დეზინფორმაცია, თითქოს ახალ ზელანდიაში ვაქცინაციაზე უარის თქმა ჯარიმით ან პატიმრობით ისჯება

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

146
VIEWS

22 მაისს ფეისბუკ მომხმარებელმა ლელა პრაგამ თავის პირად პროფილზე გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც აღნიშნავს, რომ ახალი ზელანდიის მთავრობა გამაფრთხილებელ წერილებს უგზავნის მოსახლეობას და ვაქცინაციაზე უარის თქმის შემთხვევაში 6 თვე პატიმრობით ან 15 000 დოლარის ჯარიმით ემუქრება. პოსტს თან ერთვის დოკუმენტიც, რომელშიც მითითებულია, რომ საზოგადოებრივი ჯანდაცვის მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში გათვალისწინებულია ჯარიმა ან პატიმრობა.

Screenshot 22 დეზინფორმაცია, თითქოს ახალ ზელანდიაში ვაქცინაციაზე უარის თქმა ჯარიმით ან პატიმრობით ისჯება

გავრცელებულ პოსტში მოცემული ინფორმაცია და დოკუმენტიც ყალბია. რეალურად, ახალ ზელანდიაში მსგავსი კანონი, რომელიც აუცრელობის შემთხვევაში ჯარიმას ან პატიმრობას ითვალისწინებს, არ არსებობს და  ვაქცინაცია სავალდებულო არ არის.

გამოქყვენებული დოკუმენტის შესახებ ახალ ზელანდიური გამოცემა The Spinoff ახალი ზელანდიის ჯანდაცვის სამინისტროს დაუკავშირდა. სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, დოკუმენტი ყალბია და ის მინისტრის ოფიციალური წერილი არ არის. 

წერილის სიყალბეს ცხადყოფს ისიც, რომ აღწერის მიხედვით, აღნიშნული წერილი მოსახლეობას ბეჭდური სახით გაეგზავნა, თუმცა ამ ფორმატის წერილის ბოლოს ვებ-გვერდისთის დამახაისიათებელი ისეთი ნაწილები ჩანს, როგორიცაა, მაგალითად, საიტის რუკა, საავტორო უფლებები და სხვა. ამ დასახელებების იდენტური განლაგება ახალი ზელანდიის ჯანდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზეა გამოყენებული. სავარაუდოდ, დოკუმენტის გაყალბებისას საიტის ეს ნაწილი წერილში დაკოპირების შედეგად მოხვდა.  

Screenshot 23 დეზინფორმაცია, თითქოს ახალ ზელანდიაში ვაქცინაციაზე უარის თქმა ჯარიმით ან პატიმრობით ისჯება

ამას გარდა, დოკუმენტში გამოყენებული ტექსტი ჯანდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდიდანაა დაკოპირებული. კონკრეტულად იმ ნაწილიდან, სადაც ჯანდაცვის სფეროს ზოგიერთი მუშაკის სავალდებულო ვაქცინაციაზეა საუბარი. გაყალებულ წერილში იდენტური ტექსტია გამოყენებული, შეცვლილია მხოლოდ თარიღები და ჯანდაცვის სფეროს მუშაკების ნაცვლად შესავალში წერია, რომ ნებისმიერი დასაქმებული უნდა აიცრას. 

Screenshot 24 დეზინფორმაცია, თითქოს ახალ ზელანდიაში ვაქცინაციაზე უარის თქმა ჯარიმით ან პატიმრობით ისჯება

ახალ ზელანდიაში კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაცია სავალდებულო მხოლოდ კონკრეტული მიმართულებებით დასაქმებული ადამაინებისთვისაა, ესენია: სამედიცინო სფეროში დასაქმებული ზოგიერთი სპეციალისტი, მეხანძრეები, გადაუდებელი დახმარების სექტორის ზოგიერთი მუშაკი, სასჯელაღსრულების დაწესებულებების პერსონალი, პოლიციელები და თავდაცვის ძალების ზოგიერთი წარმომადგენელი. ამ სფეროებში დასაქმებულ ადამიანებსაც შესაბამისი დოკუმენტაციისა და არგუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში ვაქცინაციის ვალდებულებისგან გათავისუფლება შეუძლიათ.

 2022 წლის 4 აპრილიდან ვაქცინაციის ვალდებულება სკოლის მასწავლებლებისთვის მოიხსნა. კოვიდსაწინააღმდეგო ვაქციანაცია ახალ ზელანდიაში დანარჩენი მოსახლეობისთვის სავალდებულო არასდროს ყოფილა. მეტიც, 2022 წლის 4 აპრილიდან კოვიდსაწინააღმდეგო ვაქციაციასთან დაკავშირებული შეზღუდვების უმეტესობა ახალ ზელანდიაში გაუქმდა.

ახალ ზელანდიასთან დაკავშირებული დეზინფორმაცია კოვიდსაწინააღმდეოგო ვაქცინაციის შესახებ “მითების დეტექტორმა” წარსულშიც გადაამოწმა, ვრცლად იხილეთ:


მოამზადა ლუკა ამბალიამ
“მითების დეტექტორის” სტაჟიორი


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ახალი ზელანდია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist