დეზინფორმაცია, თითქოს 2021 წლის წიგნაკში 2022 წელს რუსეთის უკრაინაში შეჭრის თარიღია დასახელებული

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

164
VIEWS

სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, რომელშიც საწერი წიგნაკია ნაჩვენები, ხოლო ვიდეოს გადამღები მიგვითითებს გვერდზე, რომელზეც წერია თარიღი – 26 თებერვალი, ქვემოთ კი გაკეთებულია წარწერა – “უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის დაწყების დღე”. ვიდეოში ნათქვამია, რომ წიგნაკი დამზადებულია 2021 წლის ივლისში, ხოლო პოსტის ავტორი დამატებით აღნიშნავს, რომ რუსეთის მხრიდან უკრაინაზე თავდასხმის შესახებ წინასწარ იყო ჩანაფიქრი და ფაქტს დასავლეთს უკავშირებს.

გავრცელებული ინფორმაცია ვიდეომანიპულაციას შეიცავს, წიგნაკი მართლაც არსებობს, თუმცა წარწერა 2014 წელს რუსეთის ფედერაციის მიერ ყირიმის ანექსიას ეხება და არა რუსეთ-უკრაინის მიმდინარე წლის ომს. 

2020 წელს ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოსცა ბრძანებულება, რომლის მიხედვითაც, 26 თებერვალი ყირიმის ოკუპაციის მიმართ წინააღმდეგობის დღედ გამოცხადდა, რადგან ამ დღეს, 2014 წელს, სიმფეროპოლში უკრაინელებმა, ყირიმელმა თათრებმა და სხვა ეროვნების მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართეს.

რაც შეეხება უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყებას, შეჭრის თარიღი არა 26 თებერვალი, არამედ 2022 წლის 24 თებერვალია, წიგნაკში კი 26 თებერვალია მითითებული. შესაბამისად, მტკიცება, თითქოს რუსეთ-უკრაინის ომი დასავლეთის ჩანაფიქრს წარმოადგენს, კონსპირაციის თეორიაა და მტკიცებულებებს არ ეფუძნება. 

კადრები გავრცელებული ვიდეოდან

BuroMax-ის საწერი წიგნაკის შეძენა საკანცელარიო ონლაინ მაღაზია OFFICE MIX-ის ოფიციალურ საიტზეა შესაძლებელი. წიგნაკი გამოიცა 26 თებერვლის ყირიმის ოკუპაციის მიმართ წინააღმდეგობის დღედ ოფიციალურად დაწესების შემდეგ, 2021 წლის ივლისში.


“სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზერომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.”  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist