დეზინფორმაცია, თითქოს Financial Times-მა “ქიმტრეილების” არსებობა აღიარა

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

66
VIEWS

13 სექტემბერს ფეისბუქ-მომხმარებელმა მაია თვალთვაძემ გამოაქვეყნა პოსტი, რომლის თანახმადაც გამოცემა Financial Times-მა აღიარა, რომ “ქიმტრეილები” შეთქმულების თეორია არ არის და ისინი გლობალურ დათბობასთან ბრძოლაში გვეხმარება. პოსტში ასევე წერია, რომ “ქიმტრეილები” ადამიანებს  მძიმე მეტალებით წამლავს. კომენტარების ველში, პოსტის ავტორმა გამოცემა The People’s Voice-ის სტატიის ბმული მიუთითა, რომელიც პოსტში გამოთქმულ მტკიცებებს იმეორებს.

იგივე ინფორმაცია რუსულ ენაზეც გავრცელდა.

ქიმტრეილები

მტკიცება, თითქოს Financial Times-მა აღიარა, რომ “ქიმტრეილები” შეთქმულების თეორია არ არის, დეზინფორმაციულია. რეალურად, გამოცემის მიერ გამოქვეყნებული სტატია გეოინჟინერიის კლიმატის ცვლილების დასარეგულირებლად გამოყენების იდეას განიხილავს. რაც შეეხება “ქიმტრეილებს”, თვითმფრინავის მიერ ცაზე დატოვებულ კვალს (contrails) გეოინჟინერიასთან არაფერი აკავშირებს, ის წყლის ორთქლის კრისტალიზირების შედეგია და ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.

Financial Times-ის ვებ-გვერდზე 2 სექტემბერს გამოქვეყნებულ სტატიაში “გეოინჟინერია რისკის ფასად ღირს – იმ პირობით, რომ ჩვენ მას სწორად დავარეგულირებთ” ე.წ ქიმტრეილები ნახსენები საერთოდ არ არის.

მოსაზრების სტატია მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ყოფილ დირექტორს, პასკალ ლამის ეკუთვნის. ავტორი გეოინჟინერიას, კერძოდ კი მზის რადიაციის მოდიფიკაციას (SRM) კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის ერთ-ერთ პოტენციურ გზად განიხილავს. SRM პლანეტის გასაგრილებლად მზის სინათლის მცირე ნაწილის უკან კოსმოსში გატყორცნას გულისხმობს.

ავტორი აღნიშნავს, რომ SRM-ის ტექნოლოგია ძალზე ექსპერიმენტულია და კლიმატთან, ჯანმრთელობასთან და ეთიკასთან დაკავშირებული რისკებიც ახლავს. ლამის თქმით, გლობალური დათბობის პარიზის ხელშეკრულებით დადგენილ 1.5 გრადუსიან ზღვრამდე შენარჩუნების წარუმატებლობის გათვალისინებით, SRM-ის ყურადღებით გამოკვლევა და რისკების შეფასება კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის ერთ-ერთი სამომავლო გზა შეიძლება იყოს.

  • კონსპირაცია ქიმტრეილებზე და როგორ აკავშირებენ მას გეოინჟინერიასთან

ე.წ ქიმტრეილებზე შეთქმულების თეორია, რომლის თანახმადაც თვითმფრინავების მიერ ცაში დატოვებული კვალი პოლიტიკური ელიტების მიერ გაშვებული საიდუმლო მომწამლავი ნივთიერებებია, უკვე წლებია ვრცელდება. 

რეალურად, ცაში დატოვებულ კვალს Contrail ჰქვია, ის თვითმფრინავის ტურბინებიდან გამოტყორცნილი წყლის ორთქლის კრისტალიზირების შედეგად წარმოიქმნება და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა.

რაც შეეხება თვითმფრინავის კვალს, მას გეოინჟინერიასთან კავშირი არ აქვს. ამასთანავე, გეოინჟინერია სათანადოდ შესწავლილი არ არის, ის ჯერ კიდევ გამოკვლევების ეტაპზეა და ჯერჯერობით ის პრაქტიკაში არ გამოიყენება. 

აღნიშნულ შეთქმულების თეორიასთან დაკავშირებით “მითების დეტექტორის” მიერ აქამდე მომზადებული მასალები ვრცლად იხილეთ:

წყაროების შესახებ

ფეისბუქ-მომხმარებელი მაია თვალთვაძე კონსპირაციის თეორიებსა და ანტიდასავლური შინაარსის ყალბ ინფორმაციას რეგულარულად ავრცელებს. მის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია “მითების დეტექტორმა” წარსულშიც არაერთხელ გადაამოწმა

რაც შეეხება გამოცემა “The People’s Voice-ს”, ის კონსპირაციული შინაარსის სტატიებსა და დეზინფორმაციულ ცნობებს ხშირად აქვეყნებს. გამოცემამ სახელი რამდენჯერმე შეიცვალა. ის 2014 წელს შეიქმნა და თავდაპირველად YourNewsWire ერქვა, 2017 წელს NewsPunch, ხოლო 2023 წელს კი The People’s Voice გახდა. Poynter.org–ის მიხედვით ჯერ კიდევ 2018 წელს საიტზე 80-მდე ყალბი სტატია გამოვლინდა. “მითების დეტექტორმა” მათ მიერ გავრცელებული არაერთი დეზინფორმაცია გადაამოწმა.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist