დეზინფორმაცია, თითქოს გაეროს კომპაქტი საქართველოს მიგრანტების მიღებას ავალდებულებს

კითხვის დრო: < 1 minute

კითხვის დრო: < 1 minute

ორი
469
VIEWS

2018 წლის 12 დეკემბერს “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერმა ირმა ინაშვილმა საქართველოს პარლამენტის პლენალურ სხდომაზე განაცხადა, რომ გაეროს წევრი სახელმწიფოების მიერ მარაკეშში მიღებული “უსაფრთხო, თანმიმდევრული და მოწესრიგებული მიგრაციის გლობალური კომპაქტი” საქართველოს მიგრანტების მიღებას ავალდებულებს:

ირმა ინაშვილი, პატრიოტთა ალიანსი: “მიგრაცია უნდა შეიზღუდოს თითქოსდა უკანონო, მაგრამ ამავდროულად მიგრანტები უნდა მივიღოთ. მკაფიოდ არის ეს ნათქვამი ამ [უსაფრთხო, თანმმიმდევრული და მოწესრიგებული მიგრაციის გლობალური კომპაქტი] ხელშეკრულებაში.“

ირმა ინაშვილის განცხადება დეზინფორმაციაა, ვინაიდან საქართველოს მიგრანტების მიღების  ვალდებულება არც ერთი საერთაშორისო ხელშეკრულების ფარგლებში  ნაკისრი არ აქვს, ხოლო “უსაფრთხო, თანმიმდევრული და მოწესრიგებული მიგრაციის გლობალური კომპაქტის” არც ერთი დებულება არ შეიცავს მიგრანტების მიღების ვალდებულებას.

კომპაქტი მიგაციის საკითხებში სახელმწიფოთა შორის თანამშრომლობაზეა ორიენტირებული და 23 მიზანი აქვს დასახული, რომელთა შორისაა:

  • იმ ფაქტორების მინიმუმადე დაყვანა, რომლებიც ადამიანებს საკუთარი ქვეყნის დატოვებას აიძულებენ;
  • საზღვრების ინტეგრირებული, უსაფრთხო და კოორდინირებული კონტროლი;
  • დაკარგული მიგრანტების პოვნის და სიცოცხლის გადარჩენისათვის საერთაშორისო თანამშრომლობა;
  • მიგრანტებისათვის შესაბამისი დოკუმენტების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და სხვ.

დოკუმენტი რამდენიმე მნიშვნელოვან პრინციპს ეფუძნება და მათ შორისაა ეროვნული სუვერენიტეტის დაცვის პრინციპი, რომელიც სახელმწიფოებს აძლევს უფლებას, თავად განსაზღვრონ მიგრაციული პოლიტიკა სხვადასხვა ფაქტორის, მათ შორის, ეროვნული თავისებურებების გათვალისწინებით:

“გლობალური კომპაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს სახელმწიფოთა სუვერენულ უფლებას, თავად განსაზღვრონ მიგრაციული პოლიტიკა და მათ პრეროგატივას, მართონ მიგრაცია თავიანთი იურისდიქციის ფარგლებში, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად. თავიანთი სუვერენული იურისდიქციის ფარგლებში სახელმწიფოებს უფლება აქვთ, განასხვავონ მოწესრიგებული მიგრაცია უწესრიგოსაგან, მათ შორის, გლობალური კომპაქტის იმპლემენტაციისათვის განსაზღვრონ საკანონმდებლო და პოლიტიკის ზომები სხვადასხვა ეროვნული რეალიების, პოლიტიკების, პრიორიტეტების, ქვეყანაში შესვლის, ბინადრობისა და მუშაობის სავალდებულო მოთხოვნების გათვალისწინებით, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად.”

ამდენად, პატრიოტთა ალიანსის ლიდერის განცხადება, თითქოს, “უსაფრთხო, მოწესრიგებული და კანონიერი მიგრაციის გლობალური კომპაქტის” ფრაგლებში, საქართველომ უნდა მიიღოს საერთაშორისო მიგრანტები, დეზინფორმაციაა.


მოამზადა ნანა რაფავამ

თემატიკა: მიგრაცია
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: გაერო
წყარო

წყარო

პატ
პატრიოტთა ალიანსი

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist