეტრონომისა, აღნიშნული ციტატა 2018 წელს სხვა ქართულ მედიებშიც ვრცელდებოდა. მათ შორის იყო cyc.ge, infonews.ge, reportiori.ge და tbiliselebi.ge. ამასთანავე, ფაშინიანს არასწორად ციტირებდა for.ge-სთან ინტერვიუში ექსპერტი ვახტანგ მაისაიაც, რომელიც ციტატის შინაარსიდან გამომდინარე, ყალბ ფრაზას ,,ფაშინიანის აღიარებას” უწოდებდა.

2020 წლის გავრცელება

2 წლის წინანდელი მასალის აქტიური გაზიარება სოციალურ ქსელებში 2020 წელს  ყარაბაღის კონფლიქტის გააქტიურებიდან, 27 სექტემბრიდან დაიწყო. 29 სექტემბერს metronome.ge-ს მასალა გაავრცელეს ფეისბუკ გვერდებმა ,,დედაქალაქი” და ,,თანამოაზრეთა გაერთიანება – საქართველო”.

ფეისბუკ გვერდებთან ერთად, ინფორმაციის გავრცელების პლატფორმად გამოყენებული იყო ღია ფეისბუკ ჯგუფებიც, მათ შორის ლიდერები მიხეილ სააკაშვილთან ალიანსში / Leaders with Mikheil Saakashvili in, მილე-New-მი, გავერთიანდეთ მტრის წინააღმდეგ და მიშასეული წინსვლის დასაბრუნებლად!, საქართველო, თავისუფალი კავკასია/free caucasus, ომის ვეტერანები, საზღვრებს მიღმა, ,,აფხაზთა კრება“, ძალა ერთობაშია, LIVE GEORGIA;

 

ბაგრამიანის ბატალიონის შესახებ

ბაგრამიანის ბატალიონი 1992-93 წლებში აფხაზეთის ომის დროს ჩამოყალიბდა. ბატალიონი, რომელიც ძირითადად გაგრის, გუდაუთისა და ტყვარჩელის ზონაში მცხოვრები სომეხი ახალგაზრდებით იყო დაკომპლექტებული, ომში სეპარატისტების მხარეს იბრძოდა. აღნიშნული შენაერთი საბჭოთა სომეხი მარშლის ივანე ბაგრამიანის სახელს ატარებდა.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: სომხეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist