დეზინფორმაცია, თითქოს NATO-მ რუსეთთან გაფორმებული ხელშეკრულება დაარღვია

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

vvvvvvv
249
VIEWS

2017 წლის 28 იანვარს ონლაინ გამოცემა “საქართველო და მსოფლიოს” ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა გივი სომხიშვილის სტატია “იხარე მტერო, იკვნესე ერო!” მასალაში ავტორი აღნიშნავს, რომ NATO-მ რუსეთთან დადებული შეთანხმება დაარღვია და “რუსეთს გარს შემოერტყა”.

გივი სომხიშვილი: “ნატომ დაივიწყა ადრე დადებული ყველა შეთანხმება, უმადურობაშეპყრობილი ზოგიერთი ყოფილი სოციალისტური რესპუბლიკა შეიერთა და რუსეთს ისე შემოერტყა გარს, როგორც მომაკვდავ ლომს აფთრების ხროვა. არადა, მომაკვდავი ლომიც ლომია. რუსეთმა გამოჯანმთელება დაიწყო და მსოფლიოს დაანახვა თავისი ძალა. ნატო კი კაცობრიობის საფრთხობელად განაგრძობს არსებობას და მისგანვე გამწარებულ ქვეყნებს ბირთვული ომის ჯოჯოხეთისკენ ექაჩება.”

მესიჯი, რომ აღმოსავლეთ ევროპაში წარმოდგენით NATO-მ 1997 წლის შეთანხმება დაარღვია, რუსული ნარატივის ნაწილია, რომელსაც რუსი პოლიტიკოსები  (მაგალითად, სერგეი ლავროვი, ალექსანდრ გრუშკო) და რუსულენოვანი მედია საშუალებები ავითარებენ, მათ შორის ria novosti, sputnik და სხვა. რეალურად აღნიშნულ შეთანხმებას თუ ვინმე არღვევს, რუსეთია, რადგანაც შეთანხმებაში ორივე მხარე იღებს ვალდებულებას, პატივი სცენ სახელმწიფოთა სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებს. ამასთან აღმოსავლეთ ევროპის 4 ქვეყანაში NATO-ს წარმომადგენლობა როტაციულია და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ “არსებით საბრძოლო ძალებს” არ წარმოადგენს.

რეალური ფაქტი N1: აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში NATO-ს წარმომადგენლობა როტაციულია, რაც არ არღვევს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ “არსებითი საბრძოლო ძალების” პრინციპს

1997 წელს NATO-სა და რუსეთს შორის გაფორმდა “დამფუძნებელი აქტი ნატოსა და რუსეთის ფედერაციას შორის ორმხრივი ურთიერთობის, თანამშრომლობისა და უსაფრთხოების შესახებ,” რომელიც რუსეთის მხრიდან არაერთხელ გამხდარა NATO-ს წინააღმდეგ დებატებში მთავარი არგუმენტი, თითქოს აღმოსავლეთ ევროპაში NATO-ს გაზრდილი აქტივობებით, ალიანსი ამ შეთანხმებას არღვევს.

რეალურად, დამფუძნებელ აქტში აღნიშნულია, რომ NATO გააგრძელებს კოლექტიური თავდაცვის პრინციპის აღსულებას და სხვა მისიების განხორციელებას “არა არსებითი საბრძოლო ძალების პერმანენტული განთავსებით, არამედ თავსებადობის, ინტეგრაციისა და შესაძლებლობების გაძლიერებით.” ამასთან, ნათქვამია, რომ ამ ტიპის ღონისძიებები განხორციელდება “აგრესიის საფრთხის”, “სამშვიდობო მისიებისა” და “წვრთნების” შემთხვევაში, რომელიც თავსებადია გაეროს ქარტიასთან, ეუთოს პრინციპებთან და  “ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ ხელშეკრულებასთან”.

NATO-ს ოთხი საერთაშორისო საბრძოლ ჯგუფი, რომელიც ესტონეთში, ლატვიაში, ლიტვასა და პოლონეთშია წარმოდგენილი როტაციულია და ის არ წარმოადგენს ალიანსის “არსებით საბრძოლო ძალებს”, რაც იმას ნიშნავს, რომ აღმოსვლეთ ევროპაში NATO-ს წარმომადგენლობა 1997 წლის ხელშეკრულებას არ არღვევს.

რეალური ფაქტი N2: რუსეთმა NATO-სთან შეთანხმების არაერთი პირობა დაარღვია

1997 წლის აქტით გათვალისწინებული NATO-რუსეთის ურთიერთობა 7 პრინციპს ეფუძნება, მათ შორის:

  • თავშეკავება დაშინების ან ძალის გამოყენებისგან როგორც ერთმანეთის წინააღმდეგ, ასევე სხვა ნებისმიერი სახელმწიფოს, მისი სუვერენულობის, ტერიტორიული მთლიანობის ან პოლიტიკური დამოუკიდებლობის წინააღმდეგ იმ ფორმებით რაც შეუთავსებელია გაეროს ქარტიასთან და ჰელსინიკის აქტით გათვალისწინებულ პრიცნიპებთან;
  • ყველა სახელმწიფოს სუვერენულობის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე მათი თანდაყოლილი უფლების პატივისცემა, აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების განმტკიცების მეთოდი. ამასთან, საზღვრების მთლიანობისა და ჰელსინკის აქტითა და ეუთოს დოკუმენტაციით დაცული ხალხთა თვითგამორკვევის უფლების პატივისცემა;
  • სამხედრო დოქტრინებისა და თავდაცვის პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში ორმხრივი გამჭვრივალობა.

აღნიშნული დოკუმენტზე ხელის მოწერით, რუსეთმა აიღო ვალდებულება, რომ არ გამოიყენებდა ძალას და დაშინების სხვა მეთოდებს როგორც NATO-ს წევრი, ასევე სხვა სახელმწიფოების წინააღმდეგ. აღნიშნული პრინციპები რუსეთმა დაარღვია როგორც 2008 წელს საქართველოში სამხედრო ინტერვენციით, ასევე ყირიმის უკანონო ანექსიით. საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ტეროტირებზე რუსეთს სამხედრო ბაზები ამ ქვეყნების ხელისუფლებების ნების საწინააღმდეგ აქვს განთავსებული.

რეალური ფაქტი N3: NATO-ს წევრობა სახელმწიფოთა ნებას ეფუძნება.

ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებმა ალიანსის ქევრობა საკუთარი ნების საფუძველზე აირჩიეს, რასაც თან ახლდა დემოკრატიული პროცესები და გამჭვირვალობა.
საპირისპიროდ, საბჭოთა კავშირში და ვარშავის პაქტში გაწევრიანება ძალის გამოყენებით მოხდა, რასაც სამხედრო ოკუპაცია და ტოტალიტარული რეჟიმი ახლდა თან.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ნატო, რუსეთი
წყარო

წყარო

საქა
საქართველო და მსოფლიო
ასევე დაგაინტერესებს

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist