დეზინფორმაცია, თითქოს ოკუპირებულ აფხაზეთში არჩევნებს ევროპარლამენტარები დააკვირდებიან

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

3
231
VIEWS

2019 წლის 26 აპრილს საინფორმაციო სააგენტო პირველმა გამოაქვეყნა სტატია სათაურით “დე ფაქტო მთავრობის ცნობით, ოკუპირებულ აფხაზეთში “არჩევნებს” ევროპარლამენტარები დააკვირდებიან”. სტატიაში მითითებულია, რომ 2019 წლის ივლისში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებზე დამკვირვებლებად ევროპარლამენტის დეპუტატებსაც მიიწვევენ, ხოლო არჩევნებზე დაკვირვების პირობა აფხაზურმა დელეგაციამ ევროპარლამენტარებისაგან მიმდინარე წლის მარტში ბრიუსელში ვიზიტისას მიიღო.

იგივე ინფორმაცია გაზეთმა “კვირის პალიტრამ”  29 აპრილი – 5 მაისის ნომერში გამოაქვეყნა.

“კვირის პალიტრის” რედაქცია: „ევროპარლამენტის დეპუტატები აფხაზეთში – ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ირაკლი ტუჟბას თქმით, ევროპარლამენტის დეპუტატები ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე დამკვირვებლების სტატუსით აფხაზი „დიპლომატების“ ბრიუსელში ვიზიტის დროს მოიწვიეს. „ევროპარლამენტის წარმომადგენლები პირობას დებენ, რომ დამკვირვებლების სტატუსით დაესწრებიან საპრეზიდენტო არჩევნებს“, – აღნიშნა მან“.

სააგენტო პირველი ინფორმაციის წყაროდ “სპუტნიკს” უთითებს, ხოლო “კვირის პალიტრის”  სტატიაში ინფორმაციის წყარო საერთოდ არ არის მითითებული. ინფორმაცია 25 აპრილს Sputnik Abkhazia-მ გაავრცელა.

საინფორმაციო სააგენტო პირველის, “კვირის პალიტრისა” და Sputnik Abkhazia-ს მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ევროპარლამენტარები აფხაზურ დელეგაციას ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე დაკვირვებას დაპირდნენ ტყუილია, ვინაიდან საქართველოში ევროკავშირის მისიის განცხადებით, ევროპარლამენტს მსგავსი დაპირება არ გაუცია, რაც ერვოკავშირის მხრიდან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ არსებული არაღიარების პოლიტიკის ნაწილია. მანიპულაციურია სააგენტო პირველის მიერ გამოყენებული სათაურიც, რომელიც მკითხველს მტკიცებით ფორმაში აწვდის მცდარ ინფორმაციას და უქმნის შთაბეჭდილებას თითქოს ევროპარლამენტარების მიერ საპრეზიდენტო არჩევენბზე დაკვირვება გადაწყვეტილი საკითხია.

      1. ევროპარლამენტს  აფხაზეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე დაკვირვების პირობა არ გაუცია

“მითების დეტექტორი” კომენტარისთვის საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობას დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ ევროპარლამენტს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე დაკვირვების პირობა არ გამოუთქვამს.

“ევროპარლამენტს ან რომელიმე მის ოფიციალურ ორგანოს (პრეზიდენტის, საგარეო საქმეთა კომიტეტის ან დემოკრატიის მხარდაჭერისა და არჩევნების საკოორდინაციო ჯგუფის – DEG ჩათვლით), არ გამოუთქვამს და არც აპირებს, გამოთქვას დაპირება, რომ დააკვირდება ზემოხსენებულ ,,არჩევნებს“,- ნათქვამია  ევროკავშირის წარმომადგენლობის წერილში.

ევროკავშირიდან მიღებული პასუხის თანახმად, თუკი ევროპარლამენტის ცალკეული წევრები 2019 წლის ივლისში აფხაზეთში ჩასვლას გადაწყვეტენ და/ან გააკეთებენ საჯარო კომენტარს იქ მიმდინარე მოვლენებზე, ეს იქნება მხოლოდ მათი პირადი გადაწყვეტილება, რომელიც არც ერთ შემთხვევაში არ წარმოადგენს ევროპარლამენტისა თუ ევროკავშირის პოზიციას.

     2. ევროკავშირი არ აღიარებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩატარებულ არჩევნებს

ევროკავშირს აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის მიმართ არაღიარების პოლიტიკა აქვს გამოცხადებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ის მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და არ აღიარებს მითითებული რეგიონების თვითგამოცხადებულ დამოუკდიებლობას, მათ სახელმწიფო ინსტიტუტებსა და არჩევნებს.

ევროკავშირი არ აღიარებს რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების მიერ საქართველოს რეგიონებში აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში 2016 წელს და 2017 წელს ჩატარებული ეგრეთ წოდებული არჩევნებისა და რეფერენდუმის საფუძველს”,- ვკითხულობთ ევროპარლამენტის 2018/2741 რეზოლუციაში.

2018 წლის დეკემბერში საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ფედერიკა მოგერინიმ ევროპარლამენტის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ ევროკავშირის არაღიარების პოლიტიკას.

     3. მანიპულაციური სათაური

სააგენტო პირველის მიერ სტატიისთვის შერჩეულ სათაურს   -“დე ფაქტო მთავრობის ცნობით, ოკუპირებულ აფხაზეთში “არჩევნებს” ევროპარლამენტარები დააკვირდებიან” მკითხველი შეცდომაში შეჰყავს და უქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს ევროპარლამენტარების მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე დაკვირვება გადაწყვეტილი საკითხია. თავად სტატიაში კი ვკითხულობთ, რომ ევროპარლამენტის დეპუტატებს არჩევნებზე დამკვირვებლებად მიიწვევენ და აფხაზურმა დელეგაციამ დაკვირვების შესახებ დაპირება მიიღო.

pia.ge-ს მიერ მომზადებული მასალის სათაური განსხვავდება პირველწყაროს –  Sputnik Abkhazia-ს სათაურისგანაც, სადაც ინფორმაცია გამოქვეყნდა სათაურით  “ევროპარლამენტის დეპუტატები აფხაზეთის არჩევნებზე დამკვირვებლებად მიიწვიეს” (“Депутатов Европарламента пригласили наблюдателями на выборы в Абхазии”).

"

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ევროკავშირი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist