დეზინფორმაცია, თითქოს კოკა-კოლასა და პეპსის პროდუქტებში ნანოტექნოლოგიები აღმოაჩინეს

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

43
VIEWS

5 ივნისს ფეისბუკის ქართულენოვან ანგარიშზე გავრცელდა ამონარიდი სამხრეთ აფრიკული საერთაშორისო არხის LN24 -ის გადაცემიდან, სადაც საუბარი იყო, რომ კოკა-კოლასა და მაიკროსოფტს შორის სტრატეგიულ პარტნიორობაზე ხუთწლიანი ხელშეკრულება დაიდო. ამ ამბის გამოცხადების შემდეგ,  წამყვანი ამბობს, რომ  კოკა-კოლასა და პეპსის პროდუქტებში ნანოტექნოლოგიები აღმოაჩინეს.

Screenshot 2024 06 24 at 4.01.49 PM დეზინფორმაცია, თითქოს კოკა-კოლასა და პეპსის პროდუქტებში ნანოტექნოლოგიები აღმოაჩინეს

არ არსებობს მტკიცებულება, რომ კოკა-კოლისა  და პეპსის პროდუქტები ნანოტექნოლოგიებს შეიცავს. ხელშეკრულება, რომელიც კოკა-კოლასა და მაიკროსოფტს შორის დაიდო, ხუთწლიან სტრატეგიული პარტნიორობას მოიაზრებს და მოიცავს ერთობლივ ექსპერიმენტებს ახალ ტექნოლოგიაზე, როგორიცაა Azure OpenAI Service და Copilot for Microsoft 365, რათა გააუმჯობესონ მომხმარებლის გამოცდილება და გაამარტივონ ოპერაციები. გარდა ამისა, არხი, რომელიც აღნიშნულ ინფორმაციას ავრცელებს, ხშირად აქვეყნებს კონსპირაციულ მასალებს.

ხელშეკრულება კოკა-კოლასა და მაიკროსოფტს შორის

2024 წლის 23 აპრილს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მაიკროსოფტსა და კოკა-კოლას შორის ხელშეკრულება დაიდო.  მაიკროსოფტის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ  კომპანიებმა ხუთწლიან სტრატეგიულ პარტნიორობას მოაწერეს ხელი. პარტნიორობის ფარგლებში, კომპანიები ერთობლივად ჩაატარებენ ექსპერიმენტებს ახალ ტექნოლოგიაზე, როგორიცაა Azure OpenAI Service, რათა გააუმჯობესონ AI გამოყენების შემთხვევები. ექსპერიმენტი მოიცავს ტესტირებას, თუ როგორ შეიძლება Microsoft 365-ის Copilot-ის გამოყენება სამუშაო ადგილის პროდუქტიულობის გაუმჯობესებაში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ კოკა-კოლა ამჟამად იკვლევს AI-ზე მომუშავე ციფრული ასისტენტების გამოყენებას Azure OpenAI Service-ზე, რათა გააუმჯობესონ მომხმარებლის გამოცდილება, გაამარტივონ ოპერაციები, ხელი შეუწყონ ინოვაციას, მოიპოვონ კონკურენტული უპირატესობა, გაზარდონ ეფექტიანობა.

Screenshot 2024 06 24 at 4.03.36 PM დეზინფორმაცია, თითქოს კოკა-კოლასა და პეპსის პროდუქტებში ნანოტექნოლოგიები აღმოაჩინეს

კოკა-კოლას რეცეპტი კომერციულ საიდუმლოებას წარმოადგენს, თუმცა მის სხვადასხვა შემადგენლობაზე ყალბი ცნობები წარსულშიც არაერთხელ გავრცელებულა. კოკა-კოლას ძირითადი ინგრედიენტები საჯაროდ არის ცნობილი და მითითებულია როგორც სასმელის ეტიკეტზე, ასევე კომპანიის ოფიციალურ გვერდზეც. კოკა-კოლას კომპანიის ოფიციალურ გვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით კლასიკური რეცეპტით დამზადებული სასმელი შეიცავს 6 ძირითად კომპონენტს:

  • გაზირებული წყალი
  • შაქარი (ან მისი შემცვლელი დამატკბობლები)
  • კარამელის საღებავი
  • ფოსფორმჟავა
  • კოფეინი
  • ბუნებრივი არომატიზატორები (რომელთა ზუსტი ჩამონათვალი კომპანიის კომერციული საიდუმლოს ნაწილია).

ვიდეოში  აგრეთვე საუბარი იყო პეპსის პროდუქტებზეც, რომლებშიც წამყვანის თანახმად, ნანოტექნოლოგიები აღმოაჩინეს, რაც ფაქტებით არ დასტურდება. პეპსის შემადგებლობაზე ინფორმაცია ოფიციალურ საიტზეც ხელმისაწვდომია:

  • გაზირებული  წყალი
  • გლუკოზა-ფრუქტოზა და/ან შაქარი
  • კარამელის საღებავი
  • ფოსფორმჟავა
  • კოფეინი
  • ლიმონჟავა
  • ბუნებრივი არომატიზატორები

კოკა-კოლაზე ყალბი ცნობები წარსულშიც არაერთხელ გავრცელებულა. ვრცლად, იხილეთ “მითების დეტექტორის ” მასალებში:

წყაროს შესახებ:

LN24  საერთაშორისო საინფორმაციო არხია, რომელიც სამხრეთ აფრიკიდან მაუწყებლობს.კონკრეტულად კი იოჰანესბურგიდან. აღსანიშნავია,რომ LN24 ხშირად ავრცელებს ანტივაქსერულ ინფორმაციას და სხვადასხვა კონსპირაციას. ერთ-ერთი მათგანი ზომბი აპოკალიფსს შეეხებოდა და არხზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეს შეიძლებოდა კოვიდ ვაქცინაციით გამოწვეულიყო. 

ფეისბუკ-ანგარიშს Giorgi Giorgi დეზინფორმაცია წარსულშიც არაერთხელ გაუვრცელებია.


მარიამ კახაძე

მითების დეტექტორის ლაბორატორია


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist