დეზინფორმაცია თითქოს 2008 წელს ლონდონში საჯარო საშობაო ღონისძიებები მუსლიმების გამო აიკრძალა

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

11364997004_04e05f5a9e_b
31
VIEWS

15 იანვარს, გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში “რას ვეძებთ ევროპაში – განავლის ძეგლებს თუ მიქელანჯელოს?!”  მწერალმა კოტე ჯანდიერმა ლიბერალური ფასეულობები  დოგმატური მიდგომების გამო გააკრიტიკა, რის საილუსტრაციოდაც  2008 წელს ლონდონში მუსლიმების არგაღიზიანების მიზნით ქრისტეშობასთან დაკავშირებული ყველა საზოგადოებრივი ღონისძიების აკრძალვის შემთხვევა მოიყვანა. კოტე ჯანდიერის თქმით, აღნიშნულის შესახებ ცნობილი საბჭოთა დისიდენტი ვლადიმირ ბუკოვსკიც წერს.

კოტე ჯანდიერი, მწერალი: „ბუკოვსკის ცნობით, 2008 წელს ლონდონში აიკრძალა ქრისტეშობასთან დაკავშირებული ყველა საზოგადოებრივი ღონისძიება, ვინაიდან ბრიტანეთის დროშაზე წმინდა გიორგის ჯვარია გამოსახული, ეს თურმე მუსლიმებს ჯვაროსნულ ლაშქრობებს გაახსენებს და გაანაწყენებს. ამ დროს თითონ ბრიტანელი მუსლიმები მსგავსს არფერს მოითხოვდნენ, მაგრამ მათთვის აზრი არავის უკითხავს.

კვირის პალიტრა, 15-21 იანვარი

მტკიცება, თითქოს 2008 წელს ლონდონში მუსლიმების მხრიდან გაღიზიანების თავიდან ასაცილებლად ქრისტეშობასთან დაკავშირებული საჯარო ღონისძიებები აიკრძალა, სიცრუეა. ამასთან, არ არსებობს რაიმე რეგულაცია რომელიც ბრიტანეთში საშობაო წარმოდგენებს და ინგლისის ნაციონალური დროშის გამოყენებას კრძალავს.

მითების დეტექტორი დაუკავშირდა გაერთიანებული სამეფოს მთავრობის კულტურის, მედიისა და სპორტის დეპარტამენტს, სადაც განაცხადეს, რომ მსგავსს ფაქტს არც 2008 წელს, არც შემდგომში ადგილი არ ჰქონია და მსგავსი განცხადება ფაქტობრივ საფუძველს მოკლებულია.

დეპარტამენტის განმარტებით, გაერთიანებულ სამეფოში არ არსებობს რაიმე რეგულაცია, რომელიც კრძალავს საშობაო ღონისძიებების გამართვას და ინგლისის ნაციონალური დროშის გამოყენებას.

2008 წელს შობა ლონდონში ჩვეულებისამებრ აღინიშნა. დიდი ბრიტანეთის ისტორიაში შობის აღნიშვნა ერთადერთხელ, 3 საუკუნის წინ  – 1644 წელს აიკრძალა, როდესაც პურიტანებმა საპარლამენტო აქტით საშობაო ღონისძიებები მათი აზრით  ქრისტიანული ღირებულებებისათვის შეუსაბამო მხიარულების გამო დაუშვებლად მიიჩნიეს. 1660 წელს, როდესაც ინგლისში მონარქია აღდგა, 1642-1660 წლებში მიღებული კანონმდებლობა ძალადაკარგულად გამოცხადდა და შობის აღნიშვნა რელიგიური და სეკულარული ელემენტებით კვლავ აღდგა.

კვირის პალიტრისთვის მიცემულ ინტერვიუში კოტე ჯანდიერი ვლადიმირ ბუკოვსკის სიტყვებს  არაზუსტად ციტირებს. 2009 წელს, ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში ცნობილმა საბჭოთა დისიდენტმა ვლადიმირ ბუკოვსკიმ, თემაზეარის თუ არა პოლიტკოლექტურობა ლენინიზმზე უარესი” ლექცია წაიკითხა. გამოსვლის დროს ბუკოვსკიმ აღნიშნა:

ვლადიმირ ბუკოვსკი, საბჭოთა დისიდენტი: “გასულ წელს ინგლისში ქრისტეშობის ყველა საჯარო ატრიბუტი აიკრძალა. ჩვენს ქვეყანაში შობა საჯარო სივრცეში აკრძალულია. თუ გსურს, წადი და იზეიმე ის სახლში, მაგრამ საშობაო წარმოდგენის გამართვა საჯარო სივრცეში შეზღუდულია, რადგან ის მუსლიმებისთვის შეურაცხმყოფელი იქნება. ინგლისის ეროვნული დროშაც (წმ. გიორგის დროშა, წითელი დროშა თეთრ ფონზე და არა დიდი ბრიტანეთის დროშა) აკრძალე“.

სოფია, ბულგარეთი
2009 წ.

ლონდონი, საშობაო დეკორაციები და ღონისძიებები, 2008.
წყარო: alamy.com

"

"

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: დიდი ბრიტანეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist