დეზინფორმაცია, თითქოს ბათუმის ცენტრში ფართების უმეტესობას თურქეთის მოქალაქეები ფლობენ

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

121 - Copy
537
VIEWS

2019 წლის 6 ივნისს ტელეკომპანია “ობიექტივის” ეთერში “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერმა დავით თარხან-მოურავმა განაცხადა, რომ ბათუმის ცენტრში არ არსებობს უბრალო მაღაზიაც კი, რომლის მფლობელიც ქართველია. თარხან-მოურავმა ასევე განაცხადა, თითქოს საქართველოს ხელისუფლებამ აჭარა დათმო.

დავით თარხან-მოურავი პატრიოტთა ალიანსი: “მე ბევრჯერ მითქვამს, რომ ბათუმის ცენტრში თქვენ ვერ ნახავთ უბრალო მაღაზიასაც კი, რომლის მფლობელი არი ქართველი. აი, უბრალო მაღაზიასაც ვერ ნახავთ. ყველაფერი რაც იქ არის, თურქეთს ეკუთვნის და თურქებს ეკუთვნის… გამაგებინეთ ეხლა, ნაყინის გამყიდველი თურქეთიდან რატომ უნდა ჩავიდეს და გაყიდოს ბათუმში ნაყინი, მე არ ვგულისხმობ, რომ ყველა ნაყინის გამყიდველი თურქია, მაგრამ არცერთი არ უნდა იყოს!.. ქართველს ყველანაირად ხელს უშლიან იგივე აჭარაში, რომ რაღაცა ააშენოს, თურქს კი პირიქით, ყველაფრის უფლებას აძლევენ!“

დავით თარხან-მოურავის განცხადების გადასამოწმებლად “მითების დეტექტორმა ბათუმის ერთ-ერთი ცენტრალური ქუჩა და მასზე განთავსებული კომერციული ფართების მფლობელები შეისწავლა. კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩაზე, რომელიც ბულვარის მთავარი შესასვლელის მოპირდაპირედ მდებარეობს, არსებული შენობების 92% საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირების, ხოლო  76,1% – ქართველი იურიდიული პირებისა და სახელმწიფოს მფლობელობაშია.

"
კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩა

კონსტანტინე  გამსახურდიას ქუჩაზე არსებული 20 კომერციული ფართიდან   9 – კვების ობიექტია, 1 – სასტუმრო, 8 – მაღაზია (ტანსაცმელი, აქსესუარები, ტკბილეული, სათამაშოები), 1 – აფთიაქი, 1- მიკრო საფინანსო ორგანიზაცია. ჯამში, მისამართებზე რეგისტრირებულ შენობებს 236 ფიზიკური და 21 იურიდიული მესაკუთრე ჰყავს.

"

2017 წელს ბათუმში ქუთაისის ქუჩაზე მდებარე კომერციული ფართების მფლობელების შესახებ ინფორმაცია გამოცემა “ბათუმელებმა” მოიძია. ბათუმში ქუთაისის ქუჩა ანტი-თურქული და ქსენოფობიური გზავნილების სამიზნეა, თითქოს ეს ქუჩა “თურქებმა იყიდეს” და ამ ქუჩაზე ქართული ობიექტი აღარ არსებობს. “ბათუმელების” ინფორმაციით, ქუთაისის ქუჩაზე კერძო საკუთრებას ეროვნებით თურქი მხოლოდ 5 მოქალაქე ფლობს, მთლიანობაში 280 კვადრატულ მეტრ ფართობს. საქართველოს საჯარო რეესტრის ოფიციალური მონაცემებით, ქუთაისის ქუჩაზე, გარდა ამ 280 კვადრატული მეტრი საცხოვრებელი ფართობისა, ყველა კვადრატული მეტრის მფლობელი საქართველოს მოქალაქეები არიან, მათ შორის არც ერთი არ არის ეთნიკური თურქი.

“მითების დეტექტორმა” ასევე გადაამოწმა მითი, თითქოს ქუთაისის ქუჩაზე წარწერები მხოლოდ თურქულ ან არაბულ ენებზეა. გთავაზობთ რამდენიმე ფოტოს, სრული პუბლიკაცია კი ამ ბმულზეა ხელმისაწვდომი.

"""

 

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: თურქეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist