დეზინფორმაცია, თითქოს ჯანმო ფრინველის გრიპის ვაქცინების მოწინააღმდეგეებს დასჯის

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

223
VIEWS

7 ივნისიდან ქართულენოვან (1, 2, 3) და რუსულენოვან ფეისბუკ-ანგარიშებზე ვრცელდება ინფორმაცია, რომ მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) წევრი 194 ქვეყანა შეთანხმდა დაიწყონ იმ მოქალაქეების დაპატიმრება და დევნა, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ფრინველის გრიპის ვაქცინებს. ზოგიერთ პოსტში ასევე აღნიშნულია, რომ ჯანმოს მიღებული შესწორებები აუქმებს ქვეყნების ეროვნულ სუვერენიტეტს და WHO -ს ფართო უფლებამოსილებას ანიჭებს, მიიღოს კანონები დასავლურ ქვეყნებში.

პოსტის ავტორები გამოცემა  The People’s Voice-ს ეყრდნობიან.

Screenshot 2024 06 13 at 2.52.46 PM დეზინფორმაცია, თითქოს ჯანმო ფრინველის გრიპის ვაქცინების მოწინააღმდეგეებს დასჯის Screenshot 2024 06 13 at 2.54.45 PM დეზინფორმაცია, თითქოს ჯანმო ფრინველის გრიპის ვაქცინების მოწინააღმდეგეებს დასჯის

ინფორმაცია თითქოს მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის წევრი ქვეყნები ფრინველის გრიპის ვაქცინის მოწინააღმდეგე პირების დასჯაზე შეთახმდნენ, სიმართლეს არ შეესაბამება. მსგავსი განცხადება არ გვხვდება არცერთ ოფიციალურ წყაროში. ასევე, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის წესდების მიხედვით,  WHO გასცემს მხოლოდ რეკომენდაციებს და ყველა წევრ სახელმწიფოს აქვს თავისუფალი ნება გაითვალისწინოს ან უარყოს ორგანიზაციის ნებისმიერი რჩევა. 

WHO-ის ოფიციალურ საიტზე იმ საკითხების ჩამონათვალი დევს, რომელიც 1 ივნისის ყოველწლიურ ასამბლეაზე წევრმა ქვეყნებმა განიხილეს.

განხილული თემები ეხებოდა კოვიდ პანდემიის შემდეგ გამოცდილების შეჯამებასა და შემდეგი პოტენციური გლობალური პანდემიის შემთხვევაში საჭირო საკომუნიკაციო არხების დანერგვას. Pandemic emergency დეფინიციის ჩამოყალიბება, რათა უფრო ეფექტურად მოხდეს საერთაშორისო კოლაბორაცია. ახალი განმარტების მიხედვით pandemic emergency ნიშნავს ისეთი გადამდები დაავადების არსებობას, რომლის გავრცელებაც წარმოადგენს რისკს რამდენიმე სახელმწიფოში.

ასამბლეა წარდგენილი იყო რეგულაციების მოსალოდნელი ცვლილებები, თუმცა მათზე მოლაპარაკებები გრძელდება წევრ სახელმწიფოებთან და ისინი ჯერ არ არის გადაწყვეტილი.არსად არის აღნიშნული, რომ წვერი ქვეყნები ფრინველთა გრიპის ვაქცინის მოწინააღმდეგე პირების დასჯაზე შეთანხმდნენ. 

ჯანმო მუდმივ დაკვირვებას აწარმოებს მსოფლიოში ფრინველის გრიპის ვირუსის გავრცელების შემთხვევების, როგორც ადამიანებში ასევე ცხოველებში. ორგანიზაცია აღნიშნავს ვირუსის წინააღმდეგ ვაქცინის ეფექტურობის მნიშვნელობას, თუმცა ჯანმოს ფრინველის გრიპის სავალდებულო ვაქცინაცია წევრი ქვეყნებისთვის არ დაუვალებია.

მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაცია გაეროს ერთ-ერთი საერთაშორისო სააგენტოა, რომლის მოვალეობებსა და უფლებამოსილებებს განსაზღვრავს გაეროს 57–ე მუხლი და თავად ამ ორგანიზაციის კონსტიტუცია. ჯანმოს კონსტიტუციის მიხედვით მისი მთავარი მოვალეობებია აწარმოოს დაკვირვებები და მიიღოს რეგულაციები საერთაშორისო ჯანდაცვის საკითხების შესახებ. რეგულაციების მიღება ხდება ორგანიზაციის ჯანდაცვის ასამბლეის მიერ, სადაც ყოველი წევრი სახელმწიფოდან 1-3 დელეგატია წარდგენილი. ჯანდაცვის ასამბლეაზე მიღებული რეგულაციები ეხება მხოლოდ ჯანდაცვის სფეროს და ყოველ სახელმწიფოს აქვს შესაძლებლობა უარი თქვას ნებისმიერი მათგანის მიღებაზე, (კონსტიტუციის 21-ე მუხლი), ამისათვის საჭიროა რეგულაციის მიღებიდან 18 თვის მანძილზე გააკეთოს დათქმა  (კონსტიტუციის მე-20 და 22-ე მუხლები). შესაბამისად, WHO არ ავალდებულებს წევრ ორგანიზაციებს აუცილებლად დაეთანხმონ მიღებულ რეგულაციებს. 

The People’s Voice, რომელსაც პოსტის ავტორები ეყრდნობიან კონსპირაციული გამოცემაა. გარდა კონსპირაციული გამოცემებისა, არსად გვხვდება ინფორმაცია, რომ მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) წევრი 194 ქვეყანა შეთანხმდა დაიწყონ იმ მოქალაქეების დაპატიმრება და დევნა, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ფრინველის გრიპის ვაქცინებს. 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შესახებ დეზინფორმაცია წარსულშიც გავრცელებულა. ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” სტატიებში:

წყაროების შესახებ

ფეისბუქ ანგარიში მაია თვალთვაძე  და ბოლო ჟამის ქრისტიანები რეგულარულად ავრცელებენ დეზინფორმაციასა და შეთქმულების თეორიებს. 

The People’s Voice

გავრცელებული დეზინფორმაციის პირველწყარო, The People’s Voice, ხშირად აქვეყნებს სხვადასხვა სახის ყალბ ინფორმაციას, მათ შორის, კონსპირაციული შინაარსის მტკიცებებს. ის შეიქმნა 2014 წელს და ერქვა YourNewsWire , შემდეგ სახელი შეიცვალა NewsPunch-ად. მას შემდეგ, რაც აღნიშნული სახელითაც არაერთხელ გავრცელდა ყალბი ინფორმაცია, სახელი კვლავ შეიცვალა და ამჯერად The People’s Voice ჰქვია. Poynter.org–ის მიხედვით, ჯერ კიდევ 2018 წელს საიტზე 80-მდე ყალბი სტატია გამოვლინდა. „მითების დეტექტორმა“ მათ სტატიებზე დაყრდნობით გავრცელებული არაერთი ყალბი შინაარსის მტკიცება  გადაამოწმა


კონსტანტინე კობერიძე

მითების დეტექტორის ლაბორატორია


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: WHO
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist