დეზინფორმაცია, თითქოს ნიდერლანდებში პედოფილია ლეგალური გახდა

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

34
VIEWS

2023 წლის 7 მარტს ფეისბუკის ქართულენოვანმა მომხმარებლებმა (1, 2) გამოაქვეყნეს პოსტი ნიდერლანდებში პედოფილიის დაკანონების შესახებ. პოსტებში აღნიშნულია, რომ ესპანეთში ზოოფილიასთან ერთად, ჰოლანდიაში პედოფილიას ლეგალურს ხდიან. დამატებით, ერთ-ერთი პოსტი ამტკიცებს, რომ “ჰოლანდიური პედოფილური პარტია” მიცვალებულებთან სექსის ლეგალიზებასაც ცდილობს.

Screenshot 5 3 დეზინფორმაცია, თითქოს ნიდერლანდებში პედოფილია ლეგალური გახდა

გავრცელებული ინფორმაცია ესპანეთში ზოოფილიის ხოლო ნიდერლანდებში პედოფილიის ლეგალიზაციასთან დაკავშირებით, დეზინფორმაციაა. მოცემული განცხადება ეკუთვნის ნიდერლანდების დემოკრატიული პარტიის ახალგაზრდულ ფრთას და ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში მსგავსი კანონპროექტი არ განიხილება. 

  • ნიდერლანდებში პედოფილიის ლეგალიზება არ მომხდარა

ნიდერლანდების კანონმდებლობის მიხედვით არასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობა 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება. ამასთანავე, ბავშვთა პორნოგრაფიის შექმნა, გავრცელება და ფლობა სისხლის სამართლის დანაშაულია და 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პოსტებს თან ერთვის სქრინშოტი, რომელზე ასახული განცხადებაც ნიდერლანდების დემოკრატიული პარტიის (D66) ახალგაზრდული ფრთას ეკუთვნის. ის “ახალგაზრდა დემოკრატების” სახელით არის ცნობილი და მისი წევრების განცხადებით, პოლიტიკურად დამოუკიდებელ ორგანოს წარმოადგენს. პედოფილიის შესახებ იდეები, რომლებიც მათ ვებ-გვერდზე არის გამოქვეყნებული, 2019 წელს შიდა პარტიულ შეკრებაზე ჩამოაყალიბეს, თუმცა აღნიშნულ იდეებზე კანონპროექტის განხილვა არასდროს მომხდარა. დემოკრატიული პარტიის ახალგაზრდული ფრთა ფიქრობს, რომ  პედოფილია სკოლებში უნდა ისწავლებოდეს, როგორც სექსუალური ორიენტაცია. მათ ასევე განაცხადეს, რომ საჭიროა ვირტუალური საბავშვო პორნოს (კომპიუტერით გენერირებული ფოტო/ვიდეო კადრები) ლეგალიზებაც, რაც გამოიწვევს რეალური ბავშვების პორნოების ყურების და პედოფილების მხრიდან ბავშვებზე ძალადობის ფაქტების შემცირებას.

რაც შეეხება, ე.წ. “პედოფილური პარტიას”, ასეთი აღარ არსებობს. 2006 წელს ნიდერლანდებში თვითგამოცხადებული პედოფილების მიერ ჩამოყალიბდა “მეზობლური სიყვარულის, თავისუფლებისა და მრავალფეროვნების პარტია”. მისი ერთ-ერთ დამფუძნებელი იყო ვან დენ ბერგი, შემდგომში პედოფილური ასოციაცია Vereniging MARTIJN ‘s-ის ლიდერი, რომელიც 2012 წელს ჰოლანდიურმა სასამართლომ უკანონოდ სცნო. პოლიტიკური მოძრაობის მთავარი მოთხოვნები არასრუწლოვანთა პორნოს ლეგალიზებას და სქესობრივ აქტზე თანხმობის ასაკის 12 წლამდე შეეხებოდა. მათ სცადეს 2006 წელს არჩევნებში მონაწილეობის მიღება, თუმცა სათანადო 580 ხელმოწერის მიღება ვერ მოახერხეს და 2010 წელს პარტია დაიშალა. 2020 წელს პარტია ხელახლა შეიქმნა, თუმცა 2022 წელს ხალხის წინააღმდეგობისა და ადვოკატ იმე დროსტის ძალისხმევით, პარტია კვლავ დაიშალა, ხოლო მისი ლიდერი ბავშვთა პორნოგრაფიის და ტრეფიკინგის ბრალდებით დააპატიმრეს.

  • ნიდერლანდების პარლამენტში დაწყებულია პროცედურა ნეკროფილიის კანონსაწინააღმდეგო ქმედებად დამტკიცების შესახებ

ნიდერლანდებში ამჟამად ნეკროფილია (გვამთან სქესობრივი აქტი) კანონით არ ისჯება. თუმცა, 2022 წლის დეკემბერში პარლამენტარმა ლილიან ჰელდერმა განაცხადა, რომ საჭიროა კანონის მიღება, რომელიც აღნიშნულ აქტს უკანონოდ სცნობს. მას ამ საკითხში პარლამენტის სხვა წევრების უმრავლესობასთან ერთად, იუსტიციისა და უსაფრთხოების მინისტრიც ეთანხმებიან და პროცესის დასრულება მიმდინარე წლის გაზაფხულზე იგეგმება. შედეგად, მიცვალებულის სხეულთან სექსუალური აქტი კრიმინალიზირებული იქნება და მის ჩამდენს სერიოზული სასჯელი დაეკისრება.

  • ესპანეთში ზოოფილია არ დაუკანონებიათ

ესპანეთში განიხილება საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც გარკვეულ ჩასწორებებს ითვალისწინებს და მისი მიზანი ცხოველების მიმართ სასტიკი მოპყრობის წინააღმდეგ ბრძოლაა. კერძოდ, ტერმინი “ცხოველთა ექსპლუატაცია” შეცვლილია ტერმინით “სექსუალური ხასიათის ქმედება”. ესპანეთის სოციალური უფლებების სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით კი ცხოველებთან ნებისმიერი სექსუალური აქტი დაისჯება. ამასთანავე, იზრდება ჩამონათვალი იმ ცხოველების სახეობებისა, რომლის წინააღმდეგ ნებისმიერი სახის დანაშაულის ჩადენის შემთხვევებიც კანონსაწინააღმდეგოდ აღიქმება და დასჯადი იქნება. 

Მითების დეტექტორი ამ თემაზე ადრეც წერდა, ვრცლად იხილეთ:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ესპანეთი, ნიდერლანდები
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist