დეზინფორმაცია, თითქოს გერმანიის მოსახლეობის 94% უკრაინისთვის ტანკების გადაცემის წინააღმდეგია

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

251
VIEWS

2 თებერვალს “ალტ-ინფოს” გადაცემაში “დღის კომენტარი” ერთ-ერთმა წამყვანმა თენგო ომანიძემ თქვა, რომ გერმანიაში ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 94% უკრაინისთვის ტანკების გადაცემის წინააღმდეგი იყო, თუმცა ზეწოლის გამო, შოლცი იძულებული გახდა ეს ნაბიჯი გადაედგა.

თენგო ომანიძე: “94 პროცენტი მათივე კვლევით წინააღმდეგი იყო ტანკების გადაცემის, გერმანიის მოსახლეობის და [ოლაფ შოლცი] იძულებული გახდა ეს ნაბიჯი გადაედგა, ანუ ვერ უდგება წინ იმ ძალას, რაც უპირისპირდება”.

Screenshot 13 დეზინფორმაცია, თითქოს გერმანიის მოსახლეობის 94% უკრაინისთვის ტანკების გადაცემის წინააღმდეგია

მტკიცება, თითქოს გერმანიის მოსახლეობის 94% უკრაინისთვის ლეოპარდი 2-ის ტიპის ტანკების გადაცემას ეწინააღმდეგება, დეზინფორმაციულია. იანვარში ჩატარებული გამოკითხვების მიხედვით, მომხრეთა რაოდენობა მცირედით აღემატებოდა მოწინააღმდეგეებისას (46% და 43%). დადებითად განწყობილთა რაოდენობა მოწინააღმდეგეებს აღემატება უკრაინისთვის “ლეოპარდების” გადაცემის გადაწყვეტილების მიღების შემდეგაც – ეთანხმება 52%, შეცდომად მიიჩნევს 39%. რაც შეეხება პარტიებს, ტანკების გადაცემის მოწინააღმდეგეთა ყველაზე დიდი წილი დაფიქსირდა ულტრამემარჯვენე პარტია “ალტერნატივა გერმანიისთვის” მომხრეებს შორის (84%). 

გერმანული ტელევიზია ARD-ის საზოგადოებრივი აზრის რეგულარული კვლევის, DeutschlandTrend-ის 19 იანვარს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, გამოკითხულთა 46% უკრაინისთვის საბრძოლო ტანკების გაგზავნის მომხრე იყო, 43% კი წინააღმდეგი. დარჩენილმა 11%-მა პასუხისგან თავი შეიკავა.

Screenshot 14 დეზინფორმაცია, თითქოს გერმანიის მოსახლეობის 94% უკრაინისთვის ტანკების გადაცემის წინააღმდეგია

გერმანული ლეოპარდი 2-ის ტიპის ტანკების უკრაინისთვის გადაცემის საკითხზე სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის მომხრეების აზრი ერთმანეთისგან განსხვავდება. ყველაზე მეტი მომხრე – 66% “ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის” (CDU) და 61% – “მწვანეების” მხარდამჭერებს შორის არიან. იმავე აზრს “სოციალურ-დემოკრატიული პარტიის” (SPD) მხარდამჭერების 49% იზიარებს

უკრაინისთვის ტანკების გადაცემის მოწინააღმდეგეების ყველაზე დიდი წილი ულტრამემარჯვენე პარტია “ალტერნატივა გერმანიისთვის” (AfD) მომხრეებში არიან. პარტიის მხარდამჭერთა 84%-ის აზრით, გერმანიას უკრაინისთვის საბრძოლო ტანკები არ უნდა გადაეცა.

უნდა აღინიშნოს, რომ “ალტ-ინფოს” წამყვანის დეზინფორმაციული მტკიცება, თითქოს გერმანიის მოსახლეობის 94% უკრაინისთვის ტანკების გადაცემას ეწინააღმდეგებოდა, ყველაზე ახლოს “ალტერნატივა გერმანიისთვის” მომხრეების პოზიციასთანაა. თუმცა, აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ AfD-მ გერმანიის 2021 წლის საპარლამენტო არჩევნებში 10.3%-იანი მხარდაჭერა ჰქონდა, მასზე მეტი ხმა კი 4-მა პარტიამ მიიღო, რომელთა მომხრეებში უკრაინაში ტანკების გაგზავნის მოწინააღმდეგები გაცილებით ნაკლებია. შესაბამისად, “ალტერნატივა გერმანიისთვის” მომხრეების პოზიციის გერმანიის მოსახლეობაზე განზოგადება არარელევანტურია.

Screenshot 15 დეზინფორმაცია, თითქოს გერმანიის მოსახლეობის 94% უკრაინისთვის ტანკების გადაცემის წინააღმდეგია

შედარებით ადრე, დეკემბრის თვის ბოლოს ახალი ამბების სააგენტო DPA-ს დაკვეთით ჩატარებული გამოკითხვის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 45% უკრაინისთვის “ლეოპარდების” გადაცემის წინააღმდეგი იყო, 33% მომხრე, ხოლო 22%-ს გადაწყვეტილი არ ჰქონდა. 

გერმანიის მხრიდან უკრაინისთვის “ლეოპარდების” გადაცემის გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ჩატარებული გამოკითხვების მიხედვითაც, დადებითად განწყობილთა რაოდენობა მოწინააღმდეგეებს აღემატება. გამოცემა Der Spiegel-ისთვის კომპანია Civey-ს მიერ ჩატარებულ გამოკითხვის შედეგების მიხედვით, 54% უკრაინისთვის ტანკების გადაცემას სრულად ან უმეტესწილად ეთანხმება.

Screenshot 16 დეზინფორმაცია, თითქოს გერმანიის მოსახლეობის 94% უკრაინისთვის ტანკების გადაცემის წინააღმდეგია

DeutschlandTrend-ის 2 თებერვლის ანგარიშიც მსგავს შედეგს აჩვენებს. გამოკითხულთა ნახევარზე მეტი, 52% უკრაინისთვის ტანკების გადაცემის გადაწყვეტილებას ეთანხმება, 39% კი მას შეცდომად მიიჩნევს.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: გერმანია, უკრაინა
წყარო

წყარო

აა
ალტ-ინფო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist