დეზინფორმაცია, თითქოს ბრიტანეთმა ბუჩასთან დაკავშირებით გაეროში უშიშროების საბჭოს სხდომა დაბლოკა

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

835
VIEWS

5 აპრილს ფეისბუქ ანგარიშებმა კარდჰუ და Beqa Anjafaridze გაავრცელეს ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც რუსეთმა გაეროს უშიშროების სხდომაზე ბუჩას ტრაგედიის გამოძიება მოითხოვა, ხოლო ბრიტანეთმა საქმის წარმოება “დაბლოკა”. მსგავსი ინფორმაცია ამავე დღეს ასევე გავრცელდა ფეისბუქ ჯგუფში გორის კონსერვატიული მოძრაობა და ფეისბუქ გვერდზე სიმართლე.

აღსანიშნავია, რომ კარდჰუს გარდა სხვა ზემოთნახსენებ ფეისბუქ ანგარიშებს ამ თემაზე იდენტური ტექსტი აქვთ გამოქვეყნებული.

მსგავსი ინფორმაცია 4 და 5 აპრილს რუსულენოვანმა ფეისბუქ მომხმარებლებმა Елена Валерьевна, Maria Kassem და Olga Lukianenko გაავრცელეს.

Screenshot 23 3 დეზინფორმაცია, თითქოს ბრიტანეთმა ბუჩასთან დაკავშირებით გაეროში უშიშროების საბჭოს სხდომა დაბლოკა

მტკიცება, თითქოს დიდმა ბრიტანეთმა გაეროს უშიშროების საბჭოზე ბუჩას ტრაგედიის განხილვა დაბლოკა, დეზინფორმაციაა. უშიშროების საბჭოს მოქმედმა თავმჯდომარემ რუსეთის დელეგაციას მოთხოვნილი საგანგებო შეხვედრის სამშაბათს, უკვე ჩანიშნულ სხდომასთან გაერთიანებულად ან ამ სხდომის შემდეგ გამართვა შესთავაზა. რუსეთის მხარემ ორივე შეთავაზებაზე უარი განაცხადა. 

ფეისბუქზე გავრცელებული პოსტების მიხედვით, რუსეთმა გამოძიების მოთხოვნით გაეროს უშიშროების საბჭოს მას შემდეგ მიმართა, რაც უკრაინამ ის გენოციდში დაადანაშაულა, ხოლო ბრიტანეთმა, რომელიც ამჟამად უშიშროების საბჭოს თავმჯდომარეა, აღნიშნული საკითხის განხილვა “დაბლოკა”. 

პოსტების ნაწილში (ყველა, გარდა კარდჰუს პოსტისა) ვხვდებით მოსაზრებას, რომ ბრიტანეთს აღნიშნული მოვლენის გამოძიება არ სურს, რათა “ნამდვილი დამნაშავის” ვინაობა არ გაირკვეს. ამასთან ერთად პოსტებში ვხვდებით რამდენიმე კითხვას, რომლებითაც პოსტების ავტორები ბუჩას ტრაგედიის ამსახველი კადრების ნამდვილობას ეჭვქვეშ აყენებენ.

ბრალდება, რომ ბრიტანეთის მხარემ უარი თქვა რუსეთის მიერ მოთხოვნილი შეხვედრის ჩატარებაზე, რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა ვასილი ნებენზიამ 5 აპრილს გამართულ უშიშროების საბჭოს შეხვედრაზეც გააჟღერა

გაერთიანებული სამეფოს დელეგაციის ხელმძღვანელმა – ბარბარა ვუდვორდმა განმარტა, რომ მან აღნიშნული მოთხოვნა 3 აპრილს მიიღო და საპასუხოდ რუსეთის მხარეს შესთავაზა, შეხვედრა უკრაინის თემაზე უკვე ჩანიშნულ 5 აპრილის შეხვედრასთან გაერთიანებულად ან მის შემდეგ ჩატარებინათ. ვუდვორდის განცხადებით, მას არ დაურღვევია 48 საათიანი ვადა, რომელიც უშიშროების საბჭოს თავმჯდომარეს მოთხოვნის შესასრულებლად აქვს მიცემული. თუმცა, რუსეთის დელეგაციამ ორივე შეთავაზებაზე უარი განაცხადა. 

პროცედურის დარღვევის შესახებ პროტესტი რუსეთის გარდა უშიშროების საბჭოს არც ერთ წევრს არ გამოუთქვამს. 

მოწოდება ბუჩას ტრაგედიის ირგვლივ დამოუკიდებელი გამოძიების დაწყების შესახებ გაეროს გენერალურმა მდივანმაც გააჟღერა

Screenshot 24 3 დეზინფორმაცია, თითქოს ბრიტანეთმა ბუჩასთან დაკავშირებით გაეროში უშიშროების საბჭოს სხდომა დაბლოკა

აღნიშნული მტკიცება ბუჩას ტრაგედიის უარყოფის პირველი შემთხვევა არაა, დამატებით გავრცელებულ დეზინფორმაციაზე იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალა:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: დიდი ბრიტანეთი, რუსეთი, უკრაინა
წყარო

წყარო

კა
კარდჰუ

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist