დეზინფორმაცია, თითქოს აშშ უკრაინელი ლტოლვილების მიღებაზე უარს ამბობს

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

261
VIEWS

1 მაისს ფეისბუქ ჯგუფში კონსერვატიული მოძრაობა(რუსთავში) გავრცელდა ინფორმაცია, რომ შეერთებულმა შტატებმა უკრაინელი ლტოლვილების მიღებაზე უარი განაცხადა. თანდართული კომენტარის თანახმად კი, ამერიკა უკრაინელ ლტოლვილებს არ იღებს, თუმცა ქვეყანას იარაღით ამარაგებს და ეს ომი უკრაინის ინიცირებულია.

მსგავსი შინაარსის პოსტი 4 მაისს ფეისბუქ ანგარიშმა საქართველოს მხსნელი გამოაქვეყნა, წარწერით: “უკრაინელი ლტოლვილები მექსიკა-ამერიკის საზღვართან არიან ჩარჩენილნი და ამერიკის შეერთებულ შტატებს დახმარებას სთხოვენ. ვაშინგტონში კი მათი ბედი არავის ანაღვლებთ”. პოსტს ასევე ერთვოდა კომენტარი, რომ ზელენსკი ამერიკის მიმართ ასეთ ქმედებებზე არ რეაგირებს.

Screenshot 8 3 დეზინფორმაცია, თითქოს აშშ უკრაინელი ლტოლვილების მიღებაზე უარს ამბობს

მტკიცება, რომ შეერთებულმა შტატებმა უკრაინელი ლტოლვილების მიღებაზე უარი განაცხადა, მცდარია, ხოლო მანიპულირება ხდება იმ ფაქტით, რომ 25 აპრილიდან შეერთებულ შტატებში უკრაინიდან თავშესაფრის მაძიებელთა მიღების წესი შეიცვალა და საზღვარზე დროებით შეფერხება შეიქმნა. უკრაინელმა ლტოლვილებმა სპეციალური განაცხადი უნდა შეავსონ, რომელიც ინდივიდუალურად განიხილება და იპოვონ სპონსორი, რომელიც ქვეყანაში მათ ყოფნას დააფინანსებს.  

უკრაინელი ლტოლვილები, რომლებზეც გავრცელებულ პოსტებში საუბრობენ, მექსიკის უკიდურეს ჩრდილო-აღმოსავლეთით, ქალაქ ტიხუანაში იმყოფებიან, სადაც მექსიკის მთავრობამ მათთვის დროებითი თავშესაფარი მოაწყო. Guardian-ის ცნობით, 3 მაისისთვის აღნიშნულ ბანაკში 500-მდე უკრაინელი ლტოლვილი იმყოფებოდა და მას ყოველდღიურად 50-დან 100-მდე ადამიანი ემატებოდა. აღსანიშნავია, რომ ტიხუანას ბანაკი არაა ერთადერთი დროებითი განსახლება მექსიკაში უკრაინელებისთვის, შესაბამისად შეერთებულ შტატებში მოხვედრის მსურველთა რიცხვი ბევრად მეტია

ლტოლვილების მიღების პროცესი დროებით შეფერხდა, რადგანაც აშშ-ში შესვლის წესები შეიცვალა. უკრაინელ ლტოლვილთა მიღების ახალი პროგრამა შეერთებული შტატების მთავრობამ 21 აპრილს გამოაცხადა. ქვეყანაში თავშესაფრის მაძიებელ უკრაინელებს ონლაინ განაცხადის შევსება 25 აპრილიდან შეუძლიათ.

შტატებში მოსახვედრად უკრაინელმა ლტოლვილებმა სპონსორი უნდა იპოვონ, რომელიც შეიძლება გახდეს აშშ-ის ნებისმიერი მოქალაქე, ბიზნესი ან არაკომერციული ორგანიზაცია. პროგრამით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ პირს, რომელსაც 11 თებერვლის მონაცემებით უკრაინაში ცხოვრების ნებართვა ჰქონდა

იმ პირთა უმრავლესობა, რომლებიც წარმატებით გაივლიან სააპლიკაციო პროცესს,  ქვეყანაში 2 წლით დარჩენის უფლებას მუშაობის ნებართვით მიიღებენ. 

11 მარტიდან შეერთებულმა შტატებმა 20,000 უკრაინელ ლტოლვილამდე მიიღო, მათი უმეტესობა ქვეყანაში სწორედ მექსიკის სახმელეთო საზღვრით მოხვდა. ახალი გეგმით, შტატები აპირებს ჯამში 100,000 უკრაინელი ლტოლვილი შეიფაროს. 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, მექსიკა, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist