დეზინფორმაცია, თითქოს ოლენა ზელენსკას ფონდი უკრაინელი ბავშვების ტრეფიკინგშია ჩართული

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

1.5k
VIEWS

2024 წლის 31 მაისს Facebook მომხმარებლებმა ედუარდ ჯიშკარიანმა და ლადო ქართველიშვილმა გამოაქვეყნეს პოსტები, რომელიც უკრაინის პირველ ლედს ოლენა ზელენსკას უკრაინელებისთვის ბავშვების წართმევასა და მათ ბრიტანელ პედოფილებზე გაყიდვაში ადანაშაულებს. პოსტის ავტორის მიხედვით ინფორმაცია გამომძიებელმა-ჟურნალისტმა ჯონათან ჰილმა გაზეთ The Austin Crier-ში გაავრცელა.

zelenska1 დეზინფორმაცია, თითქოს ოლენა ზელენსკას ფონდი უკრაინელი ბავშვების ტრეფიკინგშია ჩართული zelenska2 დეზინფორმაცია, თითქოს ოლენა ზელენსკას ფონდი უკრაინელი ბავშვების ტრეფიკინგშია ჩართული

ოლენა ზელენსკას წინააღმდეგ მიმართული ბრალდება რეალობას არ შეესაბამება. თავდაპირველად აღნიშნული ინფორმაცია რუსულმა და ფრანგულმა პროპაგანდისტულმა საიტებმა გაავრცელეს და ის ძირითადად ყალბ ჟურნალისტებსა და მოწმეებს ეყრდნობოდა. პირველი ლედის ფონდი რეალურად საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა და ომში დაზარალებულ ბავშვებსა და ოჯახებს სხვადასხვა ჰუმანიტარული გზით ეხმარება. 

ოლენა ზელენსკას ბავშვების წართმევასა და მათ დასავლურ სახელმწიფოებში პედოფილებზე გაყიდვაში რუსული და ფრანგულენოვანი პროპაგანდისტული საიტები ჯერ კიდევ 2023 წლის ნოემბერში ადანაშაულებდნენ. სტატიებში დაზარალებული მშობლები ყვებოდნენ ამბებს, თუ როგორ წაართვეს მათ შვილები ზელენსკას ფონდის თანამშრომლებმა, რათა ისინი უფრო უსაფრთხო ადგილზე წაეყვანათ. გამოძიებაში ასევე იყო ჩანაწერები იმ პირების, რომლებიც ამტკიცებდნენ რომ ბავშვების წართმევის და გადაცემის პროცესში მონაწილეობდნენ. ერთ-ერთი პირის მიხედვით, მან ბავშვები ლონდონში დელფინის სკვერის გვერდით სხვას გადასცა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ საკითხს ლონდონის პოლიცია 18 თვე იძიებდა, თუმცა ამის დამამტკიცებელ ვერანაირ სამხილს ვერ მიაგნეს.

ბულგარული ფაქტების გადამოწმების ორგანიზაციის მიხედვით პირველად ინფორმაცია ფრანგულენოვანმა ვებ-საიტმა Netafrique-მა გაავრცელა, შემდგომში კი იგივე ტექსტი სენეგალურმა მედიამ Senenews-მა გამოაქვეყნა. სტატია ასევე გამოაქვეყნა ცნობილმა პროპაგანდისტულმა ვებ-საიტმა Intel Drop-მა, რომლის ყალბ ინფორმაციებზე მითების დეტექტორი წარსულშიც წერდა. ყველა შემთხვევაში ბრალდება ფრანგი ჟურნალისტის რობერტ შმიდტის ჟურნალისტურ გამოძიებას და ვიდეოს ეფუძნებოდა, სადაც უცნობი პირი, რომელიც საკუთარ თავს ზელენსკას მძღოლს უწოდებდა, პირველ ლედს ბავშვების ტრეფიკინგსა და მათზე სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებდა. აღსანიშნავია, რომ იგივე სახელით ჟურნალისტი მართლაც არსებობს, თუმცა მას აღნიშნულ თემაზე არცერთი მასალა არ გამოუქვეყნებია.

zelenska3 დეზინფორმაცია, თითქოს ოლენა ზელენსკას ფონდი უკრაინელი ბავშვების ტრეფიკინგშია ჩართული
რობერტ შმიდტის ვიდეო იუთუბზე

საგულისხმოა, რომ 2023 წლის ნოემბერში სხვადასხვა მედია საშუალებამ გაავრცელა სტატიები, რომლებიც წყაროდ შმიდტის იუთუბზე გამოქვეყნებულ ვიდეოს იყენებდნენ (ვიდეო დღეს იუთუბზე აღარ იძებნება). სტატიები ძირითადად გამოგონილი ავტორების მიერ იყო დაწერილი. სტატიას, რომელსაც მომხმარებელი ედუარდ ჯიშკარიანი წყაროდ იყენებს, ავტორად ჯონათან ჰილი ჰყავს, რომელსაც მხოლოდ ერთი სტატია აქვს გამოქვეყნებული და ვებ-გვერდზე მის შესახებ ინფორმაცია საერთოდ არ იძებნება. ყალბი ბრალდება ასევე აქტიურად ვრცელდებოდა ტელეგრამ ჯგუფებში.

კრემლის პროპაგანდა ხშირად იყენებს მეთოდს, როდესაც სტატიებს საეჭვო უცხოური ვებსაიტები აქვეყნებენ და უმეტესად ანონიმურ წყაროებს ეყრდნობიან, რომლებიც თავს კონკრეტული კომპანიის თანამშრომლად წარმოაჩენენ, თუმცა ვიდეოებში სახეს მალავენ. ინფორმაცია, თითქოს ოლენა ზელენსკას ფონდი ბავშვების ტრეფიკინგში იყო ჩართული, ადრეც ვრცელდებოდა, რაც ფაქტების გადამმოწმებელმა ორგანიზაცია Stopfake-მა გადაამოწმა.

ოლენა ზელენსკას ფონდის შესახებ 

ოლენა ზელენსკას ფონდი 2022 წლის 22 სექტემბერს შეიქმნა. მისი ძირითადი მისია უკრაინაში ომით დაზარალებული ბავშვების დახმარებაა. ფონდი ბავშვების მენტალურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნავს და ასევე მათ უქმნის პირობას კვლავ განაგრძონ განათლების მიღება.

ოლენა ზელენსკას ფონდი მონაწილეობს ისეთ ღონისძიებებში, როგორებიცაა იზიუმში რუსეთის მიერ განადგურებული საავადმყოფოს აღდგენა, ომისგან დანგრეული საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და თავშესაფრების რეაბილიტაცია და სხვა. ზელენსკას ფონდი საერთოდ არ მონაწილეობს ბავშვების უსაფრთხო ადგილებში გადაყვანაში.

ფონდი გამჭვირვალობის მიზნებისთვის აქტიურად თანამშრომლობს გავლენიან ორგანიზაცია Ernst & Young-თან და ყოველწლირად ამზადებს ანგარიშს ხალხისთვის და პარტნიორებისთვის, რათა უფრო ცხადი გახდეს, რაში და რა მიზნებისთვის დაიხარჯა ფონდის ფული.

zelenska4 დეზინფორმაცია, თითქოს ოლენა ზელენსკას ფონდი უკრაინელი ბავშვების ტრეფიკინგშია ჩართული
პირველი ლედი და მისი გუნდი ლვივში საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლს ეწვივნენ და მათ ჰუმანიტარული დახმარება გადასცეს.

წყაროების შესახებ

ქართულ ენაზე ინფორმაცია ფეისბუქზე იმ ფეისბუქ მომხმარებლების მიერ მოხვდა, ვინც ყალბი ინფორმაციის გავრცელებაში ხშირად ყოფილან შემჩნეული. ედუარდ ჯიშკარიანის მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას მითების დეტექტორი სისტემატურად ამოწმებს.

ლადო ქართველიშვილი ასევე ხშირად აზიარებს დეზინფორმაციას უკრაინის ბიოლაბორატორიებზე და კოვიდ19-ზე.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: დიდი ბრიტანეთი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist